ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ… ჩვენ ყველა არ ვართ! | Jolo.ge


ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ… ჩვენ ყველა არ ვართ!

ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ… ჩვენ ყველა არ ვართ!

არავის და არაფრის ფასად არ ღირს საკუთარი თავის დაკარგვა. ეს არ არის თავგანწირვა და არც არაფრის კარგის საფასური. ეს  საკუთარ თავთან ღალატია, რომელიც  ძალიან ძვირად დაგვიჯდება, ადრე თუ გვიან ყველაფრის დაკარვის ფასად. დაწყებული საკუთარი ღირებულებების დაკარგვით დამთავრებული საყვარელი ადმიანების დაკარგვამდე.

ცხოვრებაში ზოგჯერ ხდება როცა ჩვენ ვხვდებით ისეთ გარემოში სადაც ყველაფერი გვაიძულებს მოვერგოთ არსებულ გარემოს, მოკლედ რომ ვთქვა, ვიყოთ ისეთები  როგორებიც არიან ‘’ისინი’’… აი, მუდამ ეგოისტური ტონით, სასაცილო ქედმაღლობა — ვითომ თავდაჯერებულ მოქმედებებად რომ მოსჩანს… სარკასტული ღიმილი — ვითომ პოზიტიურებას რომ გულისხმობს… ვითომ უშუალობა, თითქოს მარტივია მათთან საუბარი და დამეგობრება-ახლოს მივალთ და საკუთარი ‘’მაგარი ტიპობის’’ ხაზგასმა და ‘’შენზე აღმატებულობის’’ გავლენაა და მეტი არაფერი…საკუთარი კეთილდღეობისთვის ნებისმიერი ადამიანის  გამოყენება-მიზანი ამართლებს საშულებას პრინციპით…ტყუილებით გავსებული თითოეული მათი სიტყვა, მოქმედება, დაპირება, მოლოდინი, შექება…სიპმათია…..და ამ დროს  რა თქმა უნდა რელობა სრულიად განსხვავებულია…

დახასიათების გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება თუმცა, მთავრი ისაა, რომ რაც არ უნდა იყოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის მიზეზი, სამსახურებრივი, პარტნიორული, ოჯახური ან სხვა…ეს ძალიან რთული და ნეგატიური შედეგების მომტანია თითოეული ჩვენგანისთვის. არ მესმის, რატომ უნდა დავრჩეთ ისეთებთან ვინც გვატყუებს, გვიყენებს და გვაგრძნობინებს რომ ჩვენ საკმარისად კარგი არ ვართ მათთან შედარებით? რატომ უნდა ვაიძულოთ თავი დავრჩერთ მათთან ვინც  გვკარნახობს ‘’როგორი უნდა ვიყოთ’’ და შესაბამისად  გვიწესებს ‘’მაღალ სტანდარტებს’’ რომ მათი განვითარების ‘’დონემდე’’ მივაღწიოთ?  ცხოვრება არც ისე ხანრგძლივია, რომ მათთან ერთად ყოფნით 1 წუთიც რომ დავკარგოთ, არდა ზოგიერთი ჩვენგანი მთელ ცხოვრებას და ენერგიას ახარჯებს მათ….

ეს არ არის ფაქტი, რომელსაც ვერ შევცლით, ეს არის გამოწვევა რომელიც გვაძლევს შანსს მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება და ვუთხრათ ამ მდგომარეობას არა! მოვიკრიბოთ გამბედაობა და სასწარაფოდ გავეცალოთ მათ, დავუმტკიცოდ საკუთარ თავს რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ! რომ ისინი ცდებიან და მიუხედავად იმ დიდი გავლენისა რაც მათ შეიძლება ჰქონდეთ დღეს, არ ნიშნავს რომ ჩვენ  არ შეგვიძლია ავირჩიოთ საკუთარი გზა! უბრალოდ მივიღოთ გადაწყეტილება, რომ ჩვენ არასოდეს ვიქნებით ისთი ადამიანების გვერდით, რომლების ღირებულება- ტყუილი, მეგობრების არაკეთილსინდისიერი გამოყენება და ღალატია! რაც არ უნდა თავს მოხვეული რწმუნებულებები გამოგვყვეს მათგან გვახსოვდეს, ჩვენ ძლიერი ვართ, ჩვენ უკვე საკმარისად კარგი და ჭკვიანი ვართ, რომ მათ მიერ შექმნილ პროექციებში არ ჩავრჩეთ სამუდამოდ.

რა თქმა უნდა, იქნება მომენტები, როცა ჩვენ წამოსვლას ისინი  გუნდის ღალატად შერაცხავენ, მაგრამ ეს ისევ  მათი არასწორი პოზიციაა, რეალობა ისაა, რომ ჩვენ ტყუილს, ღალატს, ბოროტებას და მეგობრების გაყიდვაზე-ვამბობთ უარს ერთხელ და სამუდამოდ და ეს საამაყოა. ეს დიდი სიმამაცეა, ეს დიდი გამბედაობაა რომელიც ყველაზე ძვირფასს საკუთარ ‘’მე’’-სთან გვაბრუნებს,  საკუთარ ღირსებასთან, რეალურ ღირებულებთან, ვუბრუნდებით საკუთარ თავს და ვაცნობიერებთ რომ იყო ის ვინც რეალურად ხარ ყველაზე დიდი ბედნიერება და თავისუფლებაა დღევანდელ ცხოვრებაში.

ამას დიდი გამბედაობა და სიმამაცე სჭირდება და ეს ყველას არ შეუძლია მაგრამ…. ჩვენ ყველა არ ვართ! ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მოვიკრიბოთ ძალები და მივიღოთ  მტკიცე გადაწყეტილება, შევცლოთ ჩვენი მოქმედებები და ამით შევცვალოთ ჩვენი რეალობა.

გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(407)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამი ბლოკნოტის პრინციპი – მეორე დღე

თამარ საგინაშვილი: სამი ბლოკნოტის პრინციპით ჩვენ ვაანალიზებთ და ვალაგებთ ძველ წელს. მარცხი უნდა ვაქციოთ გაკვეთილად, რესურსად, რაც შეიძლება მეტი სარგებელი


როგორ არ უნდა მოექცეს ხელმძღვანელი თანამშრომლებს

დღევანდელ სტატიაში მინდა გიამბოთ ერთი საიტერესო ამბავის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩემს მეგობარს თავის სამსახურში გადახდა თავს. სათქმელად შედარებით


მხოლოდ ასე შეიძლება აბსოლუტური სიმტკიცის მიღწევა…

ადამიანები ასე ცდილობენ სევდას გაექცნენ: მიდიან სოფლებში, სანაპიროებსა და მაღალ მთებში.. თუმცა სისულელეა, შეიძლება ნებისმიერ დროს გაექცეთ სევდას, მაგრამ არა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*