„ეჰ, იმან რა იცოდა რა ჯვარს მაცვა და ეგრე რბილად: შენიშნეო..?!“ | Jolo.ge


„ეჰ, იმან რა იცოდა რა ჯვარს მაცვა და ეგრე რბილად: შენიშნეო..?!“

„ეჰ, იმან რა იცოდა რა ჯვარს მაცვა და ეგრე რბილად: შენიშნეო..?!“

პირველი ფული , თორმეტი წლის ვიქნებოდი, ტყეში კაკალი მოვკრიფე, ბაზარში გადამყიდველებს ჩავაბარე და ამით გამოვიმუშავე . 
ამ ფულით იმ დროს ,ძაან «ნავაროჩენნი» ნაცრისფერი რეზინის ბოტები ვიყიდე ,ოღონდ ერთი ზომით დიდები ბებიაჩემის თხოვნით ,რომ მალე არ დამპატარავებოდა..

მეორე დღისით გახარებულმა ამოვიცვი, დილით სკოლაში ხო ვიყავი, მერე ამ ბოტების ხალისით სოფელს ერთი ორი „კრუგიც“ მოვარტყი და საღამოს სოფლის კლუბში ჭიდაობის დარბაზისაკენ სავარჯიშოდ გავეშურე. ყველა ბავშვი ფეხსაცმელს დარბაზში შესვლამდე ვიხდიდით და იქვე, კიბეებზე ვტოვებდით . წესი იყო ასეთი .

ვარჯიშს მოვრჩი. გამოვედი , ამოვიცვი მარჯვენა ფეხზე და მარცხენაში ფეხი აღარ ჩამდის, მაგრა ვეჩალიჩე , როგორც იქნა სანახევროდ ჩავყავი და სახლამდე ეგრე კოჭლობითა და ტანჯვა — წამებით წამოვედი..

მეორე დღისით სკოლაშიც ასე კოჭლობით წავედი, მერე დარბაზში სავარჯიშოდ და ვარჯიშის შემდეგ გამოვედივარ და მარცხენა ბოტში ფეხი სულ ხლუპუნ -ხლუპუნით ჩავიდა და ახლა მარჯვენაში აღარ მეტევა.. კინაღამ ჭკუიდან ავიწიე, ჩემს თავს რა ხდებოდა ვერ ვხვდებოდი .

სახლში ისევ ისე, კოჭლობითა და ვაი- ვაგლახით მოვედი და აგათა კრისტის ნაწარმოებები და ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსი დიდი გულისყურით გადავიკითხე , იქნებ როგორმე რაიმე ლოგიკური ჯაჭვი, ან ხელმოსაჭიდი მეპოვა, ამ პარანორმალური მოვლენის ამოსახსნელად …

უცბად მოამბეში გასული რეპორტაჟი გამახსენდა მფრინავ თებშებზე და უცხოპლანეტელებზე. ურწმუნო თომა კი ვიყავი , მაგრამ ამ რეპორტაჟის ყურების შემდეგ , დაწოლის წინ ,ჯემპრის გახდას ნაპერწკლების გაყრა მოჰყვა, რაც მანამდე არ მენახა ..

ეს მფრინავი თეფშების , ჯემპრისა და ჩექმების ამბავი ერთმანეთს დავუკავშირე და კინაღამ იმ დასკვნამდე მივედი რომ იქიდან მომაკითხეს ….

გათენდა, ისევ სკოლა მერე ვარჯიში , დარბაზიდან გამოვდივარ და რას ვხედავ: ერთ ბიჭს ჩემზე ერთი ორი წლით პატარას, რომელიც ჩვენთან ვარჯიშობდა ზუსტად ისეთი ბოტები აცვია როგორიც მე მაქვს, ოღონდ ორი ზომით პატარები . თურმე ზედ არც კი უყურებდა ხელში როგორც მოხვდებოდა ისევე იცვამდა . ერთი ის კი მითხრა:
მადლობა დავით, კიდე კაი შენიშნე თორემ, ეს ორი დღე გზადაგზა რო ვაფახუნებდი, მამაჩემი სუ თავში მირტყამდა: რა გჭირს შე შობელძაღლო ფეხები წესიერად გადმააადგიო…

ეჰ, იმან რა იცოდა რა ჯვარს მაცვა და ეგრე რბილად: შენიშნეო..?!

დ.ტურაშვილი (პარიზი)

ნანახია:(161)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ნოდარ დუმბაძე, გურულები და გურული თავგადასავლები

*** დელეგაციებს უშიშროების წარმომადგენლები ძირითადად იმიტომ მიყვებოდნენ, რომ უცხოეთში საცხოვრებლად არავინ დარჩენილიყო. გერმანიაში გაემგზავრნენ ჩვენი მწერლები, მხატვრები, მათ შორის იყვნენ


ნოდარ დუმბაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი და ენამოსწრებული გურულები

ჯანსუღ ჩარკვიანი აუხირდა, თურმე, ნოდარ დუმბაძეს: არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს


„სიცილის ფესტივალი“ სტრესის საუკუნეში!

„ადამიანები, რომლებიც არასდროს იცინიან, არასერიოზულები არიან” – ფრანგი ჟურნალისტის ალფონს ალეს ეს სიტყვები საუკუნის შემდეგაც აქტუალურია. მოსაზრება, რომ სიცილი არასერიოზულობის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<