ექსპერიმენტი, რომელშიც 600 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა | Jolo.ge


ექსპერიმენტი, რომელშიც 600 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა

ექსპერიმენტი, რომელშიც 600 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა

მარმელადის ტესტი:
ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, დოქტორ უოლტერ მიშელმა ჩაატარა ფსიქოლოგიური კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ცოდნა იმისა [ან არ ცოდნა], უარი თქვა მომენტალურ სარგებელზე და დაელოდო უფრო დიდ ჯილდოს, განსაზღვრავს ადამიანის ბედს.

ექსპერიმენტში, 600 ბავშმა მიიღო მონაწილოება, რომელთა ასაკიც 4 დან 6 წლამდე მერყეობდა. თითოეულ ბავშვს შესთავაზეს ერთი ზეფირის ნაჭერი და დაპირდნენ მეორე ზეფირის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ისინი 15 წუთით მოითმენდნენ და არ შეჭამდნენ მათ მფლობელობაში მყოფ ზეფირს. ანუ ბავშვი, გემრიელი ზეფირით, 15 წუთით მარტო რჩებოდა ოთახში, უბრალოდ მის რეაქციებს ფსიქოლოგები კამერებით აკვირდებოდნენ.

ეს კვლევა წლების მანძილზე გრძელდებოდა. მკვლლევარებმა დაიწყეს ამ ბავშვებზე და მათ მომავალზე დაკვირვება. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს 15 წუთი და არ შეჭამეს ზეფირი, გაცილებით უკეთ სწავლობდნენ სკოლაში, უკეთ ამყარებდნენ ურთიერთობებს და უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესებს. საერთო ჯამში, ბავშვები, რომლებმაც მოითმინეს, ბევრად უფრო წარმატებულები და მდიდრები არიან დღეს, ვიდრე ისინი, რომლებმაც ვერ მოითმინეს და ექსპერიმენტატორის მოსვლამდე შეჭამეს ზეფირი.

როგორც აღმოჩნდა, ჯილდოს მომავლისთვის გადადების შესაძლებლობა, ჩვენი ხასიათის შემადგენელი ნაწილია, რომელიც პირდაპირ კავშირშია მომავალ მიღწევებთან და წარმატებებთან. ხშირად ჩვენ მყისიერი ჯილდოს დაკრულზე ვიწყებთ ცეკვას და არ ველოდებით იმას, რაც გვსურს სინამდვილეში.

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(173)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თქვენი დროის 17 შთანმთქმელი

„ინტელექტიკას“ საინტერესო პოსტი, წაიკითხეთ, იმოქმედეთ, გამოათავისუფლეთ დრო და მიიღეთ ბევრად უკეთესი შედეგი. ? სიჩქარე საქმის კეთებისას ? საქმეებში პრიორიტეტების არარსებობა


ბედნიერების საიდუმლო

ერთმა ვაჭარმა ბედნიერების საიდუმლოს გასაგებად შვილი ყველაზე დიდ ბრძენთან გააგზავნა. ყმაწვილი ორმოცი დღე უდაბნოში მიდიოდა. ბოლოს როგორც იქნა, მთის წვერზე


აქციეთ ჰობი ბიზნესად

საკუთარი საქმის კეთება ბევრ ადამიანს ძალიან რთულად წარმოუდგენია, უფრო სწორად საქმისგან ფულის კეთება, სინამდვილეში კი არც ისე ბევრი რამაა ამისთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*