„ეს უნდა დამეწერა!“ — 14 წლის ბიჭის ვაჟკაცობა | Jolo.ge


„ეს უნდა დამეწერა!“ — 14 წლის ბიჭის ვაჟკაცობა

„ეს უნდა დამეწერა!“ — 14 წლის ბიჭის ვაჟკაცობა

ეს უნდა დამეწერა! 

აფთიაქში რიგში დგას დაახლოებით 14 წლის ბიჭი, წინ მოხუცი პაპა რომელმაც წამალი უკან დააბრუნა რადგან ფული არ ყოფნიდა და ამ დროს რა ხდება იცით? 

ფარმაცევტიდან დაწყებული, ამ პატარა ვაჟკაცით დამთავრებული ყველამ ჭიდაობა დავიწყეთ რომ გადაგვეხადა წამლის ფული, სულ 27 ლარამდე იყო….

ეს პატარა კაცი ყველაზე მეტად აქტიურობდა და პაპას ეუბნებოდა ბაბუამ მაჩუქა ფული და სიკეთის გაკეთების უფლება მომეციო, ვიდექი ბედნიერებისგან გაღიმებული, ეს პაპა როდესღაც დამსახურებული პედაგოგი იყო, იყო კი არა არის, პირადად ჩემთვის სკოლის პედაგოგი მშობლისგან არაფრით არ განსხვავდება რადგან ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ ამ შენობაში გადის!

სამწუხაროა რომ ამ პატარა კაცმა არ გადამაღებინა სურათი და მითხრა, რომ მეც დავბერდებიო და რა ვიცი როგორი სიბერე მექნებაო….

აი ეს ბავშვი, ასეთი მაგარი კაცი რომაა მისი მშობლების დამსახურებაა, ალბად ის არც მშობლბს არ ეტყვის არაფერს მაგრამ ის უკვე შემდგარი კაცია, ამიტომ ვამბობ კაცად იბადებიან ვერ გახდებიან!
ასევე ჟიპისის აფთიაქის ფარმაცევტი ძალიან მაგარი ადამიანია, რომელმაც მითხრა რომ მე არ მიჭირსო სტაჟის გამო ვმუშაობ და ხშირად ხელფასს აქ ვტოვებ იმდენი გაჭირვებული პენსიონერი შემოდისო….

ამდენს იცით რატომ ვწერ?
აი ესაა საქართველო!
აი ამას ვერ წაშლიან რაც არ უნდა გრანტები აბნიონ!
აი ასეთი საქართველო მიყვარს!
პაპა სახლამდე მივაცილეთ, სახლში ინვალიდი მეუღლე უცდიდა…
პაპას ცრემლიანი თვალები არასოდეს არ დამავიწყდება და მისი ლოცვა ჩვენთვის დღეს ვისაც მასთან შეხება გვქონდა ყველაფერს გვერჩივნა…❤️
ეს ჩვენი საქართველოა!
ძალიან ნიჭიერი, კეთილი და მოსიყვარულე თაობა გვეზრდება და ცუდი ფაქტების გამო ყველას ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ!
უბრალოდ ყველას თავისებური მიდგომა უნდა, თორემ ბოროტი ბავშვი არ არსებობს, ბოროტად საზოგდოება აყალიბებს ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა!

ინგა ბერიკაშვილი

ნანახია:(67)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იაპონიისა და მთელი მსოფლიოს ქართული სენსაცია

დღეს მსოფლიო იმ ქართველ მებრძოლზე საუბრობს, რომელმაც იაპონიაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამაყები და ბედნიერები არიან ქართველები. „საქართველოდან იაპონიაში ჩახვიდე და


„მინდა დავეხმარო ქართველებს“ — თურქი სტუდენტის თანადგომა

„ერთმა თურქმა სტუდენტმა ასე გამოხატა თავისი თანადგომა ქართველების მიმართ“, — წერს ჟურნალისტი ნინია ახვლედიანი სოციალურ ქსელში.      ნინია ახვლედიანი:


ნუ იკონტაქტებთ ადამიანებთან, რომელთაც თქვენდამი ცუდი დამოკიდებულება აქვთ

ისწავლეთ უარის თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებენ. მხოლოდ ხათრის და რაღაც მენტალური ვალდებულებების გამო ნუ გექნებათ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*