ერთი ქალი | Jolo.ge


ერთი ქალი

ერთი ქალი

ყველა მამაკაცის ცხოვრებში არსებობს ერთ ქალი, რომელიც გადაატრიალებს მის ცხოვრებას, გაყოფს „მდე“ და „შემდეგ“, შეუცვლის ხედვებს, სიტყვებით აუხსნელ ნაკვალევს დაუტოვებს ცხოვრების სავალ გზაზე და სამუდამოდ დაიბუდებს მის გულში.

სრულებით არა აქვს, მნიშვნელობა იყო ეს ქალი წარსულში, არის ამჟამად თუ გამოჩნდება მომავალში. ყველა მამკაცს ჰყავს – ის, ერთი ქალი.

ქალი, რომელიც ცვლის ცხოვრებას და თავად კაცს. ასეთი ქალების დანახვაზე თრთის ბეღურასავით, როდესაც სხვა დროს „ლომს შეეჭიდება“, მისით ავადდება, მათთვის სიმაღლეებს იპყრობს, ოცნებობს მასზე, სჩადის წარმოუდგენელ „სისულეებს“ , მისი ფანტაზია და „არასერიოზულობა“ სცდება ყოველნაირ საზღვრებს, სრულიად ცვლის თავს და ჯამში სამყაროს…

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რადენი ქალიც არ უნდა შეხვდეს კაცს ცხოვრების გზაზე – მაღალი, დაბალი, შავი, თეთრი, მწვანე თუ შავ თვალა… ის, ერთი  ქალი, გაახსენდება ყოველთვის და მას შეადარებეს ყველას.

ეს ქალი ან ხელის გულზე დაჰყავს, მისით ამაყობს, ანებივრებს…

ან უფთხილდება, უბრალოდ იმიტომ, რომ დრო ჯერ არ დამდგარა. გულის „ფრიალით“ თავს იკავებს, რომ არ დაურეკოს, თავი რომ არ მოაბეზროს, „სისულეები“ არ უთხრას და ოცნებობს – ძალიან მალე დადგება ის დღე, როდესაც, ის ერთი ქალი, ეყოლება სახლში და გახდება მისი შვილების დედა .

ან კარგავს (ხშირ შემთხვევაში) ასეთ ქალს, მერე, მის გარეშე ცარიელდება კაცის ყოფიერება. იწყობს ცხოვრებას მაგრამ რაღაც მაინც ისე არ არის, სადღაც ეკარგებათ ფერებს სიხასხსე და უამრავი მცდელობების მიუხედავად, უკვე ვერავინ და ვერაფერი შეძლებს დანაკრგის ამოვსებას. ცხოვრებას აგრძელებს ნაიარევი გულით, რომელიც სხვადასხვა დროს ტკივილით და სინანულით თავს შეახსენებს.

მამკაცებო, დააფასეთ  ქალი, რომელიც გულის ცემას და პულსს გიჩქარებთ, ვისაც გამოჰყავხართ ჩვეული მდგომარეობიდან, ვინც „გასულელებთ“,  ვისთვისაც მზად ხართ შეუძლებელი გაკეთოთ… გაანებივრეთ…

და თუ (რაღაც მიზეზებით) ჯერ არ დამდგარა დრო, გაუფრთხილდით და ყველაფერი გააკეთეთ ოცნება რეალობად გექცეთ, დაიმსახურეთ!

გახსოვდეთ, ასეთი ქალი ცხოვრებაში გხვდებათ მხოლოდ ერთხელ და ის თქვენი ცხოვრების გულისცემას და აზრს წარმოადგენს!

ავტორი: თამარ კვარაცხელია

წყარო: zrda.wordpress.com

ნანახია:(2363)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„სექსუალურობის 40 პარამეტრი“ — ონლაინ ტრენინგი მხოლოდ ქალებისთვის

„ქალთა კურსი „ (ონლაინ ტრენინგი) მოგესალმებით როგორც უკვე ჩვენი პირველი ვიდეოდან შეიტყვეთ, ქალთა კურსი ონლაინ რეჟიმში მთელი სექტემბრის განმავლობაში გაგრძელდება


ურთიერთობას უმნიშვნელო დეტალები ქმნის

მამაკაცი სამსახურიდან საშინლად დაქანცული მოდის დაძაბული სამუშაო დღის, მძიმე წერილის მიღების, თანამშრომელთან კამათის, საგზაო საცობის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო.


ნება მიეცით მამაკაცს იყოს ბედნიერი თქვენს გვერდით…

ქალბატონებისთვის მამაკაცები ძირითად შემთხვევაში ამოუცნობი არიან, რადგან თავად ერთს ფიქრობენ, მამაკაცები კი მეორეს, მათი შეხედულებები მნიშვნელოვან საკითხებზე ხშირად არ ემთხვევა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<