ედიტ პიაფი და ასოცი ფრანგი სამხედრო ტყვე | Jolo.ge


ედიტ პიაფი და ასოცი ფრანგი სამხედრო ტყვე

ედიტ პიაფი და ასოცი ფრანგი სამხედრო ტყვე

მეორე მსოფლიო ომის დროს, ედიტ პიაფი მღეროდა ფრანგი სამხედრო ტყვეების წინაშე საკონცენტრაციო ბანაკებში. ძალინ უყვარდათ ედიტი და ყოველთვის უხაროდათ თანამემამულის მოსმენა, მითუმეტეს ასეთი ცნობილის.

ერთხელ ედიტმა გამოთქვა სურვილი სურათი გადაეღო მათთან. გერმანელმა ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო ცნობილი მომღერალისთვის უარი ეთქვა. ასოც ტყვესთან გადაიღო ედიტმა სურათი და სამახსოვროდ ითხოვა მათი პირადი მონაცემები.

პარიზში ჩასვლისას, სურათი გადაეცა იატაკქვეშა ფოტოლაბორატორიას, სადაც გულმოდგინედ ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: ყოველი ჯარისკაცის სახე გადაიტანეს ცალკე, გაადიდეს და მიაკრეს ყალბ პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს.

გადის რამოდენიმე ხანი და ედიტი მიმართავს გერმანულ მთავრობას თხოვნით – მისცენ უფლება კიდევ ერთხელ ჩაატაროს ამ ბანაკში კონცერტი. ის იღებს თანხმობას. თავის მდივანთან ერთად, ჩანთაში რომელსაც გააჩნდა ორმაგი ძირი, მალავს ასოც ყალბ მოწმობას და აპარებს ბანაკში.

რა მოხდა შემდეგ?

ასოცივე ტყვეს, ხელმოწერის დარიგების მომიზეზებით, ჩუმად გადასცემს ყალბ საბუთს. ჯარისკაცებს დასჭირდებოდათ მხოლოდ, ხელმოწერა და პირველსავე ხელსაყრელ ვითარებაში გაქცევა. რამოდენიმე ტყვე ორკესტრში მომუშავე მუსიკოსებად გაასაღა, გადააცვა და ყალბი საბუთებით გაიყვანა ბანაკიდან…
ისინი რაოდენობრივად იყვნენ ასოცნი და ყველა მადლობას უხდიდა ედიტ პიაფს ასეთი თავდაუზოგავი ძალისხმევისთვის. მოგვიანებით, წლების შემდეგ, თავისუფლებაში მყოფი ფრანგი ჯარისკაცები, მოდიოდნენ ედიტის კონცერტზე რათა, კიდევ ერთხელ გადახვეოდნენ და ერთად ეტირათ.

წყარო: https://zrda.wordpress.com

ნანახია:(109)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ უჭირთ ადამიანებს მობოდიშება…

დაკვირვებიხართ, რომ ადამიანებს სწორედ ყველაზე საჭირო მომენტში უჭირთ მობოდიშება? ქუჩაში ვიღაცას დაეჯახეთ, ან შემთხვევით რაღაც ისეთი ჩაიდინეთ აუცილებლად ეტყვით უცნობ


ქართველი რეჟისორი, რომელმაც მარკესს 12 წლიანი ურჩობა დააძლევინა

„მარკესმა მითხრა: შვილო, გეტყობა, რომ მაღალი კულტურის ქვეყნიდან ხარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო“- ამბობს უცხოეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი


და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა — ქართველი ექიმის გმირობა

წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი ლაპარაკობდა ქართველი ქირურგის რამაზ დათიაშვილის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე და მის მიერ გადარჩენილ ლიტველ გოგონაზე. 


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<