ფრაზები, რომლებიც კარგმა მენეჯერმა არ უნდა თქვას | Jolo.ge


ფრაზები, რომლებიც კარგმა მენეჯერმა არ უნდა თქვას

ფრაზები, რომლებიც კარგმა მენეჯერმა არ უნდა თქვას

 

მენეჯერი ის ადამიანია, რომელიც არა მხოლოდ მართავს სამუშაო პროცესს, არამედ სტიმულს აძლევს თანაშრომლებს იმუშაონ პროდუქტიულად. აქედან გამომდინარე ბიზნესის წარმატება სწორედ მენეჯერის მიდგომებზეა დამოკიდებული. აუცილებელია მას ესმოდეს, რომ ნებისმიერი თანაშრომელი პირველ რიგში ისეთივე პიროვნებაა როგორც თავად და მის აზრს გათვალისწინება სჭირდება. გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომლებიც მენეჯერმა არასდროს უნდა თქვას:

 

სახლში ვერ წახვალ სანამ ამას არ დაასრულებ — ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ითხოვოს სახლში წასვლა.

 

ეს შენი პირადი პრობლემაა — მომდევნო დღის ან კვირის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვისას მენეჯერმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თანამშრომლის გეგმები და მოსაზრებები.

 

თუ არ გინდა ეს სამსახური სხვას მოვძებნი — ეს არის ფრაზა, რომელსაც ცუდი მენეჯერები ყველაზე ხშირად იყენებენ. სინამდვილეში ნებისმიერი თანამშრომელი საჭიროებს დაფასებას და სხვათაშორის არსებობენ შეუცვლელებიც.

 

მეორედ არ გავიმეორებ — ეს ყველაზე უსუსური ფრაზაა, რადგან თქვენ არ ხართ სკოლაში და არ ესაუბრებით ბავშვებს.

 

ეს წესია და მას უნდა დაემორჩილო — წესი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებაა, აუცილებელია მოუსმინოთ თანამშრომლის აზრს, რომელიც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

 

შენთვის აზრი არ მიკითხავს — კიდევ ერთხელ, იდეებმა თანამდებობები არ იცის, შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იდეა ვიღაცისთვის სრულიად უმნიშვნელო ადამიანს მოუვიდეს.

 

შენი გადასაწყვეტი არ არის — კარგი მენეჯერი საინტერესო აზრზე იტყვის, რომ კარგი აზრია, მაგრამ თუ მას არ ეთანხმება კორექტულად აარიდებს თავს.

 

არ მაინტერესებს მეთანხმები თუ არა, უბრალოდ გააკეთე — ასეთი მენეჯერი თანამშრომლების პატივისცემას ვერასდროს მიაღწევს, შესაბამისად არც საქმე წაუვა კარგად.

ნანახია:(363)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მენეჯერი

Related Articles

„იცხოვრე და დატკბი“…

ათასწლეულები გავიდა და ყველაფერი დაიწყო ასე «იცოცხლე, გადარჩი»…ადამიანები იბრძოდნენ და იბრძვიან დღესაც საკუთარი თავის გადარჩენისთვის, ვინ ლუკმა-პურისთვის და ვინ ძვირფასეულობებისთვის,


რა არის მანდალა, რა დანიშნულება აქვს მას და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია? 

«მანდალა საშუალებას აძლევს ადამიანს ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს,ზრდის თავდაჯერებულობას და ეხმარება ცნობიერების ამაღლებაში. ასევე გვეხმარება ვიყოთ ბევრად უფრო კონცენტრირებულნი და მომთმენნი»


„არ ილევა ჩამონათვალი იმ დანიშნულების პუნქტებისა რომლებსაც შეუძლია გაგვაბედნიეროს, მაგრამ…

ჩვენ ვმღერით არა იმიტომ, რომ ბედნიერები ვართ, არამედ ჩვენ ვართ ბედნიერები იმიტომ, რომ ვმღერით. უილიამ ჯეიმსი ალბათ ხშირად გსმენიათ, შეიძლება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<