ეს იყო საუკეთესო გზა, რაც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა ამ მდგომარეობაში | Jolo.ge


ეს იყო საუკეთესო გზა, რაც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა ამ მდგომარეობაში

ეს იყო საუკეთესო გზა, რაც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა ამ მდგომარეობაში

ნიუ ჯერსელ მოხუცს, რომელიც მარტო ცხოვრობდა სახლში, უნდოდა პომიდვრის დარგვა ბაღში, მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, მას აღარ შეეძლო მიწის დამუშავება. მისი ერთადერთი შვილი ვინსენტი, რომელიც ყოველ წელს ეხმარებოდა მამას ამ საქმეში, იმ პერიოდში დაპატიმრებული იყო .

მოხუცმა მამამ, დიდი გულისტკივილით მისწერა წერილი შვილს:

» შვილო,

ძალიან დაღონებული ვარ, რადგან ძალიან მოვხუცდი და ამ წელს უკვე აღარ შემიძლია მიწის დაბარვა და პომიდვრის დარგვა ჩვენს ბაღში. შენ რომ იყო ჩემს გვერდით, მე ხომ ვიცი, როგორ დაეხმარებოდი შენს მოხუც მამას, არაფრის დარდი აღარ მექნებოდა.

სიყვარულით მამა.»

რამდენიმე დღეში შვილისგან მიიღო წერილი:

» ძვირფასო მამა,

არავითარ შემთხვევაში არ დაბარო ბაღი, რადგან მანდ ცხედრებია დამარხული.

სიყვარულით ვინი.»

მეორე დღეს დილის 4 საათზე FBI-ის აგენტები და ადგილობრივი პოლიცია მიადგა მოხუცის ბაღს, მთლიანად გადათხარეს, მაგრამ ერთი ცხედარიც კი ვერ იპოვეს. იმედგაცრულებულმა პოლიციამ ბოდიში მოუხადა შეშინებულ მოხუცს და დატოვა აღნიშნული ტერიტორია.»

იმავე დღეს მამამ მიიღო მომდევნო წერილი პატიმარი შვილისგან:

» ძვირფასო მამა,

აი, ახლა კი ნამდვილად შეგიძლია პომიდვრის დარგვა.

ეს იყო საუკეთესო გზა, რაც შემეძლო შენთვის გამეკეთებინა ამ მდგომარეობაში.

სიყვარულით ვინსენტი»

წყარო: ზურა ფარაჯანაშვილი

ნანახია:(37)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

უცნაური და სასაცილო აკრძალვები მსოფლიოში

სხვადასხვა ქვეყნების, ზოგჯერ კი ქალაქების მთავრობები ხშირ შემთხვევაში საკმაოდ უცნაურ და სასაცილო გადაწყვეტილებებს იღებენ. თუ ისინი არ იცით, შესაძლოა საკმაოდ


რობერტ დე ნირომ საზოგადოებას თავისი შვილი შეახსენა!

ყოველწლიურ კინოფესტივალზე, რომელიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს, სერიოზული დისკუსია გამოიწვია ენდრიუ ვეიკფილდის დოკუმენტური ფილმის გაშვება-არგაშვების საკითხმა. რობერტ დე ნირომ მხარი დაუჭირა სურათს


თმის ნიღბები მშრალი თმისთვის

თმისთვის აბრეშუმის სირბილის მისანიჭებლად აუცილებელია გამოვიყენოთ თმის ორგანული ნიღბები. გთავაზობთ თმის  3  ნიღაბს.   N1 თაფლის და რძის ნიღაბი   1/2 ჭიქა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*