ენაკვიმატი გურულები | Jolo.ge


ენაკვიმატი გურულები

ენაკვიმატი გურულები

კარანტინია და ხალხმა სოფელს შეაფარა თავი. გურულსაც ესტუმრა ქალაქიდან გამოხიზნული ნათესავები.
ერთ დილას ეზოში მომუშვე გურულთან ეს თავშეფარებული ნათესავი მივიდა:
— მთელი დღე მუშაობ, მაგრამ არასწორად! — გაუმხილა ,,დაკვირვების» შედეგი.
— რეიზა ვითომ? — გაუკვირდა გურულს.
— ასე არ უნდა შეაჭრა ტოტები. გამიკვირდება, ამ ხეზე ერთ კილო ვაშლსაც თუ მოკრეფ… და ამიტომ….
— მაი, მეც გამიკვირდება, ძამა, — ეჭვით გახედა ხეს გურულმა — აი ხეი მსხალია და იმიზა!

👀😀

გურულმა ბებიამ ძროხის სანახავად ახალ გამომცხვარ ვეტერინარს დაუძახა. ექიმი ველოსიპედით მივიდა, შეათვალიერა ,,პაციენტი» და პატრონს მიუბრუნდა:
— აი, ატეხილია, ნინა ბებია!
— აუფ! რა წეიყვანს ამას ახლა ერკეთში(მე -3 სოფელია)?! — შეიცხადა ნინამ.
ვეტერინარს შეეცოდა, გახსნა დალუქული კონტეინერი და შპრიცით ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარა საქონელს.
— ვსიო, აფერი არ უნდა ამას, მაკეთაა უკვე!
— რას ჩივი ნენა?ამას ბუღა არ უნდა? — გეიკვირვა ქალმა.
— არა, ნინა ბებია, მაკეთაა უკვე მაი!
— რაფერ ნენა?! ამაზე ახლა კურომ არ უნდა გადეიაროს? — დააკონკრეტა ზრდილობიანად.
— 100-ჯერ ხომ არ გეტყვი, ნინა ბებია?! არ უნდა მაგას აფერი…
— ამ ხნის ქალი ვარ და პირველად ვნახე ბუღა ველოსიპეტით დეიარებოდეს და «იგი» ჩემოდნით დაქონდეს — პირჯვარი გადეიწერა გაოგნებულმა ნინა ბებიამ.

😀👀

გურიაში მიცვალებულს მიასვენებენ და მისტირიან:

— ნენაააა, სა მიხვალ ბიჯოოოოუ? წყალი მაქანე არაა, საჭმელი მაქანე არაა, დენი მაქანე არაა, სითბო მაქანე არაა და აფერიიიი… სა მიხვალ, ბიჯოოოოოუ!

ორღობეში მიმავალ ჭირისუფალს ბალკომიდან უყურებს ერთი მოხუცი გურული და ცოლს გასძახებს:

— ნანულია, სეით ხარ, ქალო? ცოცხი გამუუსვი, ელანძე, აი ჩვენთან მოყავენ გონია.😳😳😳

წყარო: Manana Jincharadze

 

ნანახია:(154)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნოდარ დუმბაძე, გურულები და გურული თავგადასავლები

*** დელეგაციებს უშიშროების წარმომადგენლები ძირითადად იმიტომ მიყვებოდნენ, რომ უცხოეთში საცხოვრებლად არავინ დარჩენილიყო. გერმანიაში გაემგზავრნენ ჩვენი მწერლები, მხატვრები, მათ შორის იყვნენ


არა ვარ მამა ანთიმოზი, ტურისტი ვარ — მამა ანთიმოზის პოსტი

თბილისის ზღვაზე, ერთი წყნარი ადგილი ვიპოვე. ჯერ თბილისის ზღვაზე ბანაობაში, კარენოი ნახალოვკელს ვიღაც გადამთიელები 10 ლარს რომ გამოგართმევენ ხო დაიქცა


ფსიქო-ფიზიკური გამაჯანსაღებელი ტრენინგი — სიცილის იოგა!

თბილისში, 16 თებერვალს სიცილის იოგას ტრენინგი ჩატარდება. ტრენინგს ჩაატარებს  სიცილის იოგას საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი, ლევან რამიშვილი. ტრენინგი მოიცავს შემდეგ პრაქტიკებს: 1) მედიტაცია; 2)


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*