ეს პასუხი მიგახვედრებს, სწორად ცხოვრობ თუ არა… | Jolo.ge


ეს პასუხი მიგახვედრებს, სწორად ცხოვრობ თუ არა…

ეს პასუხი მიგახვედრებს, სწორად ცხოვრობ თუ არა…

რაც ცხოვრებაში გემართება, არის შენი ქვეცნობიერის და ცნობიერის ანარეკლი.

გართობით, ხელოვნურად გამოიწვიო პატარ-პატარა სიხარულები, შენში არ რჩება, უარესიც, მას ენერგია მიაქვს და სულის სიცარიელეს იწვევს.

ხელოვნურად შექმნილი და გამოგონილი გართობა, ცარიელი ადამიანისთვის შვებაა.
შენ დრო გაიყვანე, დრო მოკალი, გაექეცი რეალობას და საკუთარ თავს.

თუ შენ კონცენტრირებას არ აკეთებ, არ უკვირდები, არ აანალიზებ, სწორ დასკვნას არ აკეთებ, შენდაუნებურად ,,ინტუიციით» ირჩევ გზას, რომელმაც უნდა მოგანიჭოს ჭეშმარიტი ბედნიერება, ამ დროს მიდიხარ საპირისპირო მიმართულებით და ვერ ახდენ ფოკუსირებას რა არის სწორი.

მოუყევი საკუთარ თავს რისი გეშინია. რამ, ან ვინ უნდა გაგტეხოს.
ვისი იმედი გაქვს და რით დაიმსახურე.

სიყვარული ადამიანისათვის თუ ადამიანი სიყვარულისთვის.

ენდე იმას ვინც გაგაჩინა, რამდენადაც მკაცრი უნდა იყოს ის.

შენ, შენ არ ხარ, შენ რომ შენ იყო, გულისთქმაში მართალი იქნები.

მართალი ხარ?
საკუთარი თავის გადასარჩენად ყოველთვის მართალი ხარ.

კატა ყოველთვის ფეხებზე არ ეცემა.

 

***

მე ისევ ჩემს აზრზე ვარ.

როცა რამეს აკეთებ და არ ფიქრობ იმაზე, რომ გულს ატკენ ადამიანებს, არ იფიქრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, დაახლოებით მაინც ვერ ხვდები რა შეიძლება მოყვეს შენ ქმედებას ან მიახლოებით არ იცი ამბის დასასრული, არ ხარ წინდახედული და ფრთხილი, მაშინ მზად უნდა იყო დიდი მარცხისათვის და უსიამოვნებისთვის.

უფრთხილდი საკუთარ თავს, ის შეიძლება ყველაზე დიდი მტერი გახდეს შენი.

წარმატებას არ უნდა გაუთამამდე.
როცა წრმატება მოდის, უნდა გაუფრთხილდე მას, რადგან წარმატების მოპოვება ადვილია, შენარჩუნებაა ძნელი.
თუ წარმატება ძნელად მოიპოვე, არ მოდუნდე თორემ, მას შენი წინდაუხედაობით დაკარგავ.

გაუმართლებლობის მიზეზი ეძებე შენს თავში და შენს ქმედებაში, თუ ზუსტად მიხვდები სად დაუშვი შეცდომა და შეეცდები მეორედ აღარ გაიმეორო, გადარჩები.


***

ის რომ კარგი გააკეთე გუშინ, ეს იყო გუშინ და ის დამთავრდა.

შენ რომ გგონია ცხოვრობ სწორად, შეიძლება ეს ის ცხოვრება არ არის რისთვისაც მოხვედი ამ ქვეყანაზე.

რომ გამოიცნო რისთვის მოხვედი ამ ქვეყანაზე, ამ გზას კეთილი ადამიანები გიკარნახებენ, რა თქმა უნდა თუ შეძელი მათი პოვნა, დანახვა და შეცნობა.

აღიარო შენი შეცდომა და დანაშაული, ამას დიდი ძალა და გონიერება ჭირდება.

თუ არ დაეცი ვერ წამოდგები. სწორად ადგომაა რთული, თუ სწორად არ ადგები უარესად დაეცემი.
და რატომ დაეცი?
არავის დააბრალო, ნუ ეძებ მტერს. მტერი შენ ხარ შენი თავის, რადგან ნებისყოფა, გონიერება და წინდახედულება არ გეყო.

საკუთარ თავში ჩაღრმავებამ და სწორმა ანალიზმა რეზულტატი უნდა გაჩვენოს.

დაფიქრდი სიღრმისეულად რა გიხარია, რატომ გიხარია და რისი მომტანია ეს სიხარული.

დაფიქრდი სიღრმისეულად რას დარდობ, რატომ დარდობ და რისი მიმცემია ეს დარდი.

შენ მიხვედი არასწორად წყალთან და დაგახრჩო. შენ მიხვედი არასწორად ცეცხლთან და დაგწვა. შენ აირჩიე არასწორად მეგობარი და გიღალატა…
შენ. შენ. შენ…
სინამდვილეში შენ აკეთებ არჩევანს, შენ ხარ შენი თავის უფალი და ავტორი შენი მომავლისა.

შეეკითხე საკუთარ თავს, — არის ღმერთი ჩემში?
პასუხი მიგახვედრებს, სწორად ცხოვრობ თუ არა.
თუ ღმერთი შენშია, მაშინ ბედნიერი ხარ, სწორად ცხოვრობ და მომავალშიც ბედნიერი იქნები.
თუ ღმერთი შენში არ არის, მაშინ ყველაფერი შენს თავს დააბრალე.

იპოვე შენ თავში ღმერთი.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(407)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თქვენი ცხოვრებაც თანდათანობით დღესასწაულად იქცევა“…

შეხვდით ყოველ დილას, როგორც ახალ წელს, როგორც დღესასწაულს, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით და დიდი იმედებით ვხვდებით. იგრძენით სიცოცხლის სუნთქვა ყოველი


ნეგატიური აზროვნების კატასტროფა

ქვეცნობიერი არ არჩევს კონსტრუქციულ და დესტრუქციულ აზრთა იმპულსებს. ის იმ მასალით მოქმედებს რომელსაც ჩვენ მას აზრის იმპულსის საშუალებით ვაწვდით. ქვეცნობიერი


„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“

ერთი აღმოსავლური გამოთქმაა, მიყვარს ძალიან: „ერთხელ ერთ სუფიას ჰკითხეს: «როგორ უნდა ამოვიცნოთ სულიერი ადამიანი?» სუფიამ უპასუხა: «ეს არ არის ის,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*