ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას… | Jolo.ge


ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

ეს 5 შეკითხვა დაგანახებთ თქვენი ცხოვრების გზას…

წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანისთვის მიზანი ყველაზე მთავარი რამაა. მის გარეშე ყველაფერი ფუჭია, რადგან თუ არ იცით რისკენ მიისწრაფვით წარმატება თქვენთან თავად ვერ მოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ადამიანმა იცის მიზნის დასახვის მნიშვნელობის შესახებ, ძალიან ცოტა იყენებს მას პრაქტიკულად.

როგორ გამოვიცნოთ ჩვენი გრძელვადიანი მიზნები და როგორ დავინახოთ საით მივყავართ ჩვენი ცხოვრების გზას? ჯიმ რონი საინტერესო მეთოდს გვთავაზობს.

დაუსვით საკუთარ თავს 5 შეკითხვა:

1.რისი გაკეთება მსურს?

2.ვინ მინდა ვიყო?

3.რისი ნახვა მსურს?

4.რა მსურს მქონდეს?

5.სად მინდა წავიდე?

აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ ეს შეკითხვები და თითოეულის გასწვრივ ჩამოწერეთ პასუხები, რაც შეიძლება მოკლედ და თითოეულზე იმდენი, რამდენიც გსურთ. წერის პროცესში თავადაც გაგიკვირდებათ ისეთი იდეები მოგივათ.

მას შემდეგ, როგორც კი წერას მორჩებით გადაავლეთ თვალი სიას და თითოეულ მიზანს გვერდით მიაწერეთ ციფრი რამდენ ხანში მოახერხებთ მის განხორციელებას. ეცადეთ თარიღები გადაანაწილოთ შემდეგნაირად: ერთწლიანი, 3 წლიანი, 5 წლიანი და 10 წლიანი გეგმები.

თუ აღმოაჩენთ, რომ გაქვთ ბევრი ერთწლიანი გეგმა, მაგრამ ცოტა 10 წლიანი ეცადეთ მოიფიქროთ რაღაც ახალი.

ამის შემდეგ თითოეული შეკითხვის ქვეშ დატოვეთ მხოლოდ 4 პასუხი, თითო ერთი, სამი, 5 და 10 წლიანი გეგმების კატეგორიიდან.

გადადით შემდეგ ეტაპზე. თითოეული გეგმის გასწვრივ ჩამოწერეთ შეკითხვები, რომლებიც არსებობს მათი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. მას შემდეგ რაც მზად გაქვთ შეკითხვები გრჩებათ მხოლოდ ბოლო ეტაპი: ფიქრი თითოეულ მათგანზე. გახსოვდეთ, ნებისმიერი მიზანი დიდი მოტივატორია თქვენთვის, მითუმეტეს თუ სწორად გაქვთ ჩამოყალიბებული და განსაზღვრული. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს წარმატებით გაივლით აუცილებლად შეძლებთ ბოლო ეტაპის გავლას და საკუთარი ცხოვრების გზის დანახვას.

ნანახია:(9949)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს ნიშანია — აუცილებლად, შიგნით რაღაც უნდა შეიცვალოს!!!

თუ კი გაქვთ პრობლემები, დავუშვათ — ვინმე გაბრაზებთ.  მაშასადამე, თქვენ ცხოვრობთ ილუზორულ სამყაროში… — რაღაცაში ძალიან ცდებით. — ვერ ან


როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ…..

როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ ის ერთადერთი ადამიანიც კი, რომელსაც არასდროს უნდა ეტკინა ჩვენთვის გული — გვატკენს. შენ გეტკინება და ატკენ


როგორ მოვიშოროთ უარყოფითი ფიქრები…

  ფიქრები ჩვენს ცხოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. ენერგეტიკა, რომელიც ფიქრებისგან მოდის რეალურ გავლენას ახდენს ჩვენს ქმედებებზე, ამიტომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<