ეს სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას | Jolo.ge


ეს სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას

ეს სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას

ადამიანების სამი კატეგორია არსებობს. »გამარჯვებულები», რომლებმაც იციან რა სურთ და  წარმატებასაც ყოველთვის აღწევენ ცხოვრებაში.

»ლუზერები» (დამარცხებულები) რომლებაც როგორც წესი არ იციან ვინ არიან. მათი ცხოვრების ხარისხს ყოველთვის  გარემოებები განსაზღვრავს.

და მესამი ტიპი — »პოტენციური გამარჯვებულები», მათი ცხოვრება ლუზერების მსგავსია, მხოლოდ რაღაც დეტალებით არიან განსხვავებულნი. მათ სხვანაირად ‘’ჭირვეულ გამარჯვებულებს’’ ეძახიან.  თუმცა მესამე კატეგორიის ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ ისწავლონ მთავარი წესები თუ როგორ უნდა გახდნენ ნამდვილად გამარჯვებულები.

სამივე კატეგორიის ადამიანს  ჰქონია ცხოვრებაში დაღმასვლა, მარცხი-მარცხზე, დროებით კრიზისები, აუწყობელი ურთიერთობები, დაკარგული სამსახური, ფინანსური პრობლემები, მიუღწეველი მიზნები, მშობლებისგან კრიტიკა,  ავადმყოფობა და კიდევ ბევრ სხვა რამ, რაც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში.

ყველაზე საინტერესო ამ ადამიანების რეაქციაა ყოველივე ამის შემდეგ.  »პოტენციური გამარჯვებული» ადამიანის კატეგორია არ კარგავს საკუთარი თავის რწმენას, უბრალოდ მათ სჭირდებათ ცოტაოდენი  გამოწვრთნა, რაღაც ბიძგი და ისინი სწრაფადვე  ფორმაში ჩადგებიან. ასეთი ტიპის ადამიანი ადვილად ამოცნობადია, რადგან ისინი სულ ძიების პროცესში არიან. მათ ჯერ კიდევ ღრმად სჯერათ საკუთარი ამოუწურავი შესაძლებლობების. ისინი ესწრებიან მოტივაციის სემინარებს და უსმენენ  შთამაგონებელ ვიდეოებს, კითხულობენ, ვითარდებიან და  მიდიან რისკზე. სწამთ, რომ ადრე თუ გვიან ისინი საკუთარ გზას აუცილებლად იპოვნიან.

ხოლო სხვა სახის ‘’ჭირვეული გამარჯვებულები’’, დროებით წყვეტენ მოქმედებას. ისინი გულ-გატეხილნი და შეცდომაში შესულნი არიან. შეცდომებმა კი თავდაჯერებულობა გაუქრო. მათი ტენდენცია მთელი ცხოვრება   დინების მიმართულებით სწარაფი ცურვაა დამახიათებელი.

ასეთი ადამიანები ძალიან ხშირად უიღბლოებად გრძნობენ თავს. ზოგიერთს კიდევ ერთხელ გარისკვის ეშინია, წარსულის  დამარცხების შემდეგ.  გამოსავალი ყოველთვის ერთია —  რაც არ უნდა რთული იყოს რამის გაკეთება, ეს მაინც უნდა გააკეთო. ეს თითქმის სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას. ‘’გამარჯვებული’’ და ‘’პოტენციური გამარჯვებულების» კატეგორიისთვის აუცილებელია განაგრძონ, რათა გატესტონ თავიანთი თავი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ბევრი რაღაც მტკივნეულია, ეს ერთადერთი გზაა გაიზარდონ და  განვითარდნენ.

ჩვენ, ყველას გვაქვს იმის შემძლეობა რომ შევიცვალოთ, შეგვწევს ძალა ჩვენი ცნობიერების გამოღვიძებით შევქნათ მრავალმნიშვნელოვანი და პროდუქტიული ცხოვრება. თუ ჯერ ყოყმანობ და ფიქრობ თუ რა საჭიროა ეს ყველაფერი აქ არის რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ:

⚫ იმიტომ, რომ შენ ჯერ კიდევ არ გამოგიყენებია სრულად ის ნიჭი, რაც მოგეცა;

⚫ იმიტომ, რომ შენ უნდა აკეთო ის, რაც გაბედნიერებს;

⚫ იმიტომ, რომ უნდა შეიგრძნო ის უდიდესი სიმტკიცის და სიძლიერი პირველი მომენტები, რომელსაც ცვლილებები შემოიტანს შენს ცხოვრებაში და გააკეთო აღმოჩენა, თუ ვინ ხარ  ნამდვილად შენ;

⚫ იმიტომ, რომ გქონდეს ნაყოფიერი პერიოდები, რომელიც შენს ჯიბეს შეავსებს;

⚫ იმიტომ, რომ შეგხვდეს რთული პერიოდი, რომელიც გაგაძლიერებს და სიმტკიცეს შეგმატებს;

⚫ და იმიტომ, რომ გაიზარდოს შენში ადეკვეტური თვითშეფასება, გახდე თავდაჯერებული და გააფართოვოს შენი ცნობიერება, ცხოვრების ორივე სფეროში, პირადი და პროფესიული კუთხით.

როცა ცხოვრების შეცლისკენ წახვალ, გახსოვდეს, რომ გექნება  რთული პერიოდები, ასე რომ გააძლიერე საკუთარი თავი და შეძლებ გაუძლო სირთულეებს. როდესაც თვითმფრინავში თქვენს ადგილზე ჯდებით, რა არის ის, რასც პირველად გეუბნებიან? შეიკარით ღვედი! მოამზადეთ საკუთარი თავი არეულობისთვის. როდესაც გადაწყვეტთ გადაადგილდეთ ცხოვრების მომდევნო დონის მისაღწევად, მანამ სანამ კომფორტულ დონეს მიაღწევთ გონებრივი და სულიერი ღვედები უნდა შეიკრათ.  თქვენ ამ დონეს აუცილებლად მიაღწევთ, თუმცა მანადე  ცვლილებების თანმხლებ მღელვარებას უნდა გაუძლოთ და ‘’გაიზარდოთ’’.

 

წყარო: »Personal Goal Setting»

ავტორი: მარიამ შარიქაძე

ნანახია:(182)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გააცნობიერეთ, ქიმიური გრიგალი, რომელიც ბობოქრობს თქვენს ტვინში

შენი აღქმა ცხოვრებისეული მოვლენების, გარკვეულწილად, სტრუქტურირებულია. 💥თავდაპირველად, გრძნობის ორგანოებს ტვინამდე მოაქვთ სიგნალი კონკრეტულ მოვლენაზე. 💥შემდეგ, ტვინი იწყებს ამ მოვლენის კლასიფიცირებას


წიგნები, რომლებიც გვეხმარება დავინახოთ სამყარო განსხვავებულად

წიგნები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებააა შეიმეცნო სამყარო,გაიგო უფრო მეტი  მის შესახებ.არის წიგნები,რომელთა წაკითხვაც განსაკუთრებით გვხმარება სამყაროს მუშაობის პრინციპების შემეცნებაში და ცვლის


„ უბრალოდ სიყვარული და ამ სიყვარულში «მეც» ვქრები“…

„ცხოვრება სიყვარულია, სხვა ყველაფერი კი გამოგონილი გაუგებრობა“ — ბაირონ ქეითი ბაირონ ქეითის «სამუშაოს» სკოლაში ბევრი ღრმა და საოცარი რამ გამოვცადე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*