„ეს უკვე მაღალი თვითშეფასებისა და ინტელექტის მაჩვენებელია“ | Jolo.ge


„ეს უკვე მაღალი თვითშეფასებისა და ინტელექტის მაჩვენებელია“

„ეს უკვე მაღალი თვითშეფასებისა და ინტელექტის მაჩვენებელია“

იმისათვის, რომ დაზოგვა ვისწავლოთ და რაც მთავარია, შევძლოთ თვითსაბოტაჟის გარეშე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ «რისთვის?»

აქ ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს ძველი ინდიელების რიტუალი «ნაჰუა?»

ანუ — რისთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ? [სიღრმისეული საზრისი — გულის ემოცია, რომელიც თავის მართლებაზე, სიზარმაცეზე და გულგრილობაზე ბევრად ძლიერია].

ამ პატარა პოსტში მე შევეცდები დაგეხმაროთ «ნაჰუა»-ს გაღრმავებაში.

მოვიყვან შემდეგ ანალოგს.

თითოეული ოჯახი — პატარა სახელმწიფოა:

• თავისი მოქალაქეებით, რომლებიც უნდა გამოკვებო, ჩააცვა, გაართო, გაანათლო და დაიცვა საფრთხეებისგან.
• თავისი ბიუჯეტითა და შემოსავალ-გასავლის სტატიებით.
• თავისი ამბიციებითა და დაკავებული ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული გეგმებით.
• და ა.შ.

ხომ ვერ მეტყვით — რა არის ძლიერი და გონიერი სახელმწიფოს მეთაურის საკვანძო ამოცანა?

სახელმწიფოს მეთაურს ზუსტად უნდა ჰქონდეს დათვლილი რესურსები, შესაძლებლობები და ძალები, თორემ სახელმწიფო დაეშლება.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამისთვის შესაბამისი ენერგიაა საჭირო, თანაც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ, მენტალურ, ემოციონალურ და სულიერ დონეზე.

თუ ადამიანს ცოდნა არ აქვს [ფინანსური ინტელექტი], რაც არ უნდა დიდი ფიზიკური ენერგიის პატრონი იყოს, ის ვერ შეძლებს სახელმწიფოს ეფექტურად მართვას, ძალაუფლება გამოეცლება და სახელმწიფოც დაეშლება.

დანაზოგის ფესვებს თუ განვიხილავთ, ეს, ასევე, ნიშნავს: «პირველ რიგში გადაუხადო საკუთარ თავს!»

ეს უკვე მაღალი თვითშეფასებისა და ინტელექტის მაჩვენებელია. მაგრამ ყველაფერი მაინც «შავი სამუშაოს» გაწევით — ჩვევის გამომუშავებით იწყება.

სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მისაღწევად, თითოეული ოჯახი ვალდებულია გაერკვეს:

• გააგრძელებს არსებული შემოსავლით ცხოვრებას;
• თუ გამოააშკარავებს ბაზრის მოთხოვნილებებს და გაზრდის შემოსავლებს.

მე ორივე ვარიანტის შერწყმის მომხრე ვარ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე თითოეულს თავის სერიოზული მინუსები გააჩნია.

როდესაც ადამიანები რთულ ფინანსურ ორმოში ვარდებიან, პირველი, რაც მოსდით თავში — ეს არის «ქამრების შემოჭერა», ანუ — როგორ მოვიკლო ყველაფერი და „გავჭიმო“ იმ ფულის ხარჯვა, რომელიც მაქვს, ან „გავჭიმო“ დრო ხელფასამდე და ასე გადავიტანო ფინანსური კრიზისის ყველაზე ბასრი პერიოდი.

მე გირჩევთ ეკონომია მოხდინოთ ხარჯის სამ სტატიაზე:

• ოჯახური ხარჯების ყველაზე მასშტაბური ნაწილი [მაგალითად, კვება];
• ოჯახური ხარჯების მუდმივი ნაწილი [მაგალითად, მგზავრობა].
• იმპულსური ხარჯები [საერთოდ შეზღუდეთ].

ეს მნიშვნელოვანია!

წვრილმანებზე დაზოგვას აზრი არ აქვს — ეს მხოლოდ თქვენი თვითშეფასების დადაბლებამდე მიგიყვანთ.

ასევე იფიქრეთ შემოსავლების ზრდაზე… ესეც ძალიან მნიშვნელოვანია! მაგრამ ამაზე, მოდი, კურსში გავაგრძელოთ საუბარი, რომლის პირველ ნაწილსაც მიიღებთ ხვალ.

ახლა კი დავალება:

1. განსაზღვრეთ, «ნაჰუა» გინდათ ამ ჩვევის გამომუშავება?
2. განსაზღვრეთ, თქვენი ოჯახის ყველაზე მასშტაბური ხარჯები.
3. განსაზღვრეთ, თქვენი ოჯახის მუდმივი ხარჯები.
4. დაფიქრდით — როგორ შეგიძლიათ ამ ხარჯების ოპტიმიზება.
5. კომენტარებში დაწერეთ, გაქვთ თუ არა სურვილი, მიიღოთ ფინანსური ოპტიმიზაციის ეფექტური ალგორითმი?

თქვენი პროფესიონალიზმისა და შემოსავლების ზრდისათვის: GT

გიორგი თვალაძე

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(774)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„დაიჯერეთ ეს“ — რამაზ გიგაური

ნურასდროს დააბრალებთ თქვენს შეცდომებს თქვენს მშობლებს. საერთოდ დაანებეთ მათ თავი და მხოლოდ მადლიერებისთვის და სიყვარულისთვის შეაწუხეთ, როდესაც მადლობა უნდა გადაუხადოთ,


ერთ დღეში ნაშოვნი მილიონი დოლარი . . .

შესაძლებელია თუ არა, რომ 1 დღეში მილიონი დოლარი ვიშოვოთ? შესაძლებელია! — ამბობს ნაპოლეონ ჰილი წიგნში „იფიქრე და გამდიდრდი“ და შემდეგ ისტორიას


„მე ვიცი, შენ ყველაფერს შეძლებ!“

UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი მსუბუქ წონაში, კონორ მაკგრეგორი საკუთარი სიყვარულის ისტორიას ასე იხსენებს: „8 წელია ერთად ვართ. ურთიერთობის დასაწყისში დუბლინიდან 30


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<