ეს ნიშნავს რომ ჩიხში შ ე გ ყ ა ვ ს ჭეშმარიტი „მე“, რომლის ბოლო გაჩერება ხიბლია …

by admin | Май 8, 2018 20:09

 როდის იწყებაო პიროვნული დეგრადაცია?- მკითხეს.
 პიროვნების დეგრადაცი იწყება მაშინ, როცა ფიქრობ, რომ ხარ ან გახდი სხვებზე უკეთესი!

… და საერთოდ, არა აქვს მნიშვნელობა კანის ფერზე, თვალის ჭრილზე, სიმაღლეზე, დიპლომზე, ინტელექტზე, გრძელ ფეხებზე, სხეულის ფორმებზე… თუ სხვა ნებისმიერ რამეზე (თუნდაც “მსხვერპლის როლით“- მაგ. „მე ყველზე უბედური ვარ“) აპელირებ! მნიშვნელობას კარგავს რამდენი წიგნი წაგიკითხავს, რამდენი ფერის დიპლომი და რაოდენობის სერთიფიკატი აიღე, რამდენი რამ გინახავს, მონასტერში თვეობით ლოცვებში მუხლი გადაიტყავე თუ ტიბეტელ ბერებთან იცხოვრე, აღსარებას აბარებ მამაოს თუ გურუს ეთაყვენაბი, რამდენი ფული გაქვს და სად ცხოვრობ, „ყურებზე დგები“ თუ „სიმშვიდის განსახიერება“ ხარ…

თუ კი თავს შემოეპარა უპირატესობის ფიქრი და თუნდაც შეგრძნება, ეს ნიშნავს რომ ჩიხში შ ე გ ყ ა ვ ს ჭეშმარიტი „მე“, რომლის ბოლო გაჩერება ხიბლია და საიდანაც გამოფხიზლება, რთულია! ამ დროს, რადგან პიროვნება სცილდება ნამდვილს, ჭემარიტს — იწყებს დეგრადირებას!

🔮🌀🌀🌀🌞🌟📣საწყისთან, ჭეშმარიტთან მუდვივობის შეგრძნებას ვისურვებ და გისურვებთ, მეგობრებო!!!

მადლერებით🙏🙏🙏თამარ კვარაცხელია

➡️#ზრდისფაქტორი რეგისტრაცაია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე  [1]http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/[2]

ნანახია:(267)-ჯერ


Endnotes:
  1.  : http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
  2. http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/es-nishnavs-rom-chixshi-shegyas/