ფინანსური წარმატების თვითშთაგონებითი აფირმაციები და წარმატების გარდაუვალობა | Jolo.ge


ფინანსური წარმატების თვითშთაგონებითი აფირმაციები და წარმატების გარდაუვალობა

ფინანსური წარმატების თვითშთაგონებითი აფირმაციები და წარმატების გარდაუვალობა

ხშირი თვითშთაგონებითი განმეორებებით ახდენთ თვითდაპროგრამირებას ტვინის ნეიროლოგიური მექანიზმების და ფიქსირებული ცნობიერი თუ ქვეცნობიერი განწყობების  დონეზე.

ასეთი ფიქსირებული განწყობების საფუძველზე კი აუცილებლად შეამჩნევთ თქვენს ირგვლივ ფინანსური ან სხვა წარმატების მომტან შანსებს, მოვლენებსა და ადამიანებს. უფრო მეტიც, ისინი მოიზიდავენ და შეგახვედრებენ ზუსტად იმ ადამიანებსა და მოვლენებს, რაც თქვენს ფიქსირებულ განწყობებს შეესაბამება.

არ გჯერათ? ეს თქვენი უფლებაა, მაგრამ იცოდეთ, ეს რეალური კანონზომიერებაა და თქვენი არ–დაჯერების უფლება ამ შემთხვევაში უნაყოფოა. მე არც ვაპირებ უნაყოფო კამათში გამოგყვეთ და გადაგარწმუნოთ. ეს უკვე თქვენი პრობლემაა გაითვალისწინებთ თუ არა რეალურ და მეცნიერულად დადგენილ კანონზომიერებას.

უფრო მეტიც, არსებობს კანონი, რომელსაც ეწოდება  თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონი. იგი ნიშნავს იმას, რომ ადამიანში ჩაბუდებულ მოლოდინს აქვს  ტენდენცია ახდეს და აღსრულდეს; ეს კი არა იმის გამო, რომ რაღაც ფატალურად მოქმედი ძალა არსებობს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანს ქვეცნობიერად ისე მიჰყავს თავისი ცხოვრება, რომ გაამართლოს (ჟარგონის ენაზეგააპრავოს“) თავისი მოლოდინები. ამ გაგებით ცხოვრება მოლოდინთა „გაპრავების“ პროცესია.

ცნობილ ანდაზაში –„სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“– სიტყვა ბედი უნდა ჩანაცვლდეს სიტყვით „მოლოდინი“ და მივიღებთ ფსიქოლოგიურად რეალისტურ ფორმულას: „სადაცაა მოლოდინი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“.

ის პოზიტიური აფირმაციები ანუ თვითშთაგონებითი ფორმულები, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, სწორედ პოზიტიური მოლოდინების თვითპროგრამირებას უწყობს ხელს, ხოლო ეს უკანსკნელნი თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის თანახმად გარდაუვალი განხორციელებისაკენ ილტვიან.

მაშ, ასე: ფინანსური წარმატების პოზიტიური აფირმაციები:

მე ყოველ საათს კიდევ უფრო მდიდარი ვხდები;

მე ყოველდღე კიდევ უფრო მდიდარი ვხდები;

მე ყოველ წელს უფრო და უფრო მდიდარი ვხდები.

თქვენ კიდევ უფრო შეგიძლიათ გააძლიეროთ ამ აფირმაციის ძალა და ეს ფორმულა ჩასვათ წარსულ დროში:

მე უკვე კიდევ უფრო მდიდარი გავხდი;      ან

მე კიდევ უფრო გავმდიდრდი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აფირმაციებიც:

განგება მაძლევს დიდ ძალას, რათა დავეხმარო მათ, ვინაც საჭიროებს დახმარებას;

მე იმაზე მეტი ფინანსური შემოსავალი მაქვს, ვიდრე მესაჭიროება და შემიძლია გამოვიყენო ყველაფერში, რაც მსურს;

ჩემთან ფული მოდის სხვადასხვა წყაროებიდან;

მე ვაკეთებ ყველაზე საუკეთესო არჩევანს თუ რაში გამოვიყენო ჩემი ფული

მე ჩემს თანხებს პირველ რიგში ვხარჯავ გარდაუვალ საჭიროებებში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიყენებ დარჩენილ ფულს ჩემი სურვილების დაკმაყოფილებასა და ფულის დაგროვებაში;

ჩემი შემოსავლები ყოველდღე იზრდება მაშინაც, როცა ვშრომობ, მაშინაც, როცა ვერთობი ან მაშინაც, როცა მძინავს.

ყველა ჩემი საქმეში ჩადებული (ინვესტირებული) თანხა სარგებელის მომტანია.

ადამიანებს სიამოვნებთ და უხარიათ გადაიხადონ ფული იმაში, რაც მე გულით მიყვარს ვაკეთო.

ყველა ჩამოთვლილი აფირმაციებიდან შეარჩიეთ 5–დან 10–მდე აფირმაცია, რომელიც თქვენის აზრით თქვენთვის ყველაზე მოსარგებია. დაიწყეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში დღეში 2–3–ჯერ მედიტირების ანუ შინაგანი გამეორებების სესიები, თითოეული მათგანი დაიკავებს 5–10 წუთს.

თითო აფირმაციული ფორმულა გაიმეორეთ მინიმუმ ხუთჯერ. თქვენ შეგიძლიათ ეს სამედიტაციო სესია ჩაატაროთ მჯდომარემ ან სიარულის დროს. მთავარია იყოთ მხრებსა და წელში გამართული, შუბლ–გახსნილი, ღიმილნარევი ან კეთილგანწყობილი გამომეტყველებით. თქვენ შეგიძლიათ შინაგნად არა მხოლოდ გაიმეოროთ, არამედ წაიმღეროთ ან წაიღიღინოთ კიდეც და ააწყოთ ეს გამეორებები რაიმე რიტმს ან რაიმე მელოდიას. რიტმიდან შეგიძლიათ აეწყოთ, მაგალითად, სუთქვის რიტმს ან სიარულის რიტმს.

ვიზუალიზაცია

შექმენით მკაფიო ვიზუალური წარმოდგენა, თუ როგორ ფლობთ უკვე იმ თანხებს, რასაც გსურთ რომ ფლობდეთ. ამ მხედველობითი წარმოდგენის ხატს დაამატეთ სმენითი ხატებიც, ანუ რა ისმის ან რას ლაპარაკობენ იმ დროს, როცა უკვე ფლობთ სასურველ ფინანსურ მდგომარეობას. ამას გარდა დაამატეთ ის აზრები და შინაგანი დიალოგები, რაც ამ დროს თქვენს თავში ტრიალებს; დაამატეთ კინესთეზიური ინფორმაცია ანუ იგრძენით ის გრძნობები, რასაც სხეული და სული გრძნობს მაშინ, როცა სასურველი ფულადი ოდენობის მფლობელი გახდით.

ხშირად ატრიალეთ თქვენს გონებასა და წარმოდგენაში ის ვიზუალურ–აუდიალურ–გრძნობითი ხატი, რომ უკვე ფინანსურად წარმატებულ მდგომარეობაში იმყოფებით და სასურველ ფულად ოდენობას ფლობთ.  იმისათვის, რომ მოსახდენი მოხდეს, მოსახდენი უკვე წინასწარ უნდა არსებობდეს ახდენილის სახით თქვენს გონებასა და გრძნობაში. ესეც წარმატების გარდაუვალობის ერთერთი კანონია.

ავტორი: ნოდარ სარჯველაძე

წყარო: http://sarjveladze.blogspot.com

ნანახია:(2082)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ეს არასოდროს არის გვიან!“ — თამარ კვარაცხელია

მღერი, ცეკვავ, წერ, ხატავ, უკრავ… და მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ გამოდგის… აკეთებ, აკეთებ, აკეთებ, რადგან ეს შინაგანად გინდა ,


ბედნიერებას მიზეზები არ სჭირდება, მაგრამ თუ თქვენ ეს მიზეზები მაინც გჭირდებათ…

თუ ბედნიერება უდიდეს ძალისხმევის, წინაღობების გადალახვის, პრობლემების მოგვარების, სტრესული სიტუაციების გაძლების შემდეგ მოდის, ის ბედნიერება არ არის. ბედნიერებას — არ


გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

გაგეხარდა რომ გათენდა. სახლში გაქვთ თუ არა სიმყუდროვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩათვალოთ, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ხდება. გაფუჭდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*