ზემო აჭარა და ფესტივალი „ზე-კართან“ — ვახტანგ ბერიძის კეთილი საქმე | Jolo.ge


ზემო აჭარა და ფესტივალი „ზე-კართან“ — ვახტანგ ბერიძის კეთილი საქმე

ზემო აჭარა და ფესტივალი „ზე-კართან“ — ვახტანგ ბერიძის კეთილი საქმე

თავის მიზაწე უზომოდ შეყვარებულ რეჟისორს, ვახტანგ ბერიძეს დღეს ბევრი იცნობს, მისი ინიციატივითა და  დამსახურებით უკვე, რამდენიმე წელია მთიან აჭარაში ლიტერატურისა და ხელოვნების კვირეული ეწყობა. 

სწორედ თავისი კუთხის სიყვარულმა გააკეთებინა ბევრი კარგი საქმე. 2013 წელს ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დააფუძნა, დაგეგმილ ღონისძიებებში ადგილობრივები ჩართო და მას შემდეგ აჭარის ისტორიასა და კულტურას შუახევსა და ხულოში შეკრებილ საზოგადოებას აცნობს.  ღონისძიებები ყველა თაობისა და გემოვნების მაყურებელზეა გათვლილი. აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და იქ მცხოვრებ ახალგაზრდებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებაც მისი დამსახურებაა.  

როგორც გასულ წლებში, წელსაც მაღალმთიან აჭარას ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე ხელოვანები სტუმრობენ. ფესტივალს ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ლიტერატორები და პოეტებიც ესტუმრნენ.

ვახტანგ ბერიძე, ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი: ლიტერატურული ფესტივალის „ზე–კართან” მიზანია თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია მწერლებსა და პოეტებში, აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.

ფესტივალი უკვე ექვსი წელია ტარდება აჭარაში და დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ წრეებში. სამომავლოდ იგეგმება ფესტივალის საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი პოეტები, პუბლიცისტები და მწერლები.

-კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი?

— ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი ანსამბლების კონცერტები, პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად.

შემდეგ ამ შთაბეჭდილებებზე იწერება წიგნი, რომელიც ვფიქრობ რომ ამ ფესტივალის მთავარი ღირებულებაა.

წელს ფესტივალს დაემატა „კინო-პოეზია“, რომელიც მოიცავს რეჟისორების და პოეტების თანამშრომლობით ვიდეორგოლების შექმნას, რომლებიც განთავსდება მედიასა და სოციალურ ქსელებში.

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერებია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შუახევისა და ხულოს მერია და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი.

პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს ტელეკომპანია „რუსთავი 2”, აჭარის ტელე და რადიომაუწყებელი, Tv25, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაზეთი “აჭარა”,ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები”, ჟურნალი “კულტურა პლუსი”, »ინტერნეტ ჟურნალი ჟოლო», პიარ კომპანია MPR.

 

ნანახია:(43)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მკურნალი

ვინ არის რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი მკურნალი, რომლის სასწაულებრივ ტექნიკაზეც საქართველოში უკვე საუბრობენ? რა მეთოდებით ახდენს აუტანელი ტკივილის მოხსნას და


„ალბათ ისიც ჩუმად დაინგრევა, ისიც ხმის ამოუღებლად, როგორც ის ტყუპისცალი კოშკი“

უშგულის შუკებში დავიარები, ერთი ძველი «მაჩუბი»მიყურებს, მეჩვენება რომ თვალებში მიყურებს. კი არ მეჩვენება, ნამდვილად თვალებში მიყურებს. ალბათ მერვე საუკუნის იქნება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*