ექსპედიცია შუახევში | Jolo.ge


ექსპედიცია შუახევში

ექსპედიცია შუახევში

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, შუახევში ფოლკლორისტული ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნოფორებს ჩაწერენ, რომლებიც მუსიკალურ, ქორეოგრაფიულ, ზეპირსიტყვიერ და ხალხური რეწვის ტრადიციებს დღემდე ინარჩუნებენ. 

ვახტანგ ბერიძე: ექსპედიცია ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე სპეციალისტები ცეკვისა და სიმღერის ნიმუშებს შეიწვლიან. საექსპედიციო ჯგუფის წევრები არიან ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები: ნატო ზუმბაძე (ეთნომუსიკოლოგი), (ექსპედიციის ხელმძღვანელი )თეონა რუხაძე (ეთნომუსიკოლოგი), უჩა დვალიშვილი (ქორეოლოგი),  არჩილ ბურჭულაძე (ხმის რეჟისორი), ნიკოლოზ გოგაშვილი (ვიდეოოპერატორი) შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის განყოფილების ხელმძღვანელი ლოლიტა სურმანიძე (ეთნომუსიკოლოგი).

ექსპედიციის პარალელურად ფოტო-ვიდეო დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი შუახევის ტრადიციების ამსახველ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს.

პროექტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და შუახევის მუნიციპალიტეტი აფინანსებს.

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო — »მთის საჩუქარი ბარს»

26 ივნისს, 17:00 საათზე,»მზიურში«, თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო — «მთის საჩუქარი ბარს»  გაიმართება.   საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ  მთის რეგიონში


გამოქვეყნდა ტოპ ათეული იმ ქალაქებისა, რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობდა 2016 წელს

კომპანია «MasterCard» ტურისტების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე რეიტინგული ქალაქების სიას აქვეყნებს. ნახეთ ტოპ ათეული იმ ქალაქებისა, რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი


რატომ ვრჩებით “შინაბერები” და როგორ გადავჭრათ “პრობლემა” მარტივად?

„ეს სტატია მათთვისაა, ვინც ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, უფრო სწორად ელოდება და ჰორიზონტზე არაფერი ჩანს“ — წერს ბლოგერი გურამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<