„ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს“…

by admin | Январь 26, 2017 22:48

«გზაზე მიდიოდა ეშმაკი და სურდა ვინმეს სული მიესაკუთრებინა. ჩვეულებრივ, ეშმაკები გულგატეხილ და იმედგაცრუებულ ადამიანებს ართმევენ სულს. დაინახა მან ერთი გოგონა, რომელიც იდგა და იღმოდა. ეშმაკი მივიდა მასთან და ჰკითხა:

— რატომ იღიმი?

— იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ! მყავს შეყვარებული, რომელიც სულ მალე მოვა — უპასუხა გოგონამ.
ეშმკმა ხელი აიქნია და შეყვარებულები ერთმანეთს დააშორა. გოგონა კი ისევ იღიმოდა.

ეშმაკს გაუკვირდა:

— რატომ იღიმი? მე თქვენ დაგაშორეთ!

გოგონამ უპასუხა: — შენ დაგვაშორე, მაგრამ შენ არ წაგიღია ბედნიერი მოგონებები, რომლებისთვისაც მე მისი მადლიერი ვარ!
ეშმაკმა კიდევ აიქნია ხელი და წაართვა გოგონას მეხსიერება. ხოლო გოგონა ისევ იღიმოდა.

ეშმაკმა უთხრა:

— მე შენ მეხსიერება წაგართვი! შენ არ იცი ვინა ხარ, არ გახსოვს შენთვის საყვარელი ადამიანები! რატომ არის ისევ ღიმილი შენს სახეზე?!

გოგონამ უპასუხა:

— მე აღარ მახსოვს ვინ ვარ. მე არ მახსოვს ჩემი ახლობლები. მაგრამ, მე შემიძლია ისინი ახლიდან შევიძინო, ახლიდან შევიგრძნო სიყვარული! ეს მშვენიერია!

ეშმაკი გაბრაზდა:

— ა, ესე იგი საქმე გრძნობებშია! გრძნობები! და მან წაართვა გოგონას გრძნობის უნარი და მისი გული ცივი და გულგრილი გახადა. ის კი, ისევ იღიმოდა.

— ეხლა რაღაა? — წამოიყვირა ეშმაკმა.

— მე ვეღარაფერს ვგრძნობ… და იმოტომ ვიღიმი, რომ ამიერიდან, ჩემთვის ტკივილის მოყენებას ვეღარავინ შეძლებს! — თქვა მან.
ეშმაკმა შეხედა მას, კიდევ ერთხელ აიქნია ხელი და გვერდზე გადგა. ხოლო გოგონასთან შეყარებული მივიდა და მხრებზე მოეხვია.

— მადლობა ძვირფასო, თორემ თითქოს ცივმა ნიავმა დაუბერა საიდანღაც, შენ ვერ იგრძენი? — ჩაიჩურჩულა მან.

— მე ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ შენი ღიმილი ნებისმიერ ყინულს გაადნობს! — უპასუხა ახალგაზრდ კაცმა.

გოგონამ ისევ გაიღიმა, მათ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და ხეივანს გაუყვნენ.

ოპტიმისტი — გაიფიქრა ეშმაკმა.

კარგი, ამ ქვეყანაზე უამრავი სასოწარკვეთილი, იმედგაცრუებული და გულგატეხილი ადამიანია და სხვა მსხვერპლის მოსაძებნად წავიდა.»

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად

ნანახია:(5005)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/eshmakebi-gulgatexil-da-imedgacruebul/