„ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული“… | Jolo.ge


„ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული“…

„ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული“…

ლევ ტოლსტოი — რუსი მწერალი:
„ჩემი განზრახვა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, იყო ზეგარდმო მადლი და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს; ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი“.

ალფრედ რამბო — ფრანგი პოეტი: 
„საქართველომ წარსულში დიდი საქმე გააკეთა და დიდი წინააღმდეგობა გამოიჩინა მონღოლთა და მაჰმადიანთა შემოტევების დროს, მტკიცე ზღუდეობა გაუწია ევროპას. უბედურს ევროპას. რადგანაც ეს უკანასკნელი კარგად ვერ იცნობდა საქართველოს“.

კნუტ ჰამსუნი — ნორვერგიელი მწერალი: 
„ეს აღთქმული ქვეყანაა… აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი“.

ბერნჰარდ შტერნი — გერმანელი სწავლული:
„საქართველო საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორია, კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით. რომანტიკული ციხესიმაგრეებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მთელი ისტორიული ტრადიციებით“.

ბორის გრეინშპოლი — გერმანელი მეცნიერი: 
„ქართველებმა დედამიწაზე პირველებმა მოაშინაურეს ცხენი და როგორც ჩანს, ავსტრიამდე მივიდნენ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს, შექმნეს ბადენური კულტურა.
როგორც ჩანს, ქართველები იყვნენ ლეგენდარული ტროელებიც, თუმცა, მათგან დღეს მხოლოდ ერთი ხალხი დარჩა — ქართველები…“

შტეფან ცვაიგი — ავსტრიელი მწერალი: „ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია თავის ლაშქრობებში და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული. მას სახელი გაუთქვამს თავისი ძლიერებით თუ ლეგენდებით და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის“.

 

📷:Francis Prymerski — ფრანგი ფოტოგრაფი

ნანახია:(40)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 25 აპრილს, კლუბ „Pianino“–ში პროექტის „ბავშვები ბავშვების დასახმარებლად“ ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.  


ანიტა რაჭველიშვილს რჩეულმა ხელი ნავში სთხოვა

მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და მისი რჩეული ოთო მაისურაძე მალე იქორწინებენ. ოთომ საყვარელ ქალს ხელი ბერლინში, ტიერგარტენის პარკში, მდინარეზე ნავით


„გირჩევთ, ისევ იმ მაღალ მატერიებთან მოთამაშე ხელოვანებად დარჩით რითიც პუბლიკამ შეგიყვარათ!!“ — თამარ ივერის მიმართვა ხელოვანებს

„20 წამიანი სარეკლამო გაელვებით… ანათემას მაინც ნურავის გადააცემინებთ თავს!!!“- წერს სოციალურ ქსელში მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი თამარ ივერი და პოსტს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*