ეძებთ სიყვარულს და არაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაარჩინოთ! | Jolo.ge


ეძებთ სიყვარულს და არაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაარჩინოთ!

ეძებთ სიყვარულს და არაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაარჩინოთ!

”მათ ჰქონდათ მილიონი მიზეზი, თუ  რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი ერთმანეთისკენ, რატომ არ უნდა გადაედგათ პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ და, საწყენი ის იყო, რომ ისინი გამალებით ამ მიზეზებს ეძებდნენ.”

მიზეზს, თუ რატომ არ უნდა შერიგებოდნენ ერთმანეთს, ნაცლად იმისა, რომ რამე ემოქმედათ სიყვარულის გადასარჩენად. მათი ძველი სიყვარული ძლივსღა სუნთქავდა, მას ნელა-ნელა მონატრება და ბოღმა ანაცვლებდა, დღე დღეს ემატებოდა და სიყვარულს წარსულში მიაქანებდა…მათ დაავიწყდათ, დაავიწყდათ, რომ ნებისმიერ სიყვარულს მოფრთხილება და ზრუნვა სჭირდება, დაავიწყდათ, რომ მიზეზები და სიამაყე პირველი მტერია სიყვარულისთვის, ბედნიერებისთვის….

შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ბედნიერი გინდა იყო თუ მართლი? რა გინდა, სიყვარული თუ სიამაყე? სად გააქრე სიმამაცე? რად დაივიწყე ადამიანობა? თქვენ საკუთარი ხელით კლავთ და ამახინჯებთ სიყვარულსაც, პატივისცემასაც და იმ ყველაფერს, რაც ასე გაკლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ეძებთ ბედნიერებას და არაფერს აკეთებთ ისეთს, რის გაკეთებასაც გული გიხმობთ, ეძებთ სიყვარულს და არაფერს აკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაარჩინოთ,  გინდათ სითბო, პატივისცემა, დაფასებადა თქვენ, პირველ რიგიში საკუთარ თავს არ სცემთ პატივს.

დიახ, არ სცემთ პატივს, რადგან ადამიანი, რომელიც აფასებს საკუთარ თავს, მას შეუძლია ბოდიშის მოხდაც და სხვისი პატიებაც, იმიტომ რომ ის ძლიერია,  ის საკუთარი ეგოს მიღმაც ხედავს დანარჩენ სამყაროს, ის საკუთარ სიამაყეს ამოფარებული, მშიშარა თაგვივით არ იმალება სოროში, ის მამაცურად დგამს ახალ ნაბიჯებს, ივიწყებს ცხოველურ ინსტიქტებს და ყველაფერს აკეთებს სიყვარულის გადასარჩენად.

თქვენი მოქმედებებით  სასტიკ რეალობას ქმნით და სხვიგან ითხოვთ პატიებას, დაფასებას, სიყვარულს, პატივისცემას, სითბოს…. და რაც ყველას აკლია- ადამიანობას. გსურთ მიიღოთ და არაფერი გასცეთ…სამყაროში კი გაცემამიღების კანონი მოქმედებს.

ნებისმიერი ურთიერთობა – ეს არის გაცემა და მიღება. გაცემა მიღების ნაწილია. მიღება გაცემის. ყველაფერი რაც მიდის უკან ბრუნდება. თანაც ასმაგად. სინამდვილეში მიღება ეს იგივე გაჩუქებაა, იმიტომ რომ გაცემა და მიღება – ერთი სამყაროს განსხვავებული ენერგიები არიან. როცა ვაჩერებთ ერთი ან მეორეს ნაკადს, ჩვენ ვუშლით ხელს სამყაროში ამ ენერგიი სმუშაობას.

სიცოცხელე დროებითი საჩუქარია, მეგობარი დროებითი ცხოვრების საჩუქარი….სიყვარული დროებითი ცხოვრების მთავარი საჩუქარია და თქვენ…აბა დაფიქრდით, რას გასცემთ, იმის საფასურს, რომ სამაგიეროდ სამყარომ უკან დაგიბრუნოთ? ნუ შეაჩერებთ ერთი ან მეორეს ნაკადს, ნუ შეუშლი ხელს სამყაროს კანონზომიერად მუშაობას… იყავი ადამიანი, გადაარჩინეთ ურთიერთობები თუ გენანებად საბოლოოდ გასაწირად. გაეცეთ მეტი, იყავით ცოცხალ არსებაზე მეტი, გიყვარდეთ მეტი, მიუტევეთ მეტი, მოინანიეთ მეტი, იცინეთ მეტი, იბედნიერეთ მეტი და იცხოვრეთ მეტი ვიდრე არსებობაა, აჩვენეთ მაგალითი როგორ გაიმარჯვა ადამიანობამ ამ სისასტიკესა და სიამაყეზე, ბოროტებაზე… შექმენით ლეგენდები, თქვენს სიყვარულზე….იყავით მაგალითი სიყვარულის, სიკეთის და მეგობრობის… მართალია ამ დროს გზა იქნება რთული და გრძელი, მაგრამ ამად ნამდვილად ღირს!

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(211)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

7 მიზეზი, რომელთა გამოც მამაკაცები ქორწინებას არ ჩქარობენ

1)ეშინიათ თავისუფლების დაკარგვის. 2)მის გარშემო ძირითადად დასაქორწინებელი ძმაკაცები ტრიალებენ, რომლებიც ასევე არ ჩქარობენ უღელში თავის გაყოფას. 3)ფინანსური პრობლემები. 4)საცხოვრებლის საკითხი(უბინაობა).


სად მიდის სიყვარული?

ხდება ხოლმე, რომ სიყვარული ადამიანში არსებულ სისასტიკეს ვერ ერევა. უფრო სწორად კი, ადამიანი ვერ ერევა საკუთარ თავში არსებულ სისასტიკეს, სიყვარულის


როგორ შევინარჩუნოთ ოჯახი და ცოლქმრული სიყვარული — ცოლქმრული ცხოვრება მამაკაცის თვალით

12-წლიანი ქორწინება ბევრ რამეს გასწავლის და განგაცდევინებს. ოჯახის ფასსაც უკეთ გაიგებ და მიხვდები, რატომ უნდა იბრძოლო ყოველთვის მის შესანარჩუნებლად. როცა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*