ენერგიების გაცვლის კანონი | Jolo.ge


ენერგიების გაცვლის კანონი

ენერგიების გაცვლის კანონი

სამაყაროს ერთ ერთ მნიშვნელოვან კანონს წარმოადგენს – ენერგიების გაცვლის კანონი, რომელიც ღაღადებს: «სიცოცხლე ჩქეფს იქ სადაც , მოძრაობაა/გაცვლაა».

მაგალითად, რომ მივიზიდოთ სიმდიდრე, გვქონდეს ხვავი და ბარაქა, სჭიროა ვინმეს დავეხმაროთ გახდეს მდიდარი (რითიც შეგვიძლია) – რომ მის გარშემო გაჩნდეს ის, ყველაფერი რაც გვინდა ჩვენც (მინიმუმ არ შეგვშურდეს, ცუდი არ ვთქვათ)…

გვინდა სიყვარული? მაშინ, ვაჩუქეთ მთელ სამყაროს (ბუნებას, კოსმოსს…), ადამიანებს, თავს და ვინც/რაც გარშემოა ყველაფერს სიყვარული. თუ კი არ გვყოფნის სითბო, გავცეთ ის გარშემო, მოვეფეროთ, გავიღიმოთ! 

გვინდა ჯანმრთელობა? ყურადღებ მივაქციოთ ორგანიზმს (ფიზიკური ვარჯიშებით, ენერგიით სავსე საკვების მიღებით, ძილით, სრულფასოვანი დასვენებით, დროის განრიგის დაცვით და ა.შ.)

იქ სადაც მიმდინარეობს გაცვლა/მოძრაობა, არსებობს სიცოცხლე! 

თუკი სამყაროში არ გავაკეთებთ გზავნილს უანგარო საჩუქრის სახით და თანაც კონკრეტულად იმისას რაც გვინდა, მაშინ საიდან უნდა გაჩნდეს ის ჩვენს ცხოვრებაში? რამ უნდა აამუშაოს ის ვიბრაციები და დააწყებინოს თუნდაც ნელი დინება?..

სამყარო, ჩვენთვის რაღაც ძვირფასის გაცემით და უანგარო ჩუქებით, უხვად და ბარაქიანად გვიბრუნებს საპასუხოდ.

როგორ შეიძლება გავცე, როდესაც ის რაც მინდა ისედაც არ მაქვს? – ისმის კითხვა

დავიწყოთ, კეთილი სიტყვით :)8

ეს ყველას აქვს. კეთიდღეობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს დალოცვები. რა შეიძლება იყოს კეთიგანწყობაზე – ტკბილ, გამამხნევებელ, სასიამოვნო სიტყვაზე და გემრიელ დალოცვაზე უკეთესი?

გავაგრძელოთ, საჩუქრებით

წესად შემოვიღოთ საჩუქრების ყიდვა და ჩუქება. რა იგულისხმება? აქ, საუბარი არ არის ძვირადღირებულ საჩუქრებზე. ბოლოს და ბოლოს, სხვა თუ არაფერი, შეგვიძლია ვაჩუქოთ ღიმილი უცნობ ადამიანს (ამაშიც, ხომ ფულს არ ითხოვენ. უბრალოდ გვენანება გაღიმება – რატომ უნდა გავუღომოო?)

ან დავეხმაროთ, არც თუ ისე რთულ საქმეში. შეგვიძლია მივცეთ იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი ან მისამართი, ვისაც მისი დახმარება შეუძლია (ესეც გაცემაა). შეგვიძლია ვაჩუქოთ წიგნი, რომელიც მის უამრავ კითხვას გასცემს პასუხს და რომელიც ამდენი ხანია აწუხებს. საჩუქარი შეიძლება იყოს რაც გინდა, რაღაც, რაც დაეხმარება, გაუადვილებს, შეუმსუბუქებს, გაახალისებს მის ცხოვრებას. ასევე, რა ჯობია პოზიტურ განწყობაზე რომ დაგაყენებს, ისეთი სუვენირის მიღებას? ყველაზე კარგი საჩუქრები ემოციებთან არის მიბმული და ძვირფასი ხდება დროთა განმავლობაში, გავცეით ეს ემოცია უხვად…

ურთიერთობები

კეთილგანწყობილი ურთიერთობები. კეთილგანწყობას მოაქვს ხვავი და ბარაქა – ეს არის, უნარი პოზიტიური დამოკიდებულება გაგვაჩნდეს ადამიანების და სრულიად სამყაროს მიმართ. თუკი მთელი არსებით შევიგრძნობთ, გარს როგორ გვახვევია ბედნიერება და სითბო, მაშინ სამყარო გამოკვებავს ჩვენს შეგრძნებას და გაამრავლებს. გახსოვთ? ენერგიებმა უნდა იმოძრაოს, რაღაც რომ შემოვიდეს, ამისთვის უნდა გავიდეს ! როდესაც ჩვენგან გადის დადებითი ენერგია, სხვები შეიგრძნობენ (იგივე ენერგეტიკულ დონეზე) ამას და სიამოვნებით ატარებენ დროს ჩვენ გარემოში. ეს სწორედაც, რომ ჩვენი პოზიტიური დამოკიდებულების გზავნილია სამყაროში, რომლის წყალობითაც ვიზიდავთ ცხოვრებაში საინტერესო ადამიანებს, სასურველ სიტუაციებს და მოვლენებს.

80კიდევ, ორიოდე სიტყვით ენერგიების გაცვლაზე

ენერგიის გაცვლა – ეს სამყაროს ერთ ერთი კანონია. თუ ვცდილობთ გავმდიდრდეთ, მუდმივი ეკონომიის რეჟიმში ყოფნით, ამას ვერ ვიზამთ – ფული შეწყვიტავს შემოდინებას. ასევე სხვა სურვილებთანაც (ნუ ვძუნწობთ)…

მხოლოდ გაცვლით და მხოლოდ იმის გაცემით, რაშიც განვიცდით უკმარისობას, სამყარო ხსნის მისკენ გამავალ და მისგან შემომავალ კარებს, რომლის გასაღები მხოლოდ ჩვენს ხელშია.

გაეცით უანგაროდ და მიიღეთ მადლიერებით – აი, შეუცვლელი წესი, ენერგიების გაცვლის!

თამარ კვარაცხელია, პიროვნული ზრდის ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(7625)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს“…

ამონარიდი მასარუ იბუკას წიგნიდან «სამის მერე უკვე დაგვიანებულია» 1. ტვინის სტრუქტურა სამ წლამდე ფორმირდება. 2. ბავშვი მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რაც


როგორ ქმნის გონება ჩვენს რეალობას ანუ …

„როგორც ფიზიკური სხეული საჭიროებს საკვებს სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად, ასევე, გონება საჭიროებს ჩვენი რეალობის შესაქმნელად, საშენ მასალად – აზრებს“ — წერს


რატომაა ასე ძნელი რომ გიხაროდეს? — ოშო

ძნელია გიხაროდეს, რადგანაც ამისთვის საჭიროა გაქრე. სიხარული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შენ არ ხარ. შენ და სიხარული შეუთავსებელი ხართ: როცა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<