ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას — შვილები მშობლების კარმაა | Jolo.ge


ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას — შვილები მშობლების კარმაა

ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას — შვილები მშობლების კარმაა

მირეკავს ერთი მარტოხელა დედა. ძალიან უჭირს. ფინანსური პრობლემები აქვს. მისი ათი წლის ბიჭუნა გამუდმებით ავადმყოფობს. ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს და არც დამხმარე ჰყავს ვინმე. რა უნდა ქნას? მანტრასავით ვუმეორებ – ბავშვები მშობლების კარმაა. იფიქრე ამაზე! ამისთვის სცხელა? ფიქრობს ცოტა მოძლიერდეს, რომ საავადმყოფოში წასვლისთვის კაპიკები მოაგროვოს.

თვითონ დავურეკე

— მუშაობ?
— წელებზე ფეხს ვიდგამ
რა მოიფიქრე?
— შენ სულ რაღაც კარმაზე მელაპარაკები, მე კიდევ აქ ვცხოვრობ და ახლა. უნდა ვიმუშავო, ფიქრი არ მიშველის.
— და არ გეჩვენება, რომ შენი შვილი თავისი ავადმყოფობით იმის თქმას ცდილობს, რომ დედობრივი სიყვარული აკლია? მას მამა არ ჰყავს. სულ მარტოა. შენ კიდევ მთელი დღე სამსახურში ხარ, რომ პურის ფული იშოვო.
— აბა, რა ვქნა?
— სამსახური შეიცვალე, ან ნახევარ განაკვეთზე გადადი!
— და ფულს შენ გადამიხდი?
— მოდი, ასე შევთანმხდეთ – შენ ნახევარ განაკვეთზე გადახვალ და იმ ნახევარს შენს შვილთან გაატარებ. თუკი ორ კვირაში არ გამოჯანმრთელდება, მთელი თვის ხელფასს გადაგიხდი.

ერთი კვირა ფიქრობდა. ჩვენ ხომ ყველას გარანტია გვჭირდება, რომ ყველაფერი კარგად და გადასარევად იქნება. არადა დედამიწა შესაძლებლობების მიწაა და არა სადაზღვევო კომპანია. წინათგრძნობისთვის დამორჩილება ის ერთადერთი ხელოვნებაა, რომელსაც ბავშვობიდან უნდა დავეუფლოთ.

ის ჩემს წინადადებას დათანხმდა. მთავარი ბუღალტერის თანამდებობაზე უარი თქვა, რიგით თანამშრომლად გადავიდა და მთელი არსებით მოემზადა უარესისთვის. სამსახურში მისი საქციელი ვერავინ გაიგო. ,,ღმერთო, რა სიგიჟეა? რით აპირებ ექიმებს ფული გადაუხადო?“

გადახდა არ დასჭირვებია. არც ჩემთვის. არც ექიმებისთვის. ავუხსენი, რომ მარტოხელა დედობა სასჯელი კი არა, ბედია, რომელიც მისმა ბიჭუნამ იქამდე აირჩია თქვენთვის, ორივესთვის, ვიდრე დაიბადებოდა. ეს მათ ორივეს სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ზუსტად ისე უნდა მიიღოთ ნებისმიერი სიტუაცია, როგორც არის და გათავისუფლდეთ შიშისგან, რომ ფული არ გეყოფათ, ექიმები არ გეყოფათ, წამლები არ გეყოფათ… დაივიწყეთ! ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას. თუკი დაფიქრდებით, აუცილებლად მიხვდებით.

ბიჭუნა გამოჯანმრთელდა. ერთ კვირაში იმ ყველაფერმა, რაც დედას აშინებდა, ქრონიკული ხასიათი დაკარგა. ორ კვირაში უკვე სკოლაში წავიდა.

გადაგიხადო ფული? – ვკითხე მე
მას ეწყინა.

შენ უფრო მეტი მომეცი ვიდრე ფული. დაფიქრება მაიძულე და სხვანაირად შემახედე ყველაფერს. პირიქით, ვალში ვარ შენთან.
არავითარი ვალი. იცხოვრე და გიხაროდეს სიცოცხლე. ეცადე, ნებისმიერი სიტუაცია გააცნობიერო – აი, რა ახდენს სასწაულს. ყველა პრობლემა მენტალურ დონეზე გვარდება. როცა ადამიანს ეცვლება აღქმა, სამყაროც იცვლება მის გარშემო.
არცერთი არ ვართ დავალებული. არავინ არავის წინაშე ვალდებული არ არის. ამაზე შევთანხმდით.

სამაგიეროდ გარშემომყოფებმა შეიკლეს ხელში შეკითხვებით: ბავშვი გამოჯანმრთელდა? რომელ ექიმთან დაგყავდა? რა გამოუწერა? რა სჭირდა? მას ახლა ყველა შეკითხვაზე ერთი პასუხი აქვს, მანტრასავით იმეორებს: შვილები მშობლების კარმაა. ისინი გაკვირვებულები იჩეჩავენ მხრებს, მაგრამ საფიქრელად არ სცალიათ, უამრავი საქმე აქვთ, როგორმე უნდა გაიყვანონ ცხოვრება!

დენის ზახაროვი,  მწერალი და ეზოთერიკოსი

თარგმნა დოჩი გოგომ

წყარო: http://mental.ge

ნანახია:(308)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა ეფექტის მოხდენა შეუძლია ამ მიდგომას“…

ბავშვს 7 წლამდე უარი არაფერზე უნდა უთხრათო — გვასწავლის აღმოსავლური სიბრძნე… თუ ამას პირდაპირ გავიგებთ, შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ბავშვს ყველა


„დღეს კიდევ ერთხელ გავბედნიერდი“…

დღეს კიდევ ერთხელ გავბედნიერდი ენით აღუწერელი ბედნიერებაა, როცა მადლობას გიხდიან მშობლების გაკეთეგული სიკეთის გამო. ძალიან ბევრი ადამიანი შემხვდა ცხოვრების მანძილზე,


მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ქალიშვილს — ყველა მშობლისთვის

შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*