ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია | Jolo.ge


ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია

ერთი დღის ორი ვერსია, ანუ როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ენერგია

„ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი — ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ!“

— ეს იმ სავარჯიშოს შემადგენელი ნაწილია, რომელიც უხასიათოდ მყოფსა და თუნდაც საკუთარ თავზე გაბრაზებულს ძალიან წაგეშველებათ. 

 
გაეცანით თამარ საგინაშვილის ამ საოცარ სავარჯიშოს და ნახეთ თუ რა ძალა აქვს ფურცელს გაუქმებული სურვილებით. „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი გასწავლით თუ რამდენიმე წუთში როგორ შეცვალოთ „რეალობა“, როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და განახლებული ენერგიით როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება.

ძალიან სასაცილო რაღაც შემემთხვა

ლატანსკის ერთ-ერთი ონლაინ ტრენინგის შემდეგ ხუთმა ქალმა შევქმენით ჯგუფი სკაიპში და ფბ-ზე მხოლოდ ჩვენთვის. იქ მხოლოდ ჩვენ ვკონტაქტობთ, სხვა არასოდეს შემოსულა ამ ჯგუფებში.

უკვე ორი წელია ვწერთ ამ ჯგუფში ანგარიშებს განვლილი დღის შესახებ. ეს გვეხმარება წინსვლაში და გაცნობიერებულად ცხოვრებაში. ამ ჯგუფზე მე ცალკე დავწერ პოსტს და ვფიქრობ, წიგნსაც.

ბოლო დღეები ცოტა უხასიათოდ ვიყავი და ჯგუფში ანგარიში არ დამიწერია.

გუშინ გადავწყვიტე რაიმე მაინც დამეწერა. თან შესავალი გავაკეთე, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ბოლომდე არ ვიწუწუნებ, უბრალოდ დღის შედეგებს მოგიყვებით-მეთქი.

ჩემი ანგარიში საკმაოდ დიდი და არც თუ სასიამოვნო წასაკითხი გამოვიდა. მხოლოდ მოკლე შინაარსს მოგიყვებით:

დავწერე, რომ იმდენად უჩვეულოდ ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ წესიერად მადლობაც კი ვერ გადავუხადე ჩემს მეგობრებსნატაშას და ნადიას, რომლებიც დამეხმარნენ, იმუშავეს ჩემთან, რომ გამეანალიზებინა ის არასასიამოვნო, რაც მოხდა და რამაც გამიფუჭა განწყობა.

რომ ვარ უკმაყოფილო საკუთარი თავით იმიტომ, რომ საჭირო დროს ბოლომდე ვერ შევინარჩუნე სიმშვიდე და ვერ გავუძელი ნეგატივში ჩაყოლის ცდუნებას.

რომ ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე და ვერ ჩავდექი ფორმაში.

რომ არ ვიცი, რა უნდა შეცვალო და როგორ გავხდე უფრო ორგანიზებული როგორ მოვასწრო მეტი.

რომ ჩემს თავში და ჩემს საქმეში სრული აურზაურია და რომ ისევ ვდგავარ გზაგასაყართან და უნდა ავირჩიო სწორი გზა, მაგრამ არ ვიცი, რომელია ეს სწორი გზა

მოკლედ, ბევრი და ფილოსოფიურად ვიწუწუნე, ჭკვიანური და ვინმესთვის სასარგებლო არაფერი წამომცდენია. ბოლოს მადლიერება კი გამოვხატე ვითომ ყველას და ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს აშკარად არ იყო გულით ნათქვამი მადლიერება, უფრო იმას გავდა, როცა ნასწავლ მადლიერებას და პოზიტივს გამოვხატავთ.

დავამთავრე პოსტის წერა, გავაზიარე და დავფიქრდი, ძალიან დამძიმებული მაქვს გული, წუწუნმაც არ მიშველა (რატომღაც რომ ეშველა! წუწუნი რომ საქმეს შველოდეს, ადამიანების სამი მეოთხედი თუ არა, ნახევარი მაინც ძალიან ბედნიერი იქნებოდა), ვარ ცუდ ხასიათზე…

და რა გინდა გავაკეთო?- ვკითხე საკუთარ თავს დარწმუნებულმა, რომ ჩემი ავადმყოფობის წამალი მე ყველაზე უკეთ ვიცი.

მაშინვე ერთი სავარჯიშო გამახსენდა. ქვიაგააუქმე…“

ავიღე ფურცელი, კალამი და დავიწყე წერა. საოცარი სისწრაფით ვწერდი სურვილებს და იქვე ვუწერდი – ვაუქმებ, ვაუქმებ, ვაუქმებ! თურმე რა გაბრაზებული ვყოფილვარ საკუთარ დროში გაწელილ სურვილებზე;))) ისეთი ძალით ვუსვამდი ჯვარედინ ხაზებს გაუქმების ნიშნად, რომ მესამე ფურცელზე ჩანდა ანაბეჭდი. ასე გავავსე რამოდენიმე ფურცელი გაუქმებული სურვილებით.

როცა დავამთავრე. უკვე ძილის დრო იყო.

მაგრამ უეცრად მომინდა მომდევნო დღე დამეგეგმა, რაც დიდი ხანია არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ქალი ცუდ ხასიათზე ვიყავი და რა დროს დაგეგმვა იყო!

დეტალურად გავწერე მეორე დღე დაწყებული 5.40 ზე გაღვიძებთ, რაც ასევე დიდი ხანია არ გამიკეთებია და ჩემი ჩვეულებრივი რეჟიმით – ტიბეტური ვარჯიშებით, სახის აერობიკით, მუცლის ვარჯიშით და ასე შემდეგ.

მერე რატომღაც მომინდა დღის მადლიერებაც დამეწერა. რისთვის ვარ დღეს გულწრფელად მადლიერი? თუმცა ვფიქრობდი, რომ დიდი სამადლობელი და კარგი არაფერი მომხდარა, მაგრამ წვრილმანებს მაინც გავიხსენებ-მეთქი.

………..

და პირველი წერილის დაწერიდან ზუსტად ერთ საათში მეორე პოსტი დავდე ჩემს ზემოთხსენებულ ჯგუფში:

გოგოგებო, ახლა დაეცემით!!! მეორე პოსტს ვწერ (ხან ერთსაც არ ვწერJ))) იმიტომ, რომ ბოლო ერთ საათში უამრავი რამ გავაკეთე და ბევრ რამეს მივხვდი და ვიცი გაგეხარდებათ ამის წაკითხვა.

უი! და ახლა იცით, კიდევ რას მივხვდი? ასეთ აქტიურ და პოზიტიურ ფაზაში სურვილების გაუქმების მერე აღმოვჩნდიამან, როგორც ჩანს, უზარმაზარი ენერგია დამიბრუნა!!!

და რატომღაც, მოქმედების სურვილი გამიღვიძა. მაგრამ რაც მთავარია, როგორც კი დავმშვიდდი, დავინახე, რომ დღეს საოცრად ნაყოფიერი დღე მქონია თურმე.

ჩავატარე პირველი ინდივიდუალური სესია ერთ ძალიან საყვარელ ქალთან. თან ჩემი სურვილით ოფისში მივედი მასთან, რასაც საერთოდ არასოდეს ვაკეთებ.

ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი, ხომ არ არის დრო, რომ ოფისზე ვიზრუნო მეთქი, მაგრამ რადგან ამას გარკვეული წინააღმდეგობები ახლავს, ბოლოს გადაწყვიტე, როგორც ყოველთვის, დავლოდებოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები და რა პასუხებს მივიღებდი ამასთან დაკავშირებით.

და მივიღევიგრძენი, რომ სასწრაფოდ მჭირდება თანამედროვე, ლამაზი, კომფორტული ოფისი, რაც შეიძლება მწვანე გარემოში. დაახლოებით ისეთი, როგორშიც სტუმრად ვიყავი.

 

შემდეგ ვესაუბრე მეორე არაჩვეულებრივ ქალს და მისგან საოცარი სითბო და სიყვარული ვიგრძენი, ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის. მე მას მადლობა გადავუხადე სიკეთისთვის, მან კი მითხრა, რომ მადლობელია, რადგან ამდენ ადამიანს ვეხმარები (და წარმოიდგინეთ, ისეთი ჩაბნელებული სათვალით ვუყურებდი სამყაროს, რომ ამ სიტყვებმაც კი ვერ მომიყვანა აზრზე).

ვესაუბრე ერთ ახალ მსმენელს, შეავსო წინასაკოუჩინგო ანკეტები და შევთანხმდით ხვალ შეხვედრაზე“.

მხოლოდ მეორე წერილის წერისას აღმოვაჩინე, ის, რაც სანამ ცუდ ხასიათზე ვიყავი არ ან ვერ შევამჩნიე საკმაოდ სასიამოვნო სიახლერომ ორი დღის დაანონსებულ ტრენინგებზეესპანეთში ფინანსების თემაზე და მანგლისში ქალების და ბედნიერი ქორწინების ტრენინგზე ფაქტიურად უკვე დგება ჯგუფები. რასაკვირველია, კიდევ ბევრი დაემატება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პროექტები დაიძრა.

ესეც დავამატე ჩემს მეორე პოსტს.

კიდევ გამახსენდა, რომ დილით ერთი საყვარელი და ძალიან ეფექტური სავარჯიშოც გავაკეთე და წარსულში დავტოვე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა თავიდან მოშორებაც აუცილებლად მინდოდა.

და კიდევ რამდენიმე ჩანაწერს მოვუსმინე.

დავეხმარე ჩემს შვილებს მეცადინეობაში და კიდევ რაღაც საქმეები მოვაგვარე.

მეტი რა შედეგი უნდა მიმეღო ერთი დღიდანრას ვთხოვდი საკუთარ თავს?

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ახლა რაღაცას ვამძაფრებ და ვამუქებ, რომ რაც შეიძლება კონტრასტული იყოს ერთი დღის ორი ვერსია გავლილი და დანახული ერთი და იგივე ადამიანის მიერ. მაგრამ გარწმუნებთ, ამ შემთხვევას არავითარი გამძაფრება არ ჭირდება.

სწორედ ამ ორმა – რადიკალურად განსხვავებულმა პოსტმა გადამაწყვეტინა დღეს ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა, თორემ საერთოდ სხვა თემაზე ვაპირებდი დაწერას.

 

არავითარი დასკვნის გაკეთებას, მორალის გამოტანას და რჩევების მოცემას არ ვაპირებ. ეს სრულიად ზედმეტია.

ისედაც ყველაფერი ნათელია.

თუ გსურთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ეს ჩემი გამოცდილება. როცა ცუდ ხასიათზე ხართ და თვლით, რომ დღე უნაყოფო იყო, გააკეთეთ რაიმე, რომ ხასიათი ცოტა მაინც გამოგიკეთდეთ. ეს ადვილია. თუნდაც გააკეთეთ სურვილების გაუქმების სავარჯიშო.

როცა ჩვენს თავში ჩნდება სურვილი – მე ეს მინდა გავაკეთო, მინდა ინგლისური დავხვეწო, მინდა მართვის მოწმობა ავიღო, მინდა ვარჯიში დავწყო, მინდა ქაღალდები დავალაგო, ორშაბათიდან დიეტას ვიწყებ, იმ კვირიდან დილაობით ვისეირნებ და ასე შემდეგ, მაშინვე გამოიყოფა ენერგია, რომელიც ამ სურვილის გახორციელებისთვისაა საჭირო. თუ ვაკეთებთ, რაც ვთქვით, ენერგია გვიბრუნდება, თუნდაც იმიტომ რომ ყოველი შესრულებული საქმის მერე ჩვენი თვითშეფასება მაღლდება.

თუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, ეს გამოყოფილი ენერგია სადღაც რჩება დაკიდებული. და რასაკვირველია ეს ენერგია ჩვენ გვაკლდება. და წარმოიდგინეთ, რამდენი შეუსრულებელი სურვილი კიდია ჰაერში.

შემდეგ უფრო უარესი ხდება – გვიღრმავდება დანაშაულის გრძნობა, რაც ისედაც უმრავლესობას აწუხებს და ხელს გვიშლის ზოგადად წარმატებაში და განსაკუთრებით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში და შესაბამისი ფინანსური ანაზღაურებს მიღებაში განსაკუთრებით.

ხოლო როცა ამ სურვილებს სამუდამოდ ვაუქმებთ ან მანამდე, სანამ რეალურად ამის კეთების დრო არ მოვა, მაშინ ამ დაკარგულ ენერგიას ვიბრუნებთ, ვანულებთ დანაშაულის გრძნობას შეუსრულებელი საქმეების და სურვილების გამო და თითქოს რესტარტს ვაკეთებთ – განახლებული ენერგიით ვიწყებთ ცხოვრებას.

ასე განვახლდი მეც და აღმოვაჩინე, რომ დღე, რომელიც უაზრო, ნაცრისფერი და ბრაზიანი მეგონა თურმე საკმაოდ ნაყოფიერი, სავსე და პოზიტიური ყოფილა.

გააჩნია, რა ფერის სათვალით შევხედავდი!!!

ამ განახლებამ ისეთ ენერგიაზე მომიყვანა, ღამის სამ საათამდე ესპანეთის კურორტებზე სასტუმროებს ვარჩევდი, მართალია ამის გამო ადრე ვერ გავიღვიძე, მაგრამ სამაგიეროდ როცა გავიღვიძე ყველაფერი გავაკეთე, რაც დავგეგმე და ახლა ამ პოსტს ვწერ გატაცებით და ისევ ვაგვიანებ დაძინებას.

თუ გინდათ, მოსინჯეთ ეს სავარჯიშო, თუ არა, ნუ მოსინჯავთ. ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა და თქვენი არჩევანია.

ბევრად უფრო ადვილია ცხოვრება, როცა ფიქრობ, რომ შენზე არაფერია დამოკიდებული და დღე თუ ღრუბლიანია, ის ყველა შემთხვევაში ღრუბლიანი და ნაცრისფერი იქნება იმისდა მიუხედავად, შენ როგორ უყურებ მას.

თუ ასე ფიქრობთ, მართალი ხართ, ეს თქვენი სიმართლეა და თუ გსურთ ასეთი სიმართლით იაროთ, ესეც თქვენი გადაწყვეტილებაა.

მე მაინც გამეხარდებოდა, ერთხელ მაინც გეცადათ რაღაცის შეცვლა.

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(1421)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ცხოვრების მიზანს ვერ პოულობთ…

ცხოვრებაში ყველა ადამიანი ეძებს საკუთარ მიზანს და მისიას, თუმცა მისი პოვნა და აღმოჩენა ყოველთვის მარტივი არ არის. თუ გგონიათ, რომ


უკეთესად გაუგეთ საკუთარ თავს

ეს ტესტი დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და აღმოაჩინოთ დამალული წაინააღმდეგობები, რომელიც  რეალობაში გიშლით ხელს.   მაშ დავიწყოთ: პრაქტიკულად, ყველა


ნიკოლო მაკიაველის ცხოვრებისეული ათი გამონათქვამი

1. ყველა გხედავს ისეთს, როგორიც ჩანხარ, მხოლოდ ცოტაოდენმა იცის თუ ვინ ხარ სინამდვილეში. 2. ლომს არ შეუძლია ხაფანგისგან თავის დაღწევა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*