ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევის ალბათობას თითქმის 100% — მდე ზრდის — ხვიჩა მებონია | Jolo.ge


ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევის ალბათობას თითქმის 100% — მდე ზრდის — ხვიჩა მებონია

ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევის ალბათობას თითქმის 100% — მდე ზრდის — ხვიჩა მებონია

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადმიანი ბილ ბარტმანი გვაძლევს შესანიშნავ რჩევას თუ როგორ გავაცუროთ ჩვენი ტვინი, როცა ვფიქრობთ რომ ჩვენი მიზნები ძნელადმისაღწევია, ერთი უმარტივესი მოქმედების მეშვეობით, რომელიც მიზნის მიღწევის ალბათობას ზრდის თითქმის 100% — მდე.

თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია დაუსვას კითვა საკუთარ თავს: რამდენად ხშირად განვიცდით მარცხს მიზნის მიღწევის მცდელობისას?

თუ თქვენ იტყვით, რომ აღწევთ დასახულ მიზნებს 90% ის შემთხვევაში, მაშინ თქვენ ექსტრაორდინალური ადამიანი ხართ და თქვენ ამ სტატიის კითხვა არაფერში არ გჭირდებათ. თქვენ შეგილიათ დაწეროთ წიგნი რომლითაც სხვები ისწავლიან ანალოგიური შედეგების მიღებას.

სხვებმა შეიძლება უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებლი დაასახელონ. მაგრამ მიუხედავად თქვენი მაჩვენებლისა დააკვირდით მედლის მეორე მხარეს. ანუ თქვენს მიერ დასახელებული მაჩვენებლის საპირისპრიო ციფრს. მაგალითად, თუ თქვენ ამბობთ, რომ აღწევთ მიზნებს 70%  შემთხვევაში მაშინ გამოდის რომ 30% პროცენტი თქვენს მიერ დასახული მიზნებისა არ განხორცეიელებულია. 10 დან 3 შემთხვევაში მარცხს განიცდით. თუ თქვენ აღწევთ თქვენს მიერ დასახული მიზნების 60% , ესეიგი დანარჩენი 40% შემთხვევაში მარცხს განიცდით.

ახლა კი წარმოიდგინეთ რამდენად შეიძლება იყოთ დარწმუნებული წარმატებაში როცა იწყებთ ისეთ საქმეს, რომელშიც ადრე 30% ან 40% შემთხვევებში მარცხს განიცდიდით? ცხადია ასეთ შემთხვევაში  თქვენ თავდაჯერებულობა და რწმენა იმისა, რომ მიაღწევთ მიზანს, იქნება არც თუ ისე მაღალი.

ახლა კი მოდით დავფიქრდეთ დაპირებებზე, რომელსაც თქვენ აძლევდით საკუთარ თავს ან სხვას. შემდეგ დაფიქრდით დაპირებებზე, რომლებიც მიუციათ თქვენთვის სხვა ადამიანებს.

როგორც კი თქვენ შესაბამის სურათებს უკვე წარმოიდგენთ მოდით დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: ამ დაპირებებიდან რამდენი შესრულდა?

თუ თქვენ იქნებით გულწრფელები, მაშინ შეამჩნევთ, რომ შესრულებული პირობა უფრო მეტია ვიდრე განხორციელებული მიზანი. ხშირ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის 100% უტოლდება.

რატომ? საქმე ისაა, რომ ჩვენ ვასრულებთ პირობას შემდეგი 3 ძირითდი მიზეზის გამო:

1. ემოციონალური ჩართულობა  

დაპირება მოიცავს ბევრად უფრო ღრმა პასუხიმგებლობის გრძნობას ადამიანის წინაშე, ვისთვისაც არ უნდა იყოს ის მიცემული, — საკუთარი თავისთვის თუ სხვისთვის. და ვინაიდან ის მოიცავს ღრმა პასუხისმგბლობის გრძნობას, ის იწვევს ემოციონალურ ჩართულობას.

როცა თქვენ აძლევთ პირობას, ირთვება თქვენი ემოციები. ხოლო როცა ირთვება ემოციები, თქვენი გონება ანიჭებს ამ დაპირებას უპირველეს პრიოროტეტს თავის მონაცემთა ბაზაში.

2. წარმატებული ისტორია

ჩვენი გონება აცნობიერებს, რომ ჩვენ გვაქვს წარმატებული გამოცდილება, როცა საქმე ეხება დაპირებებს. მან იცის, რომ ჩვენ ადრე გვქონდა გამორჩეულად მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ (თითქმის 100%). წარსული წარმატებები იწვევენ პოზიტიურ ემოციონალურ ჩართულობას. როცა ჩვენ ვასრულებთ მიცემულ დაპირებას, ჩვენ გვეუფლება სიამაყის შეგრძნება ამის გამო.

ჩვენი ქვეცნობიერი „დამცავი მშობლის“ როლიდან გადაერთვება „მზრუნველი მშობლის“ როლზე. პირველი ცდილობს უარი გვათქმევინოს ჩვენს მიზანზე საერთოდ რომ არ ვიწვნიოთ კვლავ იმედგაცრუება, მეორე კი გზას გვიკვალავს, რომ შეგვიმსუბუქოს დაპირების შესრულება.

დაფიქრდით რა სხვაობაა  მაგალითად სიგრეტის მოწევის მიტოვებაზე „მიზნის დასახვასა“ და იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, „პირობის მიცემას“ შორის. პირველ შემთხვევაში, თუ თქვენ ისევ მოწევთ, თქვენი „წარუმატებლობა“ მიზნის მიღწევის საქმეში, არ არის მნიშვნელოვანი არავისთვის თქვენს გარდა.

მაგრამ, თუ თქვენ დაპირდებით ადამიანს, რომ არ მოწევთ და შემდეგ ამას ისევ იზამთ, ძალიან შეგრცხვებათ, თავს იგრძნობთ ძალზე უხერხულად. თუ თქვენ ვერ შეძლებთ მიცემული პირობის შესრულებას, თქვენ დაიტანჯებით ემოციურად. ჩვენს ქვეცნობიერს კი არ უნდა რომ ჩვენ დავიტანჯოთ სირცხვილით და დამცირებით გამოწვეული ემოციური ტკივილისგან. ამიტომ რას აკეთებს ის? ის გვეხმარება ჩვენ შევასრულოთ დანაპირები. (თავდაცვის ფუქნცია)

როცა ჩვენ ვისახავთ მიზანს, ჩვენი ქვეცნობიერი მუშაობს, როგორც მშობელი, რომელიც გვიცავს და ცდილობს უარი გვათქმევინოს რისკზე იმის შიშით, რომ შეიძლება განვიცადოთ წარუმატებლობა.

როცა ვიძლევით პირობას, ხდება საპიროსპირო რამ. ასეთ დროს ქვეცნობიერი მოქმედებს როგორც მზრუნველი მშობელი, რომელიც ცდილობს დაგვეხმაროს პირობის შესრულბაში, რათა აგვარიდოს დამცირება და ტკივილი.

ასე რომ, ვცვლით რა აზროვნების მეთოდს პროცესთან დამოკიდებულაში, ჩვენ ერთი ორად ვზრდით წარმატების მიღწევის ალბათობას. რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ მოგვიწევს გარკვეული სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ამჟამად უფრო მეტი შანსი გვაქვს წარმატების მიღწევისა იმიტომ, რომ ახლა უკვე ქვეცნობიერი გვეხმარება ამაში.

 

წყარო: https://mebonia.com

 

ნანახია:(6946)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უზომოდ მომინდა დამეწერა… რომ…“ — ნატა თვალაძე

ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენ აღვიქვამთ მას… რომ ადამიანმა საკუთარ თავს თავად შეუქმნა პრობლემები, ისევ და ისევ საკუთარი თავის სახით…


ხუთი ნაბიჯი ლიდერობისკენ

 წარმატებას 85%-ით განსაზღვრავს ეფექტური ურთიერთობის უნარი. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაღწევთ ცხოვრებაში, გარკვეულწილად ადამიანებთანაა დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენი


ერთი მარტივი მოქმედება და მიზნების მიღწევა 100%-ით

ერთი მარტივი მოქმედება, რომელიც ჩვენი მიზნების მიღწევის ალბათობას თითქმის 100% — მდე ზრდის 👇👇👇 მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ბილ ბარტმანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<