„ეს მიდგომა, ეს უნარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია წარმატებული ადამიანების ხელში“ | Jolo.ge


„ეს მიდგომა, ეს უნარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია წარმატებული ადამიანების ხელში“

„ეს მიდგომა, ეს უნარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია წარმატებული ადამიანების ხელში“

„ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის საჭირო დროს ჩნდება ხოლმე სამყაროს საჩუქარი – ინფორმაცია იქნება ეს, შემოსავალი, ყურადღება სხვა ადამიანის მხრიდან, კარგი შემოთავაზება თუ სხვა რამ“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ საგინაშვილი.

თამარ საგინაშვილი: დიახ, ყველა შესაძლებლობა ზუსტად იმ დროს მოდის, როცა საჭიროა, მთავარია მივიღოთ. საერთოდ მიმღებლობის პრობლემა ადამიანების უმრავლესობას აქვს. მიმღებლობა ნიშნავს მივიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის, კი არ ვებრძლოთ, საკუთარ თავში ვიპოვოთ, რატომ გვაღიზიანებს ესა თუ ის ადამიანი ან მოვლენა.

ადამიანები არ ღებულობენ მშობლებს, ოჯახის წევრებს, არ ღებულობენ შესაძლებლობებს, რომლებიც მოდის, კომპლიმენტის მიღებაც კი უჭირთ. არ ღებულობენ დახმარებას, თხოვნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია და რაც მთავარია, არ ღებულობენ საკუთარ თავს ისეთს, როგორი უფალმა შექმნა.

აქედან გამომდინარე უჭირთ იმ საჩუქრების მიღება, რომელსაც მუდმივად გვიგზავნის სამყარო.

როცა რაიმე სიკეთე, შესაძლებლობა, თუნდაც მატერიალური საჩუქარი მოდის თქვენს ცხოვრებაში, აუცილებლად მადლიერებით მიიღეთ. თუ ვერ ისწავლით მიღებას, მოვა დრო, როცა ეს საჩუქრები აღარ მოვა თქვენთან – რაც არ გვინდა, ის არც მოგვეცემა.

ზოგადად, კი სამყარო უზომოდ კეთილია და ძალიან ბევრ შესაძლებლობებს გვაძლევს,

მთავარია ვინ რამდენად ხედავს ამას…

სწორედ აქედან გამომდინარეობს ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წარმატებული და წარუმატებელი ადამიანების აზროვნებას შორის. ერთი და იგივე ფაქტში წარმატებულები ხედავენ შესაძლებლობას, უიღბლოები კი პრობლემას და ეს ვრცელდება მთელ ცხოვრებაზე – წარმატებულები ყოველთვის ფიქრობენ, რა გაკვეთილი გამოიტანონ, რა ისწავლონ ამა თუ იმ სიტუაციიდან, რა სარგებელი მიიღონ. წარუმატებლები კი ყველაფერზე იწყებენ ნერვიულობას, ყველაფერს „აპრობლემებენ“ და მერე უკვირთ, რატომ მიმდის ყველაფერი ასე ცუდადო.

ეს მიდგომა, ეს უნარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია წარმატებული ადამიანების ხელში. საკუთარი ცხოვრების შექმნის ერთ-ერთი საკვანძო წესიც ეს არის – შევხედოთ ცხოვრებას ისე, რომ დავინახოთ მასში შესაძლებლობა და არა პრობლემა.

ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა, ნატალიმ, რომელიც მკერდის სიმსივნით იყო ავად, ერთხელ გვითხრა: „გოგოებო, ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ“! ამაზე დიდხანს ვფიქრობდი და ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მან სრული ჭეშმარიტება თქვა. ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ, ჩვენი პატარა სახლი, ჩვენი დედამიწა მართლა სამოთხეა, მთავარია დავინახოთ ეს და რომ დავინახოთ, ამისათვის სრული სიმშვიდე და ჰარმონია შიგნით, ჩვენში უნდა გვქონდეს. ანუ ჯერ შიგნით უნდა „მოვიწყოთ“ სამოთხე და მერე გარეთაც დავინახავთ.

ნატალი სრულ პოზიტივში ცხოვრობდა და მთელი ჩვენი ჯგუფისთვის მაგალითი იყო. ჩვენი დილა იწყებოდა და დღემდე იწყება მისი სიცოცხლით და სიხარულით სავსე მისალმებით! – „გოგოებო, რა მაგარია! დღეს მზეა ( ან წვიმაა! რა მნიშვნელობა აქვს), მე უკვე გავაკეთე ეს, ეს და ეს… ახლა ვზივარ ვაშლის ძირში (ან საყვარელ სამზარეულოში, ან ზამთრის ბაღში) და ყავას ვსვამ! რა ლამაზი და რა მაგარია ცხოვრება!!! მიყვარხართ ყველა და მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ თქვენ მყავხართ“!

წარმოგიდგენიათ, რა დადებითი ემოციების „ნიაღვარს“ ვღებულობთ ამ სიტყვებთან ერთად? ჩვენ რაღაც ჩვენს პრობლემებზე ვწერდით, ის კი ყველას მხარს გვიჭერდა, გვამშვიდებდა. მერე ჩვენ საკუთარი თავის გვცხენოდა ხოლმე ჩვენივე წუწუნის გამო. ეს ადამიანი, თვეების მაძილზე, წლობით ასე ცხოვრობდა და პარალელურ რეჟიმში კი „ქიმიებს“ იკეთებდა… სიცოცხლისთვის იბრძოდა და ცდილობდა, ყოველი წუთით მიეღო სიამოვნება.

იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ხედავდა, რა მალე შეიძლებოდა დაეკარგა ეს ყველაფერი. მისმა უზომო ოპტიმიზმმა, პოზიტივმა და რასაკვირველია, მკურნალობამ და ცხოვრების სწორმა წარმათვამ საოცრება მოახდინა – ნატალი სიმსივნისგან მთლიანად განიკურნა, მისი სიტყვები კი დევიზად გვექცა – „ჩვენ სამოთხეში ვცხოვრობთ!“

ნანახია:(1397)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იმედგაცრუებები და პრობლემები საუკეთესო საშუალებებია გაიგო კითხვაზე პასუხი — სინამდვილეში, ვინ ვარ მე?

რამდენჯერ გნდომებია დამცირების და გულის ტკენის შედეგად, სამაგიეროს გადახდა? არ იცოდი რა… მაგრამ სურვილი გწვავდა რამე დაგეშავებინა. უამრავი აზრები, იდეები


იგავი ბაყაყზე და მაღალ კოშკზე

ერთხელაც ბაყაყმა გადაწყვიტა მოეწყო შეჯიბრი ბაყაყებს შორის, თუ ვინ დაიპყრობდა პირველი კოშკს. შეჯიბრის დღეს, სეირის საყურებლად შეგროვდა ძალიან ბევრი მაყურებელი.


„ბუმერანგის პრინციპი — როცა ვეხმარებით სხვებს, ამით ვეხმარებით საკუთარ თავს“

? სარკის პრინციპი — სანამ სხვაზე იმსჯელებ, საკუთარ თავს მიაქციე ყურადღება. ? ტკივილის პრინციპი — შეურაცხყოფილი ადამიანი სხვას აყენებს ტკივილს;


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<