ენერგიის შენარჩუნება და კარგი დღის მარტივი საიდუმლო ქალებისთვის | Jolo.ge


ენერგიის შენარჩუნება და კარგი დღის მარტივი საიდუმლო ქალებისთვის

ენერგიის შენარჩუნება და კარგი დღის მარტივი საიდუმლო ქალებისთვის

ენერგია, — ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც მოგვეცა, მაგრამ ხშირად არამიზნობროვად ვფლანგავთ მას. ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შევინარჩუნოთ და შემდეგ სწორგავანაწილოთ ენერგია წარმატების ერთ–ერთი ნიშანია. ამის ცოდნა ქალს ბედნიერს ხდის, რადგანაც ქალი არის ენერგიის წყარო არა მარტო თავისი თავისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. 

🔥დღეს გაგაცნობთ ენერგიის შენარჩუნების წესებს და ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გადავანაწილოთ ენერგია დღის განმავლობაში.

1. სწორი რეჟიმი

ყვეელა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის მორგებული დღის რეჟიმი. დაძინება და გაღვიძება ერთსა და იგივე დროს. ასევე მნიშვნელოვანია გქონდეთ საკმარისი ძილი და დასვენება. არ იმუშაოთ იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა, ეს ფუფუნება მამაკაცებს დაუტოვეთ ))

2. დაგეგმვა

თქვენს დროსა და ენერგიას ზოგავს დაგეგმვა, როცა ზუსტად იცით, თუ რა უნდა გააკეთოთ დღის განმავლობაში. ამიტომ აუცილებლად ჩამოწერეთ დღის გეგმა და თითოეულისთვის გამოყავით დაახლოებითი დრო.

სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს. თუ მაინც 8 საათზე მეტია, ეცადეთ გადაანაწილოთ მოვალეობები თანამშრომლებზე, სახლში კი დაიხმარეთ ოჯახის წევრები. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ენერგია იქ, სადაც შეიძლება მისი შენარჩუნება.

ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუ რა სურს მას და დროის ნაწილი აუცილებლად დაიტოვეთ თქვენთვის.

3. იცოდეთ ყველა + და —

დღის განმავლობაში გვაქვს ბევრი დავალება. ზოგიერთის გამო აქტიურად ვიხარჯებით, ზოგიერთით კი პირიქით ენერგიით ვივსებით. აუცილებელია იცოდეთ — რა გავსებთ და რა გართმევთ ენერგიას.  გაითვალისწინეთ რომ ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და საერთო  რეკომენდაციები ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, უსმინეთ საკუთარ თავს.

მაგალითად ვიღაცას არ უყვარს ჭურჭლის რეცხვა, რადგანაც ართმევს ენერგიას, ვიღაცისთვის კი პირიქით საშუალებაა საკუთარი ფიქრების გადასატვირთად…. ეს ეხება საჭმლის მომზადებასაც, სამსახურსაც.. 🙂

როცა ვიცით ჩვენთვის რა არის კარგი — ეს უკვე წარმატების ნახევარია. ყოველდღიურობაში დიდი დოზით ის უნდა გამოიყენოთ, რაც ჩვენზე პოზიტიურად მოქმედებს. ხოლო ის მოქმედება, რომელიც ენერგიას გვართმევს, სასურველია საერთოდ ამოვიღოთ ცხოვრებიდან, მაგრამ თუ არ გამოდის მაშინ უნდა შეცვალოთ სიტყვა „საჭიროა“, სიტყვა “მინდა“ — თი. ეს უკვე ნამდვილი ხელოვნებაა.

4. ბალანსი

ქალის ერთ-ერთი ამოცანაა შეინარჩუნოს ბალანსი. რას ნიშნავს ეს?

უნდა მივიღოთ იმდენივე ენერგია, რამდენსაც გავცემთ. ამაში დაგვეხმარება ცოდნა იმის შესახებ თუ რა გვავსებს და რა გვართმევს ენერგიას.

დილით აუცილებელია შეივსოთ ენერგიით — ამაში დაგვეხმარება სხეულის მოვლა, ვარჯიში, ენერგეტიკული პრაქტიკები, მაკიაჟი.

შემდეგ შეიძლება გასცეთ ენერგია — დაალაგოთ სახლი, გააკეთოთ სადილი, მიხედოთ სამსახურს.

ეცადეთ ყოველი სამი საათის შემდეგ დაუთმოთ დრო საკუთარ თავს — მიიღოთ შხაპი, წამოწვეთ, გაისეირნოთ.

მთავარია მიხვდეთ გაცემა/მიღების პრინციპს მაშინ ყველაფერი გამოვა.

ძილის წინ აუცილებლად დაუთმეთ ყურადღება თქვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. თუ დღის განმავლოვაში სწორად იქცეოდით, მაშინ ღამით თავს კარგად იგრძნობთ. ხოლო თუ ასე არ არის და გრძნობთ არასასიამოვნო გადაღლილობას, ამოტივტივდა შიში, სტრესი… არავითარ შემთხვევაში არ გაიყოლოთ ისინი ძილში.  შეასრულეთ ენერგეტიკული პრაქტიკა ან მიიღეთ შხაპი.

შეავსეთ საკუთარი თავი ბედნიერებით და სიყვარულით, და მაშინ აღარ მოგიწევთ ეძებოთ დოფამინი საკვებში ან ალკოჰოლში…

5. იყავით სხეულში

არის კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც ენერგიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

დააკვირდით თქვენს სხეულს,– მოდუნებულია თუ არა? ზურგში მოხრილი ხომ არ ხართ? ტუჩები მოკუმული გაქვთ თუ ოდნავ ღიაა?

ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ როგორ მარტივად ვიქცევით ავტომატურად და გვავიწყდება, რომ ქალის ძალა საკუთარ სხეულთან კავშირშია. თუ თქვენ გააკონტროლებთ რა მდგომარეობაშია სხეული, კომფორტულად არის თუ არა, მაშინ თქვენ მუდამ იგრძნობთ ენერგიის მატებას.

ასე გამომუშავდება გრაციოზულობა მოძრაობებში, საყვარელი მამაკაცის და ახლობლების თვალებში უფრო მომხიბვლელი გამოჩნდებით.

აი ასეთია კარგი დღის მარტივი საიდუმლო ❤️

შეინარჩუნეთ ენერგია, ძვირფასებო

 სიყვარულით ევგენია დრონი

თარგმნა ელენე ტატიშვილმა

ძვიეფასო ქალებო, თუ გსურთ გაიგოთ  უფრო მეტი 

შემოგვიერთდით Evgenia Dron — სტუდია საქართველოში

 

ნანახია:(6035)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ შეეჩვიოთ ერთმანეთს, რადგან 

არ შეეჩვიოთ ერთმანეთს…ეს არც თუ ისე რთულია… როცა ერთმანეთს ვეჩვევით, ერთად ყოფნის სურვილი თავისუფალი არჩევანის ჯანსაღ განცდას კარგავს და ავადმყოფურ


არასდროს გააკეთოთ მამაკაცისთვის ეს 6 რამ!

ყველა გოგონა მხოლოდ ქალურ ბედნიერებაზე ოცნებობს, თუმცა მამაკაცებს ყოველთვის არ ესმით ამის არსი და ბევრი ქალი მამაკაცის როლს საკუთარ თავზე


„შენ გინდა გაიგო რა არის ბედნიერება, მე გასწავლე, მაგრამ შენ უნიჭო აღმოჩნდი“…

ოღონდ დროებით… შენ ჩემი არ გესმის, არც გინდა გაგეგო. მე შენი ბოლომდე მესმის, ვცდილობ, კიდე უფრო კარგად გაგიგო. შენ გონებით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<