ფრანგი ფოტოგრაფის თვალით დანახული ქართველი ბებია (ფოტოკოლაჟი)

„როცა პირველად ქართული სიმღერა მოვისმინე სუნთქვა შემეკრა, თქვენმა ფოლკლორმა დამატყვევა“, — ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი…
ქართულ სიმღერას ქართული ცეკვა და როგორც თავად აღნიშნავს სულისშეძვრამდე აღფრთოვანება მოჰყვა, მერე ქართული ღვინოც დააჭაშნიკა და ქართული ქეიფიც შეიშნო…
ჰოდა, პირველივე შთაბეჭდილებებით თავბრუდახვეული უცხოელი სამუდამოდ საქართველოს ტყვედ იქცა. როგორც თავად ამბობს ქართული მიწა საკუთარივით შეიყვარა, ხალხი დაიძმობილა და ამ მოხატული ქვეყნის ულამაზესი ბუნება ვიდეო და ფოტო კადრებად აქცია. ბოლოს თბილისში ბინა იყიდა და დასახლდა კიდეც. ასე იქცა საქართველო, ფრანგი ფოტოგრაფის მეორე სამშობლოდ.
დღეს საქართველოს ყველა კუთხე იცის… განსაკუთრებით სვანეთი და სვანები უყვარს. თუმცა ამჯერად იმერელ ბებოზე საუბრობს.
ფრენსის პრიმერსკი: „მეგობარმა სოფელში მიმიწვია, ბებია ჭაჭის გამოხდას აპირებს და შენც უნდა ჩაგრთო ამ ამბავშიო… ჩავედით… ჭიშკართან, მოხუცი შემოგვეგება კეთილი თვალებით და თბილი ღიმილით… ჭაჭა ერთად გამოვხადეთ“, — ჰყვება ჩემი ფრანგი რესპონდენტი და თან ფოტოებს მათვალიერებინებს… ეს იმერეთია, უფრო ზუსტად იმერული სოფელია სამეგრელოში, — სამიქაო ჰქვია… აქ ასეთს 4 სოფელს ნახავთ. ეს მოხუცი კი ქალბატონი ეთერია, 86 წლის, ჭაჭის გამოხდის თავისებური საიდუმლოთი“.
ნანახია:(316)-ჯერ
Comments
Related Articles
დავით დეფის კიდევ ერთი რომანი ბრაზილიაში
დავით დეფის რომანი რუსეთ-საქართველოს ომზე „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“ ბრაზილიაში გამოიცა. ეს უკვე დეფის მესამე ნაწარმოებია, რომელიც გამომცემლობა ლუმე ედიტორმა ბრაზილიელ
ნიკოლოზ რაჭველი :,, დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში. ეს 1993 წელს მოხდა“
ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს : „დღეს ჩემი დეიდის, იზო ისაკაძის დაბადების დღეა! დეიდის, რომლის მოულოდნელი გარდაცვალება პირველი
„ფანARTის“ საფესტივალო სივრცე სოციალურ ტელემედიას და კინემატოგრაფიას დაეთმო
ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა აუდიტორიას სასწავლო ფილმი წარუდგინა და მასტერკლასი გამართა თემაზე -„ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები“. უფროსმა კოლეგამ დამწყებ ჟურნალისტებთან მაუწყებლების