ფენშუი და აკვარიუმი | Jolo.ge


ფენშუი და აკვარიუმი

ფენშუი და აკვარიუმი

ჩინური ტრადიციებით წყალი სიმბოლურად უკავშირდება სიცოცხლესა და სიმდიდრეს, ამიტომ, სახლში სასურველია აკვარიუმი გვქონდეს. აკვარიუმის ფორმა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმეფორმა ნეგატიური. ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი მრგვალი (ან მომრგვალებული ფორმების) აკვარიუმია, თუმცა კუთხეებიანიც საკმაოდ დადებით ენერგიას ატარებს. არა ნაკლები მნიშვნელობა აქვს წყლისა და თევზების რაოდენობას. წყალი სასურველია ერთ თევზზე ცხრა ლიტრი, თვითონ თევზები კი კენტი იყოს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თევზი უძველესი დროიდან უდიდეს სიმბოლოდ ითვლება არა მარტო აღმოსავლურ, არამედ დასავლურ სამყაროშიც. თევზ(ებ)ი ზოდიაქოს ერთ-ერთი ნიშანიც არის და გარდა ამისა, ის როგორც რაიმე საიდუმლოს მიმანიშნებელი ბიბლიაშიც არა ერთხელ გვხვდება. ასე რომ, თევზს როგორც მეტაფიზიკურ, ისე ენერგეტიკულ ასპექტში უდიდესი დატვირთვა გააჩნია.

ფენ-შუის მიხედვით აკვარიუმის განთავსება სასურველია სახლის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის არ შეიძლება განთავსდეს სახლის შემოსასვლელსა ან მისაღებში (რასაკვირველია თუ სახლის ფართობი ამის საშუალებას იძლევა), ამ დროს ფინანსური გასავლები გაიზრდება. ასევე არ შეიძლება აკვარიუმის დადგმა ორ კარს შუა, ეს ნეგატიურ ენერგიას გააძლიერებს.

სასურველია რომ თევზებისთვის ჟანგბადის მიწოდება ოქროსფერი აერატორით ხდებოდეს, ამასთან აკვარიუმის ფსკერზე ქვებთან, ნიჟარებთან და წყალმცენარეებთან ერთად, განთავსეთ ოქროსფერო მონეტა ან ბრწყინავი მრგვალი საგანი.

მათ დასამშვიდებლად კი, ვისაც აკვარიუმის ყიდვის საშუალება არ გააჩნია და არც მცირე ფართობი აძლევთ საშუალებას, რომ სახლი ფენ-შუის მიხედვით მოაწყონ, ერთ ძველ ჩინურ იგავს მოვყვები:

«გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით წყალი გამოუტანა, რომელშიც ჩალის ღერო იდო. ბრძენმა ჩალის ღეროთი წყალი წვალებით დალია და ახალგაზრდას უთხრა:

_ რახან წყალი დამალევინე, მე შენ ფენ-შუის ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, თუ როგორ მოაწყო შენი სახლი, რომ გამდიდრდე.

ბრძენმა ახალგაზრდას საიდუმლო გაანდო და გზა გააგრძელა. ერთი წლის შემდეგ მოხუცი ბრძენი ისევ მოხვდა იმ ადგილას და ღარიბული ქოხის ნაცვლად განათებული სასახლე იხილა. სასახლის კართან კი ძვირფას ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იდგა.

_ გამარჯობა, — უთხრა ბრძენმა ახალგაზრდას: — ვხედავ, რომ გამდიდრებულხარ.

— ოოო, ეს თქვენ ხართ, — გაიბადრა ახალგაზრდა: — თქვენი ძალიან მადლიერი ვარ. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორ მასწავლეთ და როგორც ხედავთ გავმდიდრდი, ცოლი შევირთე, მემკვიდრეც მეყოლა და საერთოდ ჩემი საქმეები უკეთესობისკენ შეიცვალა.

ბრძენი შეცბუნდა:

— კი, მაგრამ მე ხომ ყველაფერი უკუღმა გასწავლე, რადგან წყალი გატეხილი ფიალით გამომიტანე, თანაც შიგ ჩალის ღერო იდო, რომლითაც ძლივს დავლიე წყალი.

ახალგაზრდამ გაიღიმა:

— მე წყალი იმ ჭურჭლით გამოგიტანეთ, რაც გამაჩნდა. ჩალის ღერო კი იმიტომ ჩავდე, რომ წყალი ძალიან ცივი იყო და ნელ-ნელა დაგელიათ, რათა ყელი არ გაგციებოდათ».

ასე რომ, თქვენგან გაცემულ სიკეთეს, თუნდაც ის სხვა ადამიანებმა ვერ დაინახონ და დააფასონ, აუცილებლად დააფასებს კოსმოსი და სანაცვლოდ იგივეს მოგაგებთ.

წყარო: რამაზ გიგაურის ბლოგი zodiaqo.blogspot.com

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(310)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს აზარტულ თამაშს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც რისკავს, იციან თუ რა არის ცხოვრება! — ოშო

,,სიმამაცე ყოველგვარი შიშის მიუხედავად შეუცნობელის გამოწვევების მიღებაა. შიში არსებობს, მაგრამ თუკი თქვენ გამოწვევების მიღებას გააგრძელებთ, იგი ნელ-ნელა ქრება. ის სიხარული,


დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოს და უმნიშვნელო ადამიანები?

დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს? დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება


როკფელერი, 500 000 $ და ფულზე მეტი

მეწარმე ჩაფლული იყო ვალებში და გამოსავალს ვერ ხედავდა. კრედიტორები, აწუხებდნენ გამუდმებით. მიმწოდებლები, თხოულობდნენ ანაგრიშსწორებას. ის იჯდა პარკში თავზე ხელებშემოწყობილი, ფიქრობდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<