ფინანსური კეთილდღეობის საიდუმლო | Jolo.ge


ფინანსური კეთილდღეობის საიდუმლო

ფინანსური კეთილდღეობის საიდუმლო

…როდესაც საუბარი მიდგება ფულზე — რამოდენიმე ურთიერთ გამომრიცხავი რეალობის ამსახველ ფაქტს ვეჩეხებით,
რომელთა არსებობაც ზუსტად ვიცი თითოეულ თქვენთაგანს შესაძლოა აბნევდეს…
მაგ. ერთ ქალაქში, ერთ სახლში, ერთ სადარბაზოში, ერთ სართულზე შესაძლოა ცხოვრობდეს 2 ოჯახი — ერთი მათგანი მარტივად ახერხებს ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს, მეორე კი ძლივს ახერხებს თავის გატანას.
შეძლებულმა ოჯახმა რამდენიც არ უნდა უწილადოს პირველ — ღარიბ ოჯახს, თავად სულ უფრო მდიდრდება და მეორე სულ უფრო სტაბილურად დგას თავის უსახსრობაზე.
რა ხდება?
მდიდრებს უმართლებთ?
ნაცნობები ყავთ?
ბაბუამ უანდერძა?
ნამუსზე ხელი აიღეს? — ეს ხომ სწორედ ის ფრაზებია, რომელიც მილიონობით ადამიანს ბორკილს ადებს და მოქმედების სურვილს უკარგავს.
საქართველოში შეუძლებელია ფინანსური კეთლდღეობაო — ეს იმ ადამიანების აზრია, ვინც ეს ვერ შეძლო…
მაგრამ ვიღაცისათვის ხომ შესაძლებელია?
ვისაც მარტივად რომ ვთქვათ ფული არ გყოფნით, რამდენი საათი დაგიხარჯავთ იმაზე ფიქრში, რას აკეთებენ ის, სხვა მდიდარი ადამიანები თქვენგან განსხვავებულს?
როგორ ახერხებენ იგივე გარემოში სადაც სხვები ღარიბდებიან, იპოვნონ ფინანსური წარმატების გზები?
ამის შესახებ იმას უნდა ვკითხოთ, ვინც თავად გაიარა გზა ნულიდან მატერიალურ კეთილდღეობამდე….
კახაბერ კორძახია — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესმენი და ძალიან საინტერესო ადამიანი ისაუბრებს 2 დეკემბერს ლიტ კაფეში სწორედ ამ თემებზე.
ეს ტრენინგი არის მათთვის ვინც
*თავად იღებს პასუხილმგებლობას თავის ცხოვრებაზე;
*ვინც ეძებს გზებს, როგორ მიაღწიოს სასურველს და არა მიზეზებს;
*ვინც მზად არის მიიღოს ცოდნა და გაიზიაროს გამოცდილება;
*ვისაც ფული მუდმივად არ ყოფნის;
*ვისაც აქვს ოცნება, რის გამოც ცხოვრება უღირს.
გარდა ტრენინგისა:
• თქვენ იპოვით თანამოაზრეებს და იმ საზოგადოებას, რომელიც თქვენნაირად ფიქრობს;
• თქვენ გეძლევათ შანსი გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა თქვენი ბიზნეს პარტნიორებიც გახდნენ;
• საღამო, რომელსაც მოტივირებულ ადამიანებთან ატარებთ, კიდევ 1 კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს თქვენს მოტივაციას;
• თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ უნსტრუმენტებს, რომელიც ყოველდღიურად გამოგადგებათ;
• შეძლებთ დააგემოვნოთ ლიტერატურულის ცნობილი სამარხვო და არა სამარხვო ტკბილეული და იფილოსოფოსოთ ჭიქა ყავაზე:)
გელოდებით:)
მეც თქვენსავით დარბაზში დავჯდები და ერთად მოვუსმინოთ საინტერესო სემინარს — „ფინანსური კეთილდღეობის საიდუმლო“
2 დეკემბერი / თარხნიშვილის 2 / ლიტ.კაფე / 16:00 საათი/ საფასური 50 ლარი.
დარეკე და ჩაეწერე 593 94 5008
გაითვალისწინე — თავისუფალი ადგილები დარჩა ცოტა.

ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(173)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ამ ჭეშმარიტების დამახსოვრება ღირს!

სადაც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი წარმოსახვით ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა იყოთ უფრო მეტად


დაიჯერე, რომ მარცხი — შენი ხვედრი არ არის!

«ძალიან ბევრი ადამიანი, პატარა და უღიმღამო ცხოვრებით ცხოვრობს. უმეტესობა ჩვენგანი ოცი წლის ასაკში კვდება, უბრალოდ, მათ ოთხმოცი წლის ასაკში ასაფლავებენ.


ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მინდა, რომ ერთი შთამაგონებელი ამბავი მოგიყვეთ და საკუთარი მაგალითით მოტივაცია მოგცეთ, შთაგაგონოთ, რომ უფრო თამამად იოცნებოთ, გჯეროდეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*