«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი | Jolo.ge


«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი

«ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე»_ ნიკოლოზ რაჭველი

«რა არის არა ფეისბუქი?! თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით… უფრო უცნაური თვისებები აქვს ჩვენთვის, ვისი ბავშვობაც საბჭოთა პერიოდში მიმდინარეობდა… ალბათ ჩვენზე უფროსი თაობისთვის კიდევ უფრო საკვირველია… აბა ვინ რას წარმოიდგენდა უცებ ემოცია რომ მოაწვებოდა ან საქმიანი სათქმელი ექნებოდა სახლიდან გაუსვლელად, ან საწოლიდან აუდგომლად თუ სააბაზანო ოთახიდან 1 წუთში გააცნობდა 10, 100, 1000, 10.000, 100.000 ან მილიონობით ადამიანს თითქმის მთელს პლანეტაზე… რომ ყველას ჩვენი ინდივიდუალური სამაუწყებლო კომპანია გვექნებოდა და ჩვენს მაყურებლებს, მკითხველებს თუ მსმენელებს რასაც გვინდა იმას და როდესაც გვინდა მაშინ შევთავაზებდით? ან იმას ვინ წარმოიდგენდა, რომ ყველას შეეძლებოდა ასე ღიად და საჯაროდ გაეკეთებინა კომენტარი ნებისმიერ სტატუსზე ისე, რომ მასაც ყველა დაინტერესებული ადამიანი წაიკითხავდა…

დანამატებზე და პროგრესზე აღარაფერს ვამბობ, მესინჯერი, სატელეფონო საუბრები, ხმოვანი შეტყობინებები, ვიდეო-ზარები… და ეს ყველაფერი მხოლოდ ინტერნეტის საფასურის სანაცვლოდ… ბიზნესისთვის სარეკლამო საშუალება, ჩვენთვისაც მუსიკოსებისთვის. რამდენიმე კონცერტზე ბილეთები ფეისბუქის სტატუსის წყალობით გაიყიდა, ოღონდ ფილარმონია რომ ივსება იმ რაოდენობაზე მაქვს საუბარი…

გაცილებით იოლია დღეს მშობლისთვის შვილთან სიშორე, ვიდრე მაშინ როცა მე ვსწავლობდი ვენის სამუსიკო უნივერსიტეტში. მე და დედას დათქმული გვქონდა კვირაში 2 დღე და ზუსტი საათი, როცა ერთმანეთთან უნდა დაგვერეკა, კვირაში ერთხელ მე ვრეკავდი, მეორედ კი თვითონ. მეტი ზარის განხორციელების მატერიალური საშუალება არ გვქონდა, ამ ზარების საფასურსაც ძლივს ვერეოდით. საუბრისას ერთმანეთისთვის რომ გვეცქირა აზრადაც არ მოგვსვლია…

ასე რომ მე იმ ადამიანთა რიცხვში ვარ, ვინც ინტერნეტ-ინდუსტრიის და მისი საშუალებით კომუნიკაციის განვითარებას მაგრად იწონებს. ველი ყოველ სიახლეს, ხარისხის გაუმჯობესებას, ესთეტიკის კიდევ უფრო მეტად დახვეწას. თუმცა ვერ გავექცევი ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან გარემოებას: თვით-მაუწყებლობამ ან ყვითელი ისტორიების მკითხველობამ ნარკოტიკული დამოკიდებულების გაჩენა იცის, ამიტომ ყველამ უნდა გავაკონტროლოთ დრო! დრო რომელიც ინტერნეტის უსარგებლო გამოყენებით უჩუმრად გადის, რაც ერთ მშვენიერ დღეს ყოველი ჩვენგანისათვის შეიძლება გამოსუწორებელ დანაკლისად იქცეს!

არ ვიცი დღეს და ახლა რატომ მოვინდომე აზრის საჯაროდ გამოთქმა, ეტყობა მეც დამეუფლა ფეისბუქზე მიჯაჭვულობის და ყურადღების მიქცევის ერთგვარი სისუსტე :)»

ნიკოლოზ რაჭველი

FACEBOOK POST

ნანახია:(35)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნიკოლოზ რაჭველი

Related Articles

თამარ ივერი: „Finally!!!!!!!! ჩვენ ეს შევძელით“ — ოპერაში გამარჯვებას ზეიმობენ

თბილისის ოპერის გახმაურებული დაპირისპირება დავით კინწურაშვილის კრახით დასრულდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაკავებული „თანამდებობიდან“ გადააყენა. „გ ი


ჯიმ რონი: როგორ იწყება ცვლილების პროცესი

როგორც წესი, ცვლილება ორ შემთხვევაში იწყება. პირველი მიზეზი, შესაძლოა, სასოწარკვეთა გახდეს. ზოგჯერ, გარემო ფაქტორები შეიძლება იმდენად უკონტროლო გახდეს, რომ პასუხების


გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!»

გაიცანით – ეკოლოგიური მოძრაობა «ჰაერი მაინც!» (ეს ფრაზა გაგა ნახუცრიშვილის ლექსიდანაა. ბევრი ამბობს, რა დროს ესაა, ჯერ ეკონომიკა ავაყვავოთო, ჩვენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<