ერთხელ მათემატიკის მასწავლებელი … | Jolo.ge


ერთხელ მათემატიკის მასწავლებელი …

ერთხელ მათემატიკის მასწავლებელი …

ერთხელ, მინესოტაში მცხოვრებმა მათემეტიკის მასწავლებელმა , მოსწავლეებს მისცა დავალება: ჩამოეწერათ თანაკლასელების სია, დაფიქრებულიყვნენ და თითოეული სახელის და გვარის გასწვრივ მიეწერათ, მათთვის დამახასიათებელი ყველა, კარგი ხასიათის თვისება.

გაკვეთილის ბოლოს შეაგროვა სია.

ეს იყო პარასკევი დღე. შაბათ -კვირას მან დაამუშავა შედეგები და ორშაბათს ყველა მოსწავლეს დაურიგა ფურცელზე ჩამოწერილი კარგი თვისებების სია.

ბავშვები კითხულობდნენ მოუთმენლად.

აქა იქ კი ისმოდა ჩურჩული: «ნუთუ ეს ყველაფერი ჩემზეა? არ ვიცოდი, მათ ასე თუ ვუყვარდი». მასწავლებელს, არ შეუთავზებია შედეგების განხილვა, თუმცა, მან იცოდა: დასახული მიზანი მიღწეული იყო, მოსწავლეებმა ირწმუნეს საკუთარი თავის.

რამდენიმე წლის მერე, ერთ-ერთი ამ მოწაფეთაგანი მარკ ეკლანდი დაიღუპა ვიეტნამის ომში.

ის სამშობლოში, მინესოტაში დაკრძელს. მარკთან გამოსამშვიდობებლად მოვიდნენ, მეგობრები, ყოფილი თანაკლასელები, მასწავლებლები.  დასაფლავების შემდეგ ბიჭის მამა მიუახლოვდა მათემატიკის მასწავლებელს და უთხრა:

«მინდა რაღაც გაჩვენოთ — მან საფულედან ამოღო ოთხად გაკეცილი, გაცრეცილი ფურცელი. კარგად ჩანდა, რომ ძალიან ბევრჯერ ჰქონდათ წაკითხული — იცით, ეს იპოვეს მარკის ნივთებში. ის, ერთი წუთითაც არ განშორებია მას. გეცნობათ?»

გაუწოდა ფურცელი. ის აღმოჩნდა, დადებითი თვისებების ჩამონათვალი, რომელიც, რადენიმე წლის წინ დაწერეს თანაკლასელებმა.

— ძალიან დიდი მადლობა — უთხრა მარკის დედამ — ჩვენი შვილისთვის უძვირფასესი იყო და უფრთხილდებოდა.

და ამ დროს მოხდა სასწაული:

ერთმანეთის მიყოლებით თანაკლასელებმა ამოიღეს მსგავსი ფურცლები. აღმოჩნდა, ბევრი მუდმივად დაატარებდა ამ ფურცელს საფულეში, ვიღაცა საოჯახო ალბომში ინახავდა.

ერთ-ერთმა თქვა: «ჩვენ შევინახეთ ფურცლები. ნუთუ შეიძლებოდა მისი გადაგდება?»

 

ავტორები: გერი ჩეპმან, როს კემპბელი წიგნიდან «ხუთი გზა, ბაშვის გულისკენ»

თარგმანი:

თამარ კვარახელია

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(1895)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რამდენად ხშირად იხედები სარკეში?

ორგანიზმი იმაზე მეტად მეტყველია, ვიდრე ბაგე. ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიქვამს მოვლენებს, გრძნობს განცდებს და გამოხატავს რეაქციას, ვიდრე ცნობიერი ჩვენ გვაწვდის


»შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება» — ბილ გეითსი

უილიამ ბილ გეითსი დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს, სიეტლში (აშშ). ბილ გეითსი გახლავთ ყველასთვის ცნობილი კომპანიის, “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი. 2016 წლის


რა მომწონს? რა მსიამოვნებს? რის კეთება მინდა? რა გამომდის კარგად?

„მუდმივად ვფიქრობ და ვრჩები იმ აზრზე, რომ ბავშვობიდანვე უნდა გვასწავლიდნენ საკუთარი თავის რწმენას,  მიმღებლობას, ლიდერობას და მიზნების დასახვას“,  — წერს სოციალურ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<