ეს სიტყვა არ არის სიტყვისთვის, ეს გრძნობაა რასაც განვიცდი… | Jolo.ge


ეს სიტყვა არ არის სიტყვისთვის, ეს გრძნობაა რასაც განვიცდი…

ეს სიტყვა არ არის სიტყვისთვის, ეს გრძნობაა რასაც განვიცდი…

ენგურს იქით ბებიას და ბაბუას სასაფლაოა…
ერთხელ ვიყავი იმ ტკივილიან დღეს , გავიარე ენგურის ხიდი, გულში აღმრზდელი ბებიის ტკივილით სავსე, კარებში რომ არ შემომეგებოდა პირველად და «სი ქოგორლუაფუდას» უკვე აღარ მეტყოდა, როგორი სირცხვილიც არ უნდა იყოს მივდიოდი და კიდევ სხვა რამეზე ვფიქრობდი, ეს იყო ენგური… ვათვალიერებდი, თურმე როგორ მენატრებოდა… ჰაერი იქ რომ დაქრის ყველაზე დიდ თავისუფლებას მგვრიდა მიუხედავად იმისა რომ იქ ვიღაც ოკუპანტ «კაცებს» მილიონჯერ უნდა აეხედ დაეხედათ ჩემთვის და მერე გადაეწყვიტათ გამიშვებდნენ თუ არა მშობლიურ სახლში… იარაღ ასხმული ოკუპანტების წინ ვიდექი, ერთი შავი თხელი კაბით და მე უფრო დიდ თავისუფლებას ვგრძნობდი ვიდრე ისინი კბილებამდე შეირაღებულნი… და იცით რატომ? იმიტომ რომ მე ჩემს მიწაზე ვიდექი,ისინი მოპარულზე!!!

მის მერე არასდროს ჩავსულვარ…ახლა დამირეკეს ბიძაშვილებმა ბებიას და ბაბუას სასაფლაოზე ვართო….გამიხარდა რომ თითქოს რაღაც წამით მეც ვიყავი ჩემს აფხაზეთში,სატელეფონი ხაზით მაინც,იქიდან რომ გამოდიოდა….

მერე გული ამომიჯდა

გავბრაზდი,საკუთარ თავზე, ყველაზე და ყველაფერზე რის გამოც მე იქ არ ვარ !!!
ჩემი ყოველი წლის ნატვრა,სურვილი მხოლოდ ერთია, იქნება ეს ახალი წელი,დაბადების დღე თუ აღდგომა, უფალი დაგვეხმაროს რომ ქართველი დაუბრუნდეს მის დანარჩენ საქართველოს აფხაზეთსა და ოსეთს!
ახლა ვლოცულობ და ვნატრობ
თუმცა საჭირო რომ გახდეს კაცივით დავდგები მეც და დავყრი კაბებს,პომადებს და მეც ჩავიცვამ ჯარისკაცის ფორმას,უშიშრად… ეს სიტყვა არ არის სიტყვისთვის,ეს გრძნობაა რასაც განვიცდი…

მე აფხაზეთი მენატრება
ყველა ადგილი სადაც ჩემი დაბადების ადგილი, ბავშვური ხმამაღალი კისკისი და სიყვარულია შენახული….

თამარ ბოკერია

ნანახია:(50)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მანდალა — “წმინდა ხელოვნება”

მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი


მიუხედავად ყველაფრისა აკეთეთ სიკეთე (იგავი)

ერთი, ინდოელი ღარიბი ქალი ყოველ დილით აცხობდა ორ პურს – ერთს ოჯახის წევრებისთვის, მეორეს დამატებით, შემთხვევითი გამვლელისთვის. მეორე პურს, ქალი


ქართველი პოეტის, გიორგი ბუნდოვანის პროტესტი

პოეტის პროტესტი საკუთარ პოეტურ საღამოს მოჰყვა. როგორც საპროტესტო განცხადებიდან ირკვევა გიორგი ბუნდოვანი ჟურნალისტების უყურადღებობამ გააღიზიანა. პოეზიისა და როკ მუსიკის სინთეზი, პოეტურ-მუსიკალური


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*