„ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება“ — 30 ივნისს, გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტი | Jolo.ge


„ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება“ — 30 ივნისს, გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტი

„ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება“ — 30 ივნისს, გიგი ადამაშვილის სოლო კონცერტი

30 ივნისს, „თბილისის არტ-ჰოლში“ მომღერალ გიგი ადამაშილის სოლო კონცერტი გაიმართება. პროგრამა მრავალფეროვანი იქნება, მომღერალი საათნახევრის განმავლობაში შეასრულებს როგორც უცხოურ, ასევე ქართულ სიმღერებს. ასევე ვიხილავთ გიგის დუეტს სოფო ნიჟარაძესთან ერთად. 

გიგი ადამაშვილი: „თბილისი არტ ჰოლიდან“ მივიღეთ მოწვევა, რომ აქ გამეკეთებინა სოლო კონცერტი.  სპეციალური სტუმარი გვეყოლება სოფო ნიჟარაძე, რომელიც იმღერებს კონცერტზე და ეს იქნება თავიდან ბოლომდე ცოცხალი შესრულება. აკომპანიმენტს ლევან ჩხაიძე გამიწევს, გიტარაზე თავად დავუკრავ და ვიმღერებ. ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი, სასიამოვნო და კარგი კონცერტი გამოვა, სადაც გაჟღერდება ყველა ის სიმღერა, რომელიც ძალიან უყვარს მსმენელს“.

გიგი ადამაშვილი ქართველმა მსმენელმა გასულ წელს X ფაქტორით გაიცნო და სცენაზე გამოსვლისთანავე შეიყვარა. „შენ გაქვს მუსიკალური ნიჭი, მუსიკალური გემოვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მუსიკალური ინტელექტი“- ასე შეაფასეს ის ჟიურის წევრებმა და ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად დაასახელეს, ხოლო სოფო ნიჟარაძემ მას „მუსიკალური სიყვარული“ უწოდა.

ნანახია:(39)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

,,სხვა ყანჩელი“ — ფონდ ,,ავტოგრაფის’’ წარმატებული პროექტი

15 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ხელოვნების ხელშეწყობის ფონდმა ,,ავტოგრაფმა“ პირველი პროექტი წარმოადგინა. ,,სხვა ყანჩელი“ — ასე ერქვა კონცერტს, სადაც ქართველმა


ქართველი მხატვრის-ლევან მოსიაშვილის ნახატებს სამხრეთ აფრიკა იხილავს

საფრანგეთში უკვე 17 წელია ცხოვრობს… „ბავშვობიდან ვღიღინებ… უკვე 22 წელია, რაც ვხატავ“- ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი -ლევან მოსიაშვილი. 1998


»რუსთაველის პრემიის ლაურეატები» »მწერალთა სახლში»

«მწერალთა სახლში“ ფილმ «რუსთაველის პრემიის ლაურეატების“ პრემიერა გაიმართა. 1964 წელს, ირაკლი აბაშიძის ინიციატივით, კულტურის სფეროების განვითარებისთვის დაარსებული პრემია სხვადასხვა წელს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*