fbpx

„ეს რაღაც უნდა გინდოდეთ არა ფარულად, არამედ ღიად და გაბედულად!“

ავტორი ნინო გონგაძე
62 ნახვა

ნებისმიერი რამ რაც გინდათ, რომ ცხოვრებაში გქონდეთ, გექნებათ!
ოღონდ არ დაუშვათ, რომ:

* ამას არ იმსახურებთ;
* ამის ფული არასდროს გექნებათ;
* ამის გამო მტრები გაგიჩნდებათ;
* ეს შეიძლება წაგართვან ან მოგპარონ;
* ეს თუ მიიღეთ, ღმერთს ეწყინება და ა. შ.
ეს რაღაც უნდა გინდოდეთ არა ფარულად, დარცხვენილის პოზაში მდგარს, არამედ ღიად და გაბედულად!
ეს უნდა გინდოდეთ ღიმილით, სიხარულით, პოზიტიურად და ამას რომ მიიღებთ, უპირველესად თქვენ თვითონ უნდა გჯეროდეთ.

შეადგინეთ სია, რა გინდათ რომ ცხოვრებაში გქონდეთ, გააკეთოთ, სადმე იმოგზაუროთ. მოკლედ, შეადგინეთ თქვენი ცხოვრების მწველი სურვილების სია. ამ სიას „შეშლილი სია“ ეწოდება (სახელი როგორ მოგწონთ?).
შემდეგ კი აქციეთ ეს სურვილები მიზნებად, შეიმუშავეთ ნათელი და მკაფიო გეგმები და დაიწყეთ მათი განხორციელება. დაიწყეთ არა ბრძოლა, არამედ შრომა.
ნუ იბრძოლებთ, არაფერი არ არის აქ საომარი.
აქ მთავარი არის თქვენი რწმენა. რწმენის გარეშე ბევრი ადამიანი თითქმის 100 პროცენტიან შანსებს ბოლო წუთს ხელიდან უშვებს.

ყოველდღე იკითხეთ თქვენი სია. რამდენიმე წელში „აღმოაჩენთ“, რომ „ყინული გადნა“ და სასწაულები თქვენს ცხოვრებაშიც ხდება.
გახსოვდთ, თქვენი აგრესია, ტანჯვა, ცინიზმი, უიმედობა, რწმენის და სიყვარულის არ ქონა გაცილებთ მიზნებს და ეს ყველაფერი პირიქით ხდება, როდესაც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მოქმედებთ.

და ბოლოს ყველაზე მთავარი, იმ ადამიანებს, რომლებმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, ყოველთვის სჯეროდათ საკუთარი ოცნების და სწამდათ თავისი გამარჯვების.
გისურვებთ წარმატებებს. 

სიყვარულით რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment