„ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე“ — იგავი 1000 ბურთულაზე | Jolo.ge


„ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე“ — იგავი 1000 ბურთულაზე

„ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე“ — იგავი 1000 ბურთულაზე

რამდენიმე კვირის წინ, მოვიმზადე ყავა, ავიღე დილის გაზეთი და განვეწყვე რადიომიმღების მოსასმენად. სასურველი არხის ძიებაში ყუარდღება მიიქცია მოხუცი მამაკაცის თბილმა და ხავერდოვანმა ტემბრმა. საუბრობდა რაღაც «1000 ბურთულაზე». დამაინტერესა, რადიომიმღების ხმას ავუწიე და მოხერხებულად მოვკალათდი სავრძელში.

მოხუცის მონათხრობი

— ერთ მშვენიერ დღესაც დავჯექი და დავითვალე, ადამიანი ცხოვრობს 75 წელი. ზოგი ნაკლებს, ზოგი მეტს, მაგრამ საშუალოდ 75 წელს. ავდექი და 75 გავამრავლე 52 -ზე (წელიწადში კვირა დღის რაოდენობაზე) და გამოვიდა 3900 —რამდენი კვირაც გაქვთ ცხოვრებაში.

როდესაც, ამაზე დავფიქრდი ვიყავი 55 წლის. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მე უკვე ვიცხოვრე დაახლოებით 2900 კვირა დღე და დამრჩა 1000. ამიტომ წავედი სათამაშო მაღაზიაში, ვიყიდე მცირე ზომის ბურთულები და ჩავყარე გამჭვირვალე ქილაში. ამის შემდეგ ყოველ კვირა დღეს, ვიღებდი ერთ ბურთულას და ვადგები. ცოტა ხანში, როდესაც თვალნათლივ ვხედავდი, თუ როგორ მცირდებოდა ბურთულების რაოდენობა ქილაში, დავიწყე მეტი ყურადღების მიქცევა ცხოვრებაში ჭეშმარიტ ფასეულობებზე.

დამიჯერე, არ არსებობს ამაზე ძლიერი საშუალება, როდესაც უყურებ, როგორ მცირდება შენთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა! ამ დილით, ქილიდან ამოვიღე ბოლო ბურთულა…

ამიტომ წარმოიდგინეთ, დღეიდან ჩემთვის ყოველი მომდევნო დღე – საჩუქარია! მე ყოველ ახალ დღეს ვიღებ მადლიერებით, ვჩუქნი ვუზიარებ ახლობელ, საყვარელ ადამიანებს სითბოს და სიყვარულს. იცით, ვთვლი რომ ეს ერთადერთი გზაა იცოცხლო ცხოვრებაშივე. არაფერს ვნანობ…

სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, მაგრამ მეჩქარება ოჯახი მელოდება. იმედს ვიტოვებ, კვლავ მომისმენთ …

დავფიქრდი. სინამდვილეში, იყო ამაში რაღაც დასაფიქრებელი. ამ მოხუცამდე ვფიქრობდი, დღეს მცირე ხნით მაინც გამევლო სამსახურში – პროექტზე წამემუშავა და მერე კოლეგებთან ერთად, კლუბში წავსულიყავი. მაგრამ ამის სანაცვლოდ, ავედი ზემოთ, გავაღვიძე ცოლი ნაზი ამბორით და ჩურჩულით.

— გაიღვიძე საყვარელო, ბავშვებთან ერთად წავიდეთ პიკნიკზე.
— მოხდა რამე ძვირფასო?
— არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მივხვდი, რომ დიდი ხანია დასვენების დღეები ერთად არ გაგვიტარებია… და კიდევ ერთი, გზად შევიაროთ სათამაშო მაღაზიაში, აუცილებლად უნდა ვიყიდო სათამაშო ბურთულები…

P.S თუ მოგეწონათ, აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს, ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

 

ნანახია:(688)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დამანგრეველი სიტყვები

„ჩაატარეთ გენერალური „უბორკა“ თქვენს ლექსიკონში“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ადამიანის ფსიქიკის დამანგრეველ სიტყვებსა და ქმედებებზე საუბრობს. თამარ


„ამის შემდეგ თქვენი სიტყვები და აზრები განხორციელდება“

„ჩამოირეცხეთ შინაგანი უკმაყოფილება და შიმშილი. მკაფიოდ განსაზღვრეთ ოცნებები და სურვილები, ირწმუნეთ მათი რეალობა, შეიგრძენით სურვილები და მიმართეთ ყოვლისშემძლეს მათი აღსრულებისათვის.


საქმიანი მოლაპარაკებების დროს ხშირად დაშვებული შეცდომები

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი კონფლიქტური სიტუაცია გვხვდება, მშვიდობის ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული დიპლომატია. მოლაპარაკების ხელოვნების ცოდნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*