ფრანჩესკო ტრეჩი: „საქართველო — ქვეყანა, რომელიც უფალმა თავისთვის შექმნა“ | Jolo.ge


ფრანჩესკო ტრეჩი: „საქართველო — ქვეყანა, რომელიც უფალმა თავისთვის შექმნა“

ფრანჩესკო ტრეჩი: „საქართველო — ქვეყანა, რომელიც უფალმა თავისთვის შექმნა“

ფრანჩესკო ტრეჩის, იტალიელ მეცნიერს, საქართველოს ისტორიაზე საინტერესო სახელმძღვანელოების ავტორსა და ქართველთა დიდ მოყვარულს, ბევრი იცნობს. ეს წუთია გამოაქვეყნა ასევე იტალიელი ბლოგერისა და მოგზაურის მონიკა ნარდელას მოგზაურობათა ჩანახატები საქართველოში.

( ცნობისათვის: მონიკა ამ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში იყო და ფბ გვერდზე წერდა, «თბილისში გაგვიკეთეს დასავლეთ საქართველოს ტურისტული მარშრუტი, სადაც ქუთაისი საერთოდ არ იყო ჩასმული, იმ მიზეზით,რომ ბევრი არაფერიაო სანახავი, არადა, თურმე, რამხელა მნიშვნელობისა და კულტურის ქალაქი ყოფილა, დავტკბიო.» კომენტარში ფრანჩესკო ტრეჩიმ ქუთაისში სანახავ ადგილთა შესახებ მონიკას ისეთი რჩევები მისცა, ქართველ მცოდნე გიდებსაც შეშურდებოდათ)

ჰოდა, დღევანდელ პოსტში ტრეჩი წერს:

» მოგზაურმა ბლოგერმა მონიკა ნარდელამ საქართველოში არაჩვეულებრივი მოგზაურობა მოაწყო. მე მქონდა პატივი მისთვის შემედგინა მოგზაურობის მარშრუტი, მერჩია ღირშესანიშნავი ადგილები და შემეთავაზებინა შესანიშნავი ადგილობრივი გიდი.

ეს არის შარაჩვეულებრივი შემთხვევა, რომ ეს ქვეყანა იტალიელებს გავაცნოთ.

2019 წლის ზაფხულში იტალიელი ტურისტებისთვის მოვაწყობ ტურს, რათა მათ აღმოვაჩენინო ეს მომხიბლავი და საოცრი ქვეყანა!

სექტემბერში კვლავ იქნება ჩემი ახალი წიგნის პრეზენტაცია : «საქართველო — ქვეყანა, რომელსაც უფალმა თავისთვის შექმნა «…

გელოდებით

გაუმარჯოს საქართველოს !!! » /ფრანჩესკო ტრეჩი/

მე კი ვიტყოდი, საქართველოსაც გაუმარჯოს , ტრეჩისაც და ყველას, ვინც საქართველოს სწორად აღიქვამს.

ავტორი: ია ხაჭაპურიძე

ასევე იხილეთ:

 http://www.jolo.ge/franchesko-trechchi-saqartvelos-siy

 

ნანახია:(41)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სირცხვილია“ — ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი: „მთელი დღეა ქალაქში ფეხით დავდივარ! გამორთულია შადრევნები ეს ერთი! ამის გამო კიდევ უფრო გაუსაძლისია ეს სიცხე! არ არსებობს


„ვეძებ ექიმს … 30 წელია“ — ლადო გოგოლაძე

„ამ დღის მერე ამ ღვთისნიერი კაცის მისამართს ვეძებ, რომ მივიდე, ვაკოცო და ვუთხრა: თქვენ რომ არა ღმერთმა უწყის ახლა სად


სუპერ პოზიტივი — «კავკასიური სატრფიალო» მშვენიერი გოგონების შესრულებით

ვიდეო, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ. ანსამბლ «დები გოგოჭურების» წევრი თამარა გოგოჭური და ანსამბლი «ხადა» მშვენიერი სიმღერით.     ნანახია:(20)-ჯერ FacebookGoogle+TwitterLinkedinComments


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*