ფაქტები მაიას ტომების შესახებ… | Jolo.ge


ფაქტები მაიას ტომების შესახებ…

ფაქტები მაიას ტომების შესახებ…

ვინ არიან მაიას ტომები, რომელთა გამო სულ რამდენიმე წლის წინ ადამიანებმა დედამიწის აღსასრული გამოიტირეს? 2012 წლის 21 დეკემბერს სრულიად მსოფლიო ქვეყნის აღსასრულს სწორედ ამ ტომების წინასწარმეტყველების საფუძველზე ელოდა, მაგრამ ამ დღემაც ისევე ჩაიარა, როგორც მრავალმა მანამდე და მის შემდეგ, თუმცა მაია თავისთავად საკმაოდ საინტერესო ცივილიზაციაა.

 

ეს ტომი მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში საკმაოდ მძლავრ ცივილიზაციას ქმნიდა. მათი აღზევების პერიოდში 14 მილიონამდე მაიას ტომელი არსებობდა. ჯერ კიდევ 250-900 წლებში ისინი 22 სართულიან პირამიდებს აშენებდნენ. ასეთი ნაგებობები მათ 40 ქალაქშია აღმოჩენილი.

 

მაიას ტომს სჯეროდა დროისა და ციფრების. მათ მათემატიკის საოცარი ცოდნა ჰქონდათ და მათვე გამოიგონეს 0, რომლის გარეშეც მათემატიკა წარმოუდგენელია. 2600 წლის წინ მათ შექმნეს კალენდარი, რომელიც საოცრად ზუსტი იყო და ემთხვეოდა დღევანდელს. ეს ტომი დღეებს ყოფდა კარგ, ცუდ და საშუალო დღეებად. ყველანაირ საქმიანობას კარგ დღეებში ეწეოდნენ, ცუდ დღეებში კი საქმის გაკეთება აკრძალული იყო.

 

მაიას ხალხს ასტროლოგიისაც სჯეროდა, მათ ჰყავდათ ქურუმები, რომლებიც ასტროლოგიაში ძალიან კარგად ერკვეოდნენ. ასეთ ადამიანებს „ის, ვინც იცის“ ეძახდნენ. ქურუმები იმდენად დაფასებული იყვნენ მათ ხალხი ქუჩაში ბეჭებზე შემოსმულს ატარებდა. სწორედ ქურუმები წყვეტდნენ (უფრო ზუსტად, წინასწარმეტყველებდნენ) ვინ უნდა გამოსულიყო ბავშვი და მშობლებიც სწორედ ამის მიხედვით აღზრდიდნენ მას ფერმერად, პოეტად, მოცეკვავედ და ა.შ.

 

მაიას ტომების დამწერლობა ამერიკის კონტინენტზე პირველი იყო. ისინი ახდენდნენ ცაზე დაკვირვებას და წერდნენ წიგნებს თავიანთ წინასწარმეტყველებაზე. ამ წიგნებიდან დღესდღეობით ძალიან ცოტაა შემორჩენილი.

 

მაიას ტომებს ბევრი ღმერთი სწამდათ, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიმინდის ღმერთი იყო. სიმინდი მათთვის პრაქტიკულად ერთადერთი საკვები იყო, ამიტომ მათ სწამდათ, რომ კაცობრიობა სიმინდის ღმერთმა შექმნა. როდესაც ბავშვი იბადებოდა ისინი თავს ორ ხის ფიცარს შორის ჩაადებინებდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა თავის ფორმა ბრტყელი ყოფილიყო, რაც მაღალი კლასის ნიშანი იყო. გარდა ამისა, ისინი ელამ თვალებს სილამაზედ აღიქვამდნენ და ბავშვებს სპეციალურ სათამაშოებს უკიდებდნენ ლოგინთან თვალების დასაელმებლად.

 

დაახლოებით 900 წელს მაიას ტომი გაუჩინარდა, არავინ იცის რა გახდა ამის მიზეზი. დღესდღეობით მათი შთამომავლები მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში ისევ არსებობენ, თუმცა ცივილიზაცია სამუდამოდ განადგურდა.

ნანახია:(397)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია…

ხანდახან რუტინაში ჩაბმულებს, გვგონია, რომ დრო არ გვყოფნის ცხოვრებისთვის… სიხარულისთვის… სიყვარულისთვის… გაოცებისთვის… აღფრთოვანებისთვის… სულ უფრო და უფრო ცოტა დროს ვუთმობთ


როგორ გახდეთ პოზიტიური? ეს კეთდება აი, ასე

…რა საინტერესოა, რას ეძახიან ადამიანები პოზიტიურობას? თქვენ ხართ პოზიტიური ადამიანი? ჯერ გაეცით ამ კითხვას პასუხი და შემდეგ გააგრძელეთ კითხვა. გასაოცარი


„რძალ-დედამთილიანი“

ერთ ქალს საშინელი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან. ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. ერთხელ რძალი ერთ ჯადოქართან მივიდა და საწამლავი სთხოვა:  – ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, არ შემიძლია მეტი. დამეხმარეთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*