„ეს წამები ყველას დაამახსოვრდება“ — ბავშვი, სტამბულის აეროპორტში … | Jolo.ge


„ეს წამები ყველას დაამახსოვრდება“ — ბავშვი, სტამბულის აეროპორტში …

„ეს წამები ყველას დაამახსოვრდება“ — ბავშვი, სტამბულის აეროპორტში …

უთენია. სტამბულის აეროპორტი, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ბაბილონის გოდოლია. ყველა ჯური და სჯული ირევა. თუმცა ერთი რამ აერთიანებთ — უძილობა და უხასიათობა.

ზოგი ჩამოფრინდა, ზოგი მიფრინავს, ზოგი აცილებს, ზოგი ტუალეტიდან გამოდის ხელსაბანში ხელფეხდაბანილი. ყველას თვალები ჩაწითლებულია, ტვინი კი გათიშული. ამიტომ ლუნატიკებივით დადიან, უხმოდ. მხოლოდ საპასპორტო კონტროლთან ჩერდებიან, სადაც ბევრი ხალხია. დიდ დაკლაკნილგველიან რიგში დგანან. კუს ნაბიჯებით წინ მილასლასებენ.

უცბად ამ ჩუმი ჯგროს შუიდან ისმის მჭექარე ხმა და ბახ! მომენტალურად ხალხი ფრთხება. ჩოჩქოლი ტყდება. გაურკვეველი შფოთი ჩნდება. ფორიაქში ზოგს ამ აეროპორტში მომხდარი ტერაქტები ახსენდება, ლამის ყოველწლიური ცერემონია რომ გახადეს ისლამისტმა კამიკაძეებმა — ურჯულოთა მოკვლით სამოთხეში 72 ქალწული ელოდებათ ვითომ. ზოგს დრო არ ყოფნის აზრზე მოსასვლელად. ზოგი ინსტიქტურად დაბლა წევს თავს საფრთხის ასაცილებლად. ზოგს ჰიპერტონია უაქტიურდება და ამიტომ მოჭუტული თვალები უფართოვდება.

ამ დროს ანუ 1-2 წამში პატარა ბავშვი გარბის და პირველ გაურკვეველ ხმამაღალ ყვირილს ახლა უკვე გარკვეულად ამატებს — ალაჰუ აკბარ! თან ხელში პატარა პისოლეტი უჭირავს, ატკაცუნებს და ხმაურიანად სიცილით მირბის. უკან ჰიჯაბიანი ქალი მისდევს და მალე დაიჭერს.

ზოგი შეიგინებს, ზოგი ალბათ გონებაში ლოცულობს კიდეც სხვადასხვა ღმერთს, ზოგს შეიძლება ცივი ოფლი ასხამს ან კანკალი უტყდება. მაგრამ ყველა ამოისუნთქებს და ყველას გულზე მოეშვება. ეს წამები ყველას დაამახსოვრდება. შიში ოხერია, დიდი თვალები აქვს.

მამუკა კუდავა

წყარო: facebook.com

ნანახია:(118)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი“

გილოცავთ მცხეთობას! ჭეშმარიტად, დროის დარაჯია სვეტიცხოველი, ქართველი ხალხის დროის დარაჯი. მისი ყურება რაღაცით ვარსკვლავების ცქერას ჰგავს: როგორც ცაში აწმყოს კიარა,


პროდუქტები, რომლებიც 5 წლამდე ბავშვს არ უნდა აჭამოთ

როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, მშობლები ცდილობენ, მის რაციონში მხოლოდ დიეტური პროდუქტი იყოს. სუპები და ფაფები, ხორცი, რძის ნაწარმი – ყველა


გაყიდვების გენიოსად მონათლული მილიონერი, ნიკოლაი ლატანსკი ისევ თბილისშია

რამდენიმე დღეში საქართველოს უკრაინელი მილიონერი ნიკოლაი ლატანსკი ისევ ეწვევა. ორიგინალური ტრეინინგებით განთქმულ ლატანსკის, თბილისში ამჯერად გაყიდვების ტრეინინგი ჩამოაქვს. მსმენელს თბილისელი


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort