„ამისთვის ღირს ბრძოლა“ — ერლომ ახვლედიანი | Jolo.ge


„ამისთვის ღირს ბრძოლა“ — ერლომ ახვლედიანი

„ამისთვის ღირს ბრძოლა“ — ერლომ ახვლედიანი

თუ სხვა შენზე უკეთ აკეთებს იმას, რაც შენ გსურს გააკეთო და ამას აღიარებ, შენს თავზე ერთი გამარჯვება ესაა!

შენი უპირატესობა ისიც შეიძლება იყოს, რომ შენ აღიარებ მის უპირატესობას.

ნუ დაისახავ მიზნად იყო ორიგინალური, რადგან ამ სურვილზე არაორიგინალური არაფერია. შენ არ უნდა ეცადო, რომ იყო განსხვავებული და ამით შენი განსხვავება უფრო გამოჩნდება. გამოხატვის ფორმის ძიებაში არ დაკარგო შენი შინაარსი.

შენი გამორჩეულობა შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ შენ არ ხარ გამორჩეული. გამორჩეულობა, პოპულარობა ხშირად ძალიან მავნეა, ლახვრად ექცევა შემოქმედს, ბევრი მათგანი დაუღუპავსს პოპულარობას.

თუ შენ გულწრფელად შეიტკბე ის, რომ არ ხარ გამორჩეული, ეს კიდევ ერთი გამარჯვებაა საკუთარ თავზე, იქნებ საბოლოო გამარჯვებაც, რომელიც სულიერი სიმშვიდის გვირგვინს დაგადგამს.

საერთოდ, შენი რაობა, შენი არსება არ შეიძლება შედარების საგანი გახდეს. შედარებითი სრულყოფა არ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიაღწიო სრულყოფას საკუთარ შესაძლებლობებში, ანუ შენ შეიძლება დაემჯობინო საკუთარ თავს. ამისთვის ღირს ბრძოლა.”

 ერლომ ახვლედიანი

ნანახია:(123)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მარკ ტვენი — ამერიკული ლიტერატურის დასაბამი

ერნესტს ჰემინგუეიმ ერთხელ თქვა: „თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მოდის მარკ ტვენის ერთი წიგნიდან სახელად „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“, ეს არის საუკეთესო წიგნი,


 რატომ უნდა დალიოთ ყოველ დილით ლიმონიანი ცხელი წყალი?..

ლიმონი რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ყველასთვის ცნობილი ფაქტია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც მას მჟავიანობის გამო ერიდებიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც


10 — ინგლისურიდან შემოსული და ყველაზე ხშირად წაკითხული ბარბარიზმი «ფეისბუქზე»

„ბევრი სხვა ბარბარიზმიც არის, სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ენას ჩვენს გარდა არავინ მოუფრთხილდება და დაფიქრება გვმართებს“ — წერს სოციალურ ქსელში გოგა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*