„ეს არასოდროს არის გვიან!“ — თამარ კვარაცხელია | Jolo.ge


„ეს არასოდროს არის გვიან!“ — თამარ კვარაცხელია

„ეს არასოდროს არის გვიან!“ — თამარ კვარაცხელია

მღერი, ცეკვავ, წერ, ხატავ, უკრავ… და მნიშვნელობა არა აქვს ეს როგორ გამოდგის…

აკეთებ, აკეთებ, აკეთებ, რადგან ეს შინაგანად გინდა , უსმენ შენს სულს და ის ვითარდება… ამ პროცესში, ვითარდება შენი გონებაც და რეალურად გრძნობ თავისუფალებას — აკეთებ იმას, რაც გინდა.

როცა არ აკეთებ იმას რაც გინდა — იტანჯები, ძალადობ საკუთარ თავზე! ამ პროცესში, ნელ-ნელა გრძნობ როგორ უცხოვდები სულთან, როგორ ასლდება შენი გონება, როგორ ნაცრისფერდება ერთფეროვან ყოველდღიურობაში ცხოვრება და ნელ-ნელა ხდები სასტიკი და უხეში…

არა და შეგეძლო, არ შებრძოლებოდი იმას, რაც თავის დროზე გეჩვენებოდა გადაულახავ, დიდ წინააღმდეგობად. შეგეძლო, უბრალოდ მინდობოდი, მიგეღო მშვიდად, დაინტერესებულიყავი მათით, დაკვირვებოდი და გამოგეკვლია ისინი. გეკეთებინა ის, რაც გინდოდა და უკვე ეს პროცესი გაგზრდიდა, გაგითბობდა სულს, აიყოლოებდა გონებას და აამუშავებდა სამყაროს კანაონებს შენთვის.

შეგეძლო კი არ მიგეჩქმალა, ცხრაკლიტულში კი არ გამოგეკეტა შენი სურვილები, არამედ, მიგეცა უფლება შენს ცხოვრებაში ცუდისთვისაც და კარგისთვისაც — მ ო მ ხ დ ა რ ი ყ ვ ნ ე ნ … და არც ერთ მათგანს არ შთაენთქე. გაგეგრძელებინა ცხოვრება…

გემღერა, გეცეკვა, გეწერა, გეხატა. დაგეკრა… და მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორ გამოგივიდიოდა… შენ ამ დროს სულს გამოზრდიდი თავისუფლებისთვის!

ეს არასოდროს არის გვიან!

წარმატებები, თქვენ!

იმოგზაურეთ, ესტუმრეთ თამარ კვარაცხელიას პერსონალურ ბლოგს — პიროვნული ზრდის სამყარო https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(1009)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
თამარ კვარაცხელია

Related Articles

ენერგია

ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება და ეფექტურობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ცნობიერად უყურებ და მართავ ამ პროცესს. ურთიერთობაში, ისევე როგორც ცხოვრების ნებისმიერ


როგორ ვაწვდით სამყაროს „არასწორ გზავნილებს“ და როგორ ვირთულებთ საკუთარ ცხოვრებას

თუ შესაძლოა, რომ ჩვენი ნათქვამი არასწორად იქნას გაგებული — ასეც მოხდება! ის აუცილებლად არასწორად იქნება გაგებული! თანაც, უბრალოდ ვინმეს მიერ


არ არსებობს წარუმატებლობა; არსებობს მხოლოდ უკუკავშირი

1. რუკა არ არის ტერიტორია. სამყარო, რომელსაც აღვიქვამთ, არ არის ობიექტურად არსებული სამყარო. 2. ადამიანი ყოველთვის აკეთებს არჩევანს საუკეთესოზე. 3.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*