„ეს ბუნებრივი შედეგია სუპერ-მუპერ ტექნიკისა“ | Jolo.ge


„ეს ბუნებრივი შედეგია სუპერ-მუპერ ტექნიკისა“

„ეს ბუნებრივი შედეგია სუპერ-მუპერ ტექნიკისა“

#შიოს ტექნიკა
ანუ, როგორ ვაყიდინოთ მშობლებს სათმაშოები.

მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ჩემს 5 წლის ბიჭს ეს ტექნიკა, მაგრამ მიზანში რომ არტყამს, ფაქტია!
მოკლედ, როცა მოუნდება სათმაშო, წიგნი ან სხვა რამ… ბუნებრივია მეკითხება: „მიყიდი?„ დავუშვათ უარი ვუთხარი. ის არ ატეხს ვაი-უშველებელს, უბრალოდ მეკითხება: „ფული რომ გექნება, ხომ მიყიდი?„ მეც, რომ მოვიშორო, ვეთანხმები და ამის შემდეგ მოდის მორიგი შეკითხვა: „თუ შეიძლება, შემახსენე ხოლმე, რა ქვია იმას (სათმაშოს, წიგნს…) რაც უნდა მიყიდო, კარგი?!„ მეც გულუბრიყვილოდ ვეთნხმები და …

აი, შიოს ტექნიკის საკვანძო მომენტიც:

ყოველ დღე, დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ და რაც მთვარია, ძილის წინ ბავშვი მეკითხება — „აბა, გამახსენე რა უნდა მიყიდო?„ მეც ვახსენევ…ვახსენებ….ვახსენებ და… ჩემი ქვეცნობიერიც იმახსოვრებს, ფოკუსირებას ახდენს ამ საყიდელზე და როგორც კი ხელფასს ავიღებ, თავში პრიორიტეტულ საყიდლებს შორის პირველ ადგილზე ეს სათმაშო ამოტივტივდება ხოლმე.
კიდევ ერთი რამ დავაფიქსირე, ბავშვი არასდროს არ მეკითხება: „მამა, მიყიდე?„ ან „როდის მიყიდი?„ როგორც ჩანს იცის, რომ თვისი ტექნიკის შედეგად, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაღწევს მიზანს.. ამიტომ, არც განსაკუთრებულ რეაქციებს არ ავლენს, როცა მიიღებს სასურველს, მიაჩნია, რონ ეს ბუნებრივი შედეგია თვისი სუპერ-მუპერ ტექნიკისა.

ბესო კაიშაური, იურისტი, მწერალი, ქოუჩი

ნანახია:(84)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურთ …

მიზანდასახულობა, ოცნება და წარმატება თუ გსურთ მიაღწიოთ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურთ, უნდა გაარკვიოთ დანამდვილებით, თუ რა გსურთ და რამდენად გსურთ. რა


„იმისათვის რომ თქვენს თავს ის მოხდეს, რაც თქვენ გინდათ“…

… თუ დაკვირვებიხართ, როგორ უყვართ ადამიანებს «თავიანთი რეალობიდან» რომ იყურებიან ხოლმე მხოლოდ 🙂 „მთავარია სიყვარული (ან მეგობრობა, ფული, ჯანმრთელობა, ერთგულება,


სიცილის ჯადოსნური ძალა — ტრენინგი მაგნო შავდიასთან ერთად

09 – 10 მაისი,  12:00 დან 18:00საათამდე. რუსთავი კოსტავას 22.  გაიცემა „სიცილის თერაპიის ლიდერის“ საერთაშორისო სერთიფიკატი.     უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*