ეს არ არის ბარიგების დამცავი აქცია, არც ნარკოტიკის, არც ბოზების და არც გეების…. | Jolo.ge


ეს არ არის ბარიგების დამცავი აქცია, არც ნარკოტიკის, არც ბოზების და არც გეების….

ეს არ არის ბარიგების დამცავი აქცია, არც ნარკოტიკის, არც ბოზების და არც გეების….

12-13-14 მაისი, 2018 

არც ნარკომანი ვარ, არც ნაცი, არც ქოცი და არც გეი!!! დედების თაობა ვარ და გული მწყდება რომ გუშინ აქციაზე ვერ ვიყავი რათა ჩემი პროტესტი დავაფიქსირო ძალადობის წინააღმდეგ.

სამაგიეროდ, მთელი დღე სოც.ქსელში ვპაექრობდი-ვცდილობდი გამეგებინებინა სხვადასხვა სოც.და პოზიციის მქონე ადამიანებისთვის, რომ ეს არ არის ბარიგების დამცავი აქცია, არც ნარკოტიკის, არც ბოზების და არც გეების….

ბევრს ვერ გავაგებინე((( სამაგიეროდ დასვნა გამოვიტანე საგანგაშო: საქართველოში მარტო მთავრობა არა, სხვადასხვა დაჯგუფებები ცდილობენ მოახდინონ ზეწოლა ნეიტრალურ , ჩვეულებრივ ადამიანზე! მათ შორის: «ანტილიბერალები», «ლიბერალები», ეკლესია,(ირიბად), ნაცები, ქოცები, კონსერვატორები, მედია, ბნელები, განათებულები, განათლბულები და გაუნათლებლები, მრევლი და გაუგებარი…. ყველა, ყველა ცდილობს თავისი მსოფლმხედველობა მოახვიოს საზოგადოებას თავზე, თანაც აგრესიულად!

გუშინ ისეთებიც წავიკითხე-უიმედობა დამეუფლა და მომინდა წავიდე ამ ქვეყნიდან… და ამ ჩამონათვალში ყველაზე საგანგაშოა «ბნელების» მოსაზრებები, რომლებიც მზად არიან ტანკებით გადაუარონ გუშინ აქციაზე მყოფ ახალგაზრდობას…

ეს ზიზღი საიდან?! მტრის წინააღმდეგ რომ მიგემართათ?! საკუთარი საზღვრები რომ დაგეცვათ?! თუ მარტო თქვენზე სუსტებზე აგრესიაზე გყოფნით თავი?! თანაც-დამწერლობითი ფორმის აგრესიაზე…

დამერწმუნეთ, იქ შეკრებილების უმეტესი ნაწილი ბევრად დიდი რეალური პატრიოტია, უნდა რომ თავისუფლებაში იცხოვროს, მათი პროტესტის შედეგია ყველა რევოლუცია, პროგრესი უნდათ და არა ძალადობა!!! და ბოზები და ნარკომანები და მით უმეტეს-შემომტანები-არავის უნდა, ნუ ეცდებით ეს აქცია რაღაც თქვენი ინტერპრეტაციის ჩარჩოებში მოამწყვდიოთ! დაანებეთ ზეწოლას თავი!!! თუ რამის უნარი გქონდათ, გაგეკეთებინათ თქვენი ქვეყნისთვის!!!

ეკატერინე ანდრონიკაშვილი

📷 Vakho Kareli

ნანახია:(124)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ბანანი გიყვართ, ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

ორი ბანანის ჭამის შემდეგ გეძლევათ საკმარი ენერგია იმისთვის, რომ 90 წუთი იმუშაოთ. ბანანს დეპრესიასთან ბრძოლა შეუძლია. ის შეიცავს პროტეინ ტრიპტოფანს,


ფინეთის ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან თვეში 800 ევროს მიიღებს

ფინეთში აუცილებელი შემოსავლის პროგრამა მზადდება. მისი ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ყველა მოქალაქე სახელმწიფოსგან თვეში 800 ევროს მიიღებს. ამის შესახებ ფინური მედია


სცენაზე გათამაშებული მსახიობის რეალობა მესხეთის თეატრში

ვახტანგ ბერიძის სახელი დღეს ბევრმა იცის. იციან რომ აჭარის ულამაზეს მთებში ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მოახერხა და მთის ცხოვრება უკეთესობისკენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*