ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში მისი იუბილე აღინიშნა | Jolo.ge


ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში მისი იუბილე აღინიშნა

ელენე ახვლედიანის სახელობის გალერეაში მისი იუბილე აღინიშნა

გუშინ, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში, მხატვრის ას თხუთმეტი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. საღამო ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. «ელენე ახვლედიანი დღეს», ასე ერქვა საღამოს, რომელიც ფოტო გამოფენებსა და ოთარ მაღრაძის მუსიკალურ გაფორმებას აერთიანებდა. საღამოში ვირსალაძის ხელოვნების სკოლა მონაწილეობდა. გალერეაში გამოფენილი იყო ფოტოები, რომლებზეც ის ადგილები იყო აღბეჭდილი, რომელიც მხატვარს უყვარდა, სადაც დადიოდა, სადაც ხატავდა, ბავშვებმა ეს ისტორია ფოტოებზე გააცოცხლეს. ცნობილია, რომ ელენე ბავშვებისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა, მათ გამოფენას საკუთარ სახელოსნოში აწყობდა ხოლმე. ღონისძიებაზე სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი მხატვარი და მისი შემოქმედება. 1975 წელს, ელენე ახვლედიანი იყო პირველი ქალი, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა.ის მოულოდნელად გარდაიცვალა მაშინ, როცა უკვე პოპულარობის ზენიტში იყო. სააღდგომო გამოფენისთვის მხატვრის გალერეის კარი კვლავ გაიღება. 

ნანახია:(48)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
elene axvlediani

Related Articles

ქართული შემოდგომა ათენში (ვიდეო)

ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“ ათენში მცხოვრებ ემიგრანტებს ეწვია და მათთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება იზეიმა. ეს გახლდათ ქართული შემოდგომა ათენში —


ლადო ბურდულის წარწერა საკუთარ ფოტოზე

„ლადო, შეიძლება შენ მეტი გინდოდა, მაგრამ ბევრი რამ შეცვალე“ — ასე პასუობენ სოციალურ ქსელში, ცნობილი ხელოვანის ლადო ბურდულის მიერ გამოქვეყნებულ


უსიტყვო სპექტაკლი მარჯანიშვილის სცენაზე

ლევან წულაძის თეატრალური ექსპერიმენტი, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებელმა გუშინ პირველად იხილა. გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი_»უცხოობაში»უსიტყვოდ გათამაშებული ტრაგი-კომედიაა. გამოწვევა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<