ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მოზარდს | Jolo.ge


ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მოზარდს

ფრაზები, რომლებიც არ უნდა უთხრათ მოზარდს

ეს ის ფრაზებია, რომლებიც არ უნდა უთხრათ მოზარდს, რათა არ გამოიწვიოთ ნეგატიური რეაქცია. რამდენიმე წესი დაგეხმარებათ იმის მიღწევაში, რომ მან მოგისმინოთ და გაიგოს თქვენი გზავნილი.

„The Huffington Post“-ის უფროსი რედაქტორი, შელი ემლინგი, სამი მოზარდის (თინეიჯერის) დედაა. საკუთარი გამოცდილების და თავისი მეგობრების შვილების მაგალითზე მან შეადგინა  ჩამონათვალი იმ ფრაზებისა, რომელიც არ უნდა ვუთხრათ მოზარდს, თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ურთიერთგაგებას.

„რა ხდებოდა სკოლაში“? — პასუხი შეიძლება იყოს ფართო სპექტრის, არაფრის მთქმელი სიტყვები: “არაფერი ისეთი“, „ყველაფერი რიგზეა“, ან „არ ვიცი“. ამით საუბარი დასრულდება. ჯობს დაუსვათ უფრო კონკრეტული კითხვები, რომლებზეც უფრო ვრცლად გიპასუხებთ: „საკონტროლო ალგებრაში მართლა ისეთი რთული იყო, როგორიც გეგონა?“ ან “ვისთან ერთად ისადილე დღეს სკოლაში“? და ა. შ.

„სანამ არ გააკეთებ… არ გახვალ გარეთ!“ — ასეთ ფუჭ დაპირებებს არასოდეს მოსდევს კარგი შედეგი, მით უმეტეს, თინეიჯერობის ასაკში. ჯობს დაუწესოთ სახლში დაბრუნების კონკრეტული დრო, მაგ: „ათისთვის სახლში იყავი, კარგი?“ თუ დათქმულ დროზე მოვა, შემდეგ შეაქეთ: „მიხარია, რომ არ მალოდინე“. 

რა თქმა უნდა, ბავშვების შექება აუცილებელია, ოღონდ არა უმიზეზოდ. შეეცადეთ შეაქოთ გაწეული შრომისთვის და არა შედეგისათვის. მაგ: “ყოჩაღ, ძალიან კარგად მომზადებულხარ ამ საკონტროლოსთვის!“

„ნუთუ ეს ჯინსები დაპატარავდა?» — არსებობს სწორი და არასწორი მეთოდი აზრის გამოხატვისა, იმის თაობაზე, რომ თქვენმა შვილმა წონაში მოიმატა. ზოგიერთი მშობელი თავის მზრუნველობას ისე გამოხატავს, რომ პირდაპირ მიუთითებს პრობლემაზე. “ძალიან მოიმატე წონაში, გეყოფა ამდენი ჭამა, შეხედე, რას დაემსგავსე!“ ამით ცხადია, გამოიწვევთ მოზარდში ნეგატიურ რეაქციას. პირდაპირ მიაქანებთ მას დეპრესიისაკენ, აიძულებთ იფიქროს, რომ მისი წონა სავალალო მდგომარეობაშია. თქვენს ბავშვს ისედაც რცხვენია, განიცდის და დაკომპლექსებულია თავისი წონის გამო. ამიტომ თუ კორექტულად თქმა არ შეგიძლიათ, თქვენი შეფასებითი კომენტარებით ზედმეტად ნუ გააღიზიანებთ მას. ყოველი ადამიანი უნიკალურია თავისი განუმეორებელი თავისებურებებით. ფოკუსირება მოახდინეთ კარგსა და პოზიტიურზე, ნუ მისცემთ კრიტიკულ შენიშვნებს ბავშვს — რა თქმა უნდა, თუ გინდათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. თუ მისი წონა გაღელვებთ, შენიშვნების ნაცვლად ეცადეთ, ხელი შეუწყოთ მის სწორ კვებას, წაახალისოთ სპორტული აქტივობებისკენ და ა.შ.

 

წყარო:http://mshoblebi.ge/

ნანახია:(192)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მოზარდიფრაზები

Related Articles

მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი


რა მასწავლა დედამ ბავშვობაში

დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება: «თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ — გადით გარეთ! ახლახანს მოვწმინდე იატაკი!»   დედამ მასწავლა ღვთის რწმენა:


„სხვებსაც გაუზიარეთ ეს „რეცეპტი“, — იცით, რამდენ ბავშვს გააბედნიერებთ?“

— ჩემი შვილი საშინლად ჭირვეულობს, არაფრის გაკეთებას არ მაცდის, — მეუბნება ახლობელი, — ნეტავ, რა უნდა? — ალბათ შენი სიყვარული,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*