ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა… | Jolo.ge


ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა…

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა…

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:

-იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?

-მოიცადე- შეაჩერა სოკრატემ, -სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.

-სამ საცერში?

-დიახ, სამ საცერში. პირველი- ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?

-არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.

-ე.ი შენ არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი! მაშინ, მოდი ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე- ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?

-არა, პირიქით.

-ესეიგი- მშვიდად განაგრძობდა სოკრატე- შენ გინდა მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი- ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?

-ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.

-მაშ ასე- დაასკვნა სოკრატემ- თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?!

ნანახია:(1308)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სოკრატე

Related Articles

სამი და ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში

ინგლისელი მწერლის ჩარლზ დიკენსის ცხოვრებაში უცნაური როლი ითამაშა სამმა დამ- ქეთი, მერი და ჯორჯინა ჰოგარტებმა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს


„სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?!“

„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ


მხატვრები, რომელთა შემოქმედება გაგაოცებთ

  არსებობენ მხატვრები, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან შედევრები, ასევე ისეთები, რომლებსაც ნებისმიერი საშუალებით შეუძლიათ მუშაობა, თუმცა იშვიათია ისეთები, რომლებიც რეალისტურ ნახატებს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*