ერთხელ, პატარა ქალაქში — ნამდვილი ამბავი | Jolo.ge


ერთხელ, პატარა ქალაქში — ნამდვილი ამბავი

ერთხელ, პატარა ქალაქში — ნამდვილი ამბავი

ქალაქის განაპირა უბანში, სკოლიდან გამომავალი ბავშვების ჟრიამული იკლებდა არემარეს. სასწავლო წელი მთავრდებოდა. დამამთავრებელი კლასი, ტრადიციულად, აფხაზეთში ექსკურსიისთვის ემზადებოდა. 

ერთადერთი მოსწავლე — გელა რჩებოდა სახლში. ეს ფაქტი ისტორიის დამწყებ მასწავლებლის, მართას ყურსაც მიწვდა. ის ახალი მოსული იყო სკოლაში და არ იცოდა გელას ოჯახის გაჭირვება. უფროსი ძმა არასწორად ცხოვრობდა, იმ დროში ე.წ.ქურდულ მენტალიტეტს მიჰყვებოდა, სრულიად ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ოჯახი უკან-უკან წავიდა, გელაც ჩაიკეტა, კარგად ნამდვილად არ ეცვა, არც კარგად სწავლობდა, იჯდა უკანა სკამზე და ხმას არ იღებდა. ექსკურიაზე არც ფიქრობდა, იცოდა თანხა მიუწვდომელი იყო მისთვის.

ეს რომ მართამ გაიგო, კლასის დამრიგებელს თანხა მიუტანა გელასთვის, დამრიგებელმა იუარა: მეც კი გადავიხდიდი მისთვის, მაგრამ ისეთი ამაყია,  არავისგან არ იღებს ფულს. ხომ იცი, ,,ქურდულს აწვება».

დიდხანს ფიქრობდა მართა, როგორ მიეცა თანხა ისე, რომ გელას უარი არ  ეთქვა. ათასი ვარიანტი დაატრიალა, ფიქრობდა ვისგან მიიღებდა ბიჭი საჩუქარს. ტყუილად კი არ კითხულობდა ბავშვობაში დეტექტივებს…

ერთ წვიმიან დღეს სკოლაში უცხო ახალგაზრდა მოვიდა და გელა იკითხა, კუთხეში გაიყვანა და მალევე წავიდა.

მეორე დღეს ისტორიის გაკვეთილზე დამრიგებელი შემოვიდა, ბიჭებმა მიახარეს გელაც მოდისო. დამრიგებელმა მართას გადახედა, მაგრამ მას თავი წიგნში ჰქონდა ჩარგული.

გელა ადგა, მხრები ჩამოიფერთხა რატომღაც, ამოიღო კუპიურა, ხელით გაასწორა და ნელი ნაბიჯით და ციმციმა თვალებით მიართვა დამრიგებელს.

როგორ? ძალიან უბრალოდ: მართამ შეთხზა ამბავი, რომ გელას ძმას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც გელას ძმამ დაღუპვამდე ასესხა 50 მანეთი. იმ ,,მეგობარმა «ნასესხები ფული დაუბრუნა გელას. სულ ეს იყო.

და ძირითადი: მართას უბანში ერთი გზაარეული, შუბლშეკრული ახალგაზრდა ცხოვრობდა. სწორედ მას თხოვა ,,მეგობრის» როლის შესრულება. დათანხმდა. როცა მართამ გელასთვის მისაცემი ფული გაუწოდა, ახალგაზრდა შეცბა, ეჭვით შეხედა მართას და მკაცრი გამომეტყველებით ჰკითხა:

— არ გეშინიათ რომ გამოგართვათ ეგ ფული და დავხარჯო?

მართას გაეღიმა და უარის ნიშნად თავი გააქნია. შემდეგი წამი იყო სასწაული. ეს უჟმური და მკაცრი ადამიანი უცებ გაიბადრა და თვალები გაუბრწყინდა. და მაშინ მიხვდა მართა, რატომ უნდა გიყვარდეს და ენდობოდე…

ნამდვილი ამბავია, მეც იქ ვიყავი… პატარა ქალაქში.

ავტორი: ინგა მამაცაშვილი

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. გავავრცელოთ სიყვარულის ისტორია.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/istoriebi/ertxel-patara-qalaqshi

ნანახია:(249)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იღბლიანი

„ჩემი თვალით ვნახე როგორ გადაურჩა ერთი ადამიანი, იქნებ რამდენიმეც, სიკვდილს, ისე რომ არაფერი გაუგიათ“… თამარ ელიზბარაშვილის ეს კომენტარი „ჟოლოში“ განთავსებულ


„რა არის სილამაზე 1000 LIKE თუ 20 LIKE :D ? “

ვწუხვარ მთელი გულით იმ ადამიანებზე, ვინც LIKE_ების რაოდენობით განსაზღვრავს თავის არსებობას, აზრის სისწორეს და სილამაზეს. ადამიანო, როგორ შეიძლება იყო ასეთი


carpe diem — დაიჭირე წამი

აი როცა ამ ორ რაღაცას საკუთარ თავში «დაბროს» მისცემთ, ჩათვალეთ რომ საბოლოოდ გაიზარდეთ. (დედას გეფიცებით) 1. რატო არ შეუძლიათ ადამიანებს,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*