ეს ცოდნა ფლობს საკმარის ძალას გადადგას მთები | Jolo.ge


ეს ცოდნა ფლობს საკმარის ძალას გადადგას მთები

ეს ცოდნა ფლობს საკმარის ძალას გადადგას მთები

სამყაროში ყველაფერი ენერგიაა. ფაქიზი და მკვრივი.

აზრები — ძალიან ფაქიზ და ამავე დროს, ძალიან მძლავრ ენერგიას წარმოადგენენ.

სიტყვები — უფრო მკვრივია ვიდრე აზრები.

მოქმედებები — კიდევ უფრო მეტად გამკვრივებული ენერგიაა. ის ვლინდება ფიზიკურ დონეზე და დიდი სიმძლავრით მოძრავ ენერგიას წარმაოდგენს.

როდესაც ფიქრობ, ლაპარაკობ და მოქმედებ დესტრუქციული, ნეგატიური არსიდან, მსგავსად, მაგ: «მე უიღბლო ვარ», ამ დროს მოქმედებაში მოგყავს უდიდესი ქმნადობის ენერგია. გასაკვირი იქნება მხოლოდ გაციებით ანუ გრიპით შემოფარგლულიყავი. ეს ყველაზე მცირე რამეა, რაც ამ აზრების შედეგად შეიძლება დაგემართოს.

კარგად მესმის, რომ რთულია ფიზიკურ რეალობაში უკვე გამოვლენილ დესტრუქციულ ენერგიას წინ აღუდგე, მაგრამ ნდა გავიაზროთ, რომ ამას წინ უსწრებდა უარყოფითი აზრები.
არა, იმას კი არ ვამბობ რომ ეს შეუძლებელია — უბრალოდ რთულია.

ეს რომ მოახერხო დაგჭირდება მტკიცე რწმენა.

დარწმუნებული უნდა იყო იმაში, რომ სრულიად სამყარო პოზიტიურია. ვინც გინდა და როგორც გინდა მოიაზრე მასში: ღმერთი, ქალღმერთი, ჭეშმარიტება, პირველწყარო, აბსოლუტი, შემოქმედი…

დაგჭირდება ეზიარო და იცავდე სამყაროს კანონებს და გაცნობიერებული გქონდეს შენში არსებული უსაზღვრო ძალა. რწმენის შედეგად გაგეხსნას წვდომა და გაფართოვდეს ცნობიერი, რომ ხარ მკურნალის ხვედრით, დასრულებული და სრულყოფილი აქ და ამ წუთში.

ამ ცოდნის ფლობას წარმოადგენს აზრები და თანაც, ძლიერმოქმედი, რომელიც ფლობს საკმარის ძალას გადადგას მთები, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ სხეულში მოლეკულურ ცვლილებებზე.

აი, რატომ შეუძლიათ მაგალითად, განდობილებს ან მკურნალებს დიდი მანძილიდან განკურნონ.

აზრს არ ესმის მანძილი.

აზრები მოგზაურობენ, იზიდავენ მსგავს ენერგიებს, ბევრდებიან, ბრუნდებიან ადრესატთან. გადალახავენ სამყაროში სივრცეებს გაცილებით სწრაფად, ვიდრე მოასწრებ ხმის ამოღებას და სიტყვის წარმოთქმას.

აზრები ენერგია,
სიტყვა ენერგია,
ქმედება ენერგია
და რაც მთავარია, შენ ენერგია,
ისწავლე მისი მართვა შენთვის და სამყაროსთვის სასიკეთოდ.

 

ავტორი: თამარ კვარაცხელია

ნანახია:(4350)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების 15 მარტივი ჩვევა

წარმატება მოიაზრებს არა მარტო სამსახურებრივ, კარიერულ, ფინანსურ წინსვალას, არამედ, იგი ვრცელდება ზოდაგაგ, ადამიანი ცხოვრების ყველა სფეროზე. გარკვეულ უნარ-ჩვევების გამომუშავება გვჭირდება,


„მოვუსმინოთ ცხოვრების მუსიკას“…

მასწავლებელს და მოსწავლეს გზად ერთი სოფლის გავლა მოუწიათ, სადაც დღესასწაულს ზეიმობდნენ. როდესაც ისინი  მთავარ მოედანს მიუახლოვდნენ, დასარტყამი ინსტრუმენტების და ხალხის შეძახილი


დაეუფლეთ თვითქოუჩინგს — ბესო კაიშაური

სცადეთ ყოველ დილით საკუთარ თავს დაუსვათ შემდეგი შეკითხვები: 1. ცხოვრებაში რა მაძლევს ბედნიერების განცდას? (ეს ხაზს უსვამს მიზანს და განგაწყობს სასიამოვნოზე);


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*