ემიგრანტი პოეტი და კაიმაღის გამყიდველი 7 წლის გოგონა | Jolo.ge


ემიგრანტი პოეტი და კაიმაღის გამყიდველი 7 წლის გოგონა

ემიგრანტი პოეტი და კაიმაღის გამყიდველი 7 წლის გოგონა

„არასოდეს დამავიწყდება გოდერძის უღელტეხილზე, მარტოდმარტო, მწველი მზის სხივებით შუბლდაცვარული, 7 წლის გოგონა, რომელიც სრულიად მოთმინებით იჯდა და კაიმაღს ყიდდა, ვფიქრობ, ჩემი წიგნით შევძელი მისი გახარება… ეს ლექსი, სწორედ იმ ლამაზ ფერიას ეკუთვნის,“— ამბობს ემიგრანტი პოეტი, სოფო ფოცხვერაშვილი და იმ ამბავს ჰყვება, თუ როგორ აღმოჩნდა აჭარაში სხვა პოეტებთან ერთად, როგორ მოჰკრა თვალი კაიმაღის გასაყიდად გზაზე მჯდომ 7 წლის გოგონას, როგორ დაასაჩუქრა წიგნით და როგორ იქცა გოგონა ერთდროულად რამდენიმე პოეტის მუზად.

სოფო ფოცხვერაშვილი: არ ვიცი, რა სიტყვებით შემიძლია იმ სიხარულის და სიამოვნების გამოხატვა და გადმოცემა, რაც სამი დღის განმავლობაში, აჭარის მაღალმთიან რეგიონში, ხულოსა და შუახევში, ლიტერატურის ფესტივალზე „ზე-კართან“ ყოფნის დროს განვიცადე.

ეს იყო ჩემთვის, საქართველოს  ერთ-ერთი კუთხის გაცნობა თავისი ულამაზესი ბუნებით, ცადაზიდული გულზვიადი მთებით და თბილი, ალალი,  უკეთილშობილესი და სტუმართმოყვარე, ნამდვილი ძველი ქართველებით. ამ ფესტივალმა დამანახა მთელი საქართველო ერთად და გამაცნო სხვადასხვა კუთხიდან შეკრებილი უნიჭიერესი მწერლები და პოეტები.

ამხელა ბედნიერებისთვის,  უდიდესი მადლობა მინდა  გადავუხადო  ამ ფესტივალის დამფუძნებელ ვახტანგ ბერიძეს და ამ ღონისძიების ორგანიზატორებსა და  ხელშემწყობებს.

უბედნიერესი ადამიანი ვარ. მადლობა მათ, ვინც საშუალება მომცა ამ ფესტივალზე მოხვედრის და მონაწილეობის. არასოდეს დამავიწყდება თითოეულის, მასპინძლისა თუ სტუმრის ერთმანეთისადმი ყურადღება და ზრუნვა. ჩვენი მასპინძლების — აჭარის უხუცესთა ანსამბლის  ცოცხალი კონცერტები და მათი გაცნობა.

არასოდეს დამავიწყდება აჭარის მთებში, გზაზე მჯდარი პატარა გოგონა კაიმაღით, რომელმაც სიხარულით და სიამაყით მიიდო გულზე წიგნი, რომელიც ვაჩუქე. მადლობა აჭარას, ამ დიდი პოზიტიური განცდებისთვის!

გოდერძის უღელტეხილზე, მაკა საგინაძეს

აჭარის მაღალ, გულზვიად მთებში,

უღელტეხილის წვრილ, კლაკნილ გზაზე,

მწველი სხივებით შუბლდაცვარული,

უქუდოდ,  იჯდა გოგონა სკამზე.

მაგიდის ნაცვლად წინ ედო ყუთი,

გაოცებულნი ვუცქერდით დიდხანს.

ეხმარებოდა  მშობლებს პატარა…

რას აკეთებდა? ყიდდა «კაიმაღს».

მთასავით ამაყ, ლამაზ ფერიას,

ცნობისმოყვარედ ვუსვამდით კითხვებს.

რას შეიძენდა აღებულ ფულით?

პასუხს გვაძლევდა: — სასკოლო ნივთებს.

მივეფერე და ვაჩუქე წიგნი,

გამომართვა და გულზე მიიდო.

მშრომელი ბავშვი,  ხვალის იმედი

მაკა, ჯერ მხოლოდ შვიდი წლის იყო.

ემიგრანტი პოეტის სიკეთეზე დღემდე ბევრი დაიწერა და ითქვა. ქველმოქმედი ქალბატონი, რომელიც 22 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს, სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და იქ მცხოვრები პატარებისთვის თავისივე ლექსების კრებული ჩააქვს საჩუქრად.  საქართველოში მყოფ პატარებს წიგნები პირველად რამდენიმე წლის წინ „სიცილისა და  პოზიტივის კარნავალზე“ დაურიგა,  შემდეგ სოციალურად დაუცველი ოჯახები გაახარა, ამჯერად კი აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალზე მიწვეულმა ლექსების კრებულით აჭარის მთებში მცხოვრები პატარები დაასაჩუქრა.

 

ნანახია:(98)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საფრანგეთში უქმე დღეებში ელექტრონული ფოსტის გაგზავნა იკრძალება

საფრანგეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით თანამშრომლებისთვის ელექტრონული ფოსტის გაგზავნა უკანონო ქმედებათ ჩაითვლება. უქმე დღეებსა და შვებულების დღეებში მოსული ელექტრონული წერილი


„ვინც არ შეგვიშვა, არშეშვებაც არ გვაკმარა და ღირსებაც აგვყარა“

„ოპერის ხუდრიკი გაუგდიათ“ — ასე იწყებს სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტს რეჟისორი და ჟურნლისტ-კრიტიკოსი რევაზ შატაკიშვილი და ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის


გვახსოვს კი ყოველთვის სინამდვილეში ვინ ვართ?

შიგნიდან ჩვენ ყველა ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენად ძლიერი, ნათელი და რამდენად მდიდრები ვართ. მაგრამ, გამოგვდის კი ყოველთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*