ძლიერი რჩევები კარიერაზე | Jolo.ge


ძლიერი რჩევები კარიერაზე

ძლიერი რჩევები კარიერაზე

ერთდროულად დამაინტრიგებელი და მამოტივირებელია, ის თუ როგორ იწყებდნენ, დღეს უკვე წარმატებული ადამიანები. დამაინტრიგებელი იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით აღმასრულებელი დირექტორი, როგორ ხდება აღმასრულებელი დირექტორი. მამოტივირებელი იმიტომ რომ ჩვენ ვხვდებით რომ ძლევამოსილი ადამიანები, ისევე როგორც თითოეული ჩვენთაგანი საიდანღაც იწყებდნენ.

სკოლაში სწავლის პერიოდში, მუდმივად გვისვამენ შემაწუხებელ შეკითხვას — თუ რა გვინდა რომ გამოვიდეთ, როცა გავიზრდებით. უმეტესობა ჩვენგანს, ასეთ პატარა ასაკში არ გვქონია ზუსტი პასუხი. ჩვენ ვიცით, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია, ზუსტი მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვა. თუმცა, იქნებ ეს სულაც არ არის ერთადერთი გზა, რომელსაც წარმატებამდე მივყავართ?

Linkedin-ის ჯგუფმა გადაწყვიტა იმ ხალხის შემოკრება, რომლებიც დღეს წარმატებულები არიან, თუმცა აქვთ განსხვავებული წარსული და ინტერესები. მათ ისაუბრეს ლიდერობაზე, მენეჯმენტზე და საკუთარი ინდუსტრიის სტრუქტურაზე. მათ დაუსვეს ერთი კითხვა: როგორ მიაღწიეს არსებულს და რისი მიღწევა სურდათ?

ვიდეო ინტერვიუების ფარგლებში, Linkedin-ის აღმასრულებელი რედაქტორი – დანიელ როტი, თავის ინდუსტრიაში 9 გავლენიან ადამიანს თავიანთ პირად და საქმიან სახეცვლილებებსა, და იმ პერიოდზე ესაუბრა, როდესაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ამას ვერ შეძლებდნენ.

ეს ადამიანები, აღწერენ თავიანთ გავლილ ეტაპებს და გვიზიარებენ არაორდინალურ რჩევებს, რომლებიც ჩვენს საქმიან და პირად ცხოვრებაში გამოგვადგება.

როდესაც მარცხი, შენს ყველაზე დიდ ძალად იქცევა

ამერიკელი ბიზნეს ლედი, სპიკერი და  ტელე–პერსონა, ბარბარა კორკორანი სიამაყით აღნიშნავს, რომ სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა. ის ამბობს, რომ ახალგაზრდობაში განცდილმა წარუმატებლობებმა მისცეს ის შინაგანი ძალა, რამაც შემდგომში წარმატებული გახადა.

„ არ მიაქციოთ ყურადღება, თქვენი მშობლების სიტყვებს“.

პერსონალური ფინანსური მრჩეველი, სიუზ ორმანი, აღნიშნავს რომ მას C_ზე მაღალი შეფასება, არასდროს ჰქონია, მას არ უყვარდა კითხვა და ჰქონდა სიტყვით გამოსვლის პრობლემა. ის ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მიმტანობა მოუწევდა და მაქსიმუმი რის მიღწევასაც, ცხოვრების ბოლოს შეძლებდა — საკუთარი რესტორნის ფლობა იყო. არასწორად ჩადებულმა ინვესტიციამ, იგი საბოლოოდ ფინანსების სამყაროში მიიყვანა.

„მე არ აღმომიჩენია ის, მან აღმომაჩინა მე.“

როდესაც ფიქრობთ, რომ თქვენი გასაკეთებელი უკვე გააკეთეთ…

მაიკლ პოველი  — ამერიკის ეროვნული საკაბელო და ტელეკომუნიკაციების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, მაგრამ იყო დრო, როდესაც იგი ამერიკის არმიაში, სამხედრო ოფიცრად მუშაობდა და ცხოვრობდა წინასწარ დაგეგმილი ცხოვრებით. მაგრამ მოულოდნელად, ერთ-ერთ საწვრთნელ დავალებაზე, ხერხემლის დაზიანებით, გერმანიის საავადმყოფოში მოხვდა, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

„ცხოვრება არაფერს გპირდებათ, სჯობს იცხოვროთ, ისე თითქოს არაფერს მოელით ცხოვრებისგან“.

სალი კრავჩუკი ვოლ სტრიტზე, ყევლაზე ძლევამოსილი სახელია, მაგრამ იყო დრო, როდესაც ის ფიქრობდა, რომ მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.

„მე ორსულად ვიყავი, 29 წლის, რაც იმ დროს სუპერ დიდ რიცხვად მესახებოდა, ჩვილი ბავშვით, დაქორწინებული და უმუშევარი. ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო. კოლეჯში სტიპენდია მოვიპოვე, მაგრამ მასზე ხელი ავიღე, წავედი ბიზნეს სკოლაში, ავიღე ვალი. მე მივეცი საკუთარ თავს დანებების საშუალება. ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო.

როდესაც თვითგამორკვევას მომავლისკენ მიყავხართ

ქეთ კოული ამერიკული ცომეული ნაწარმის ქსელის (Cinnabon) პრეზიდენტია, მაგრამ არცთუ ისე დიდი ხნის წინ კარიერა მიმტანობით დაიწყო. მოვლენები სწრაფად განვითარდა, ქათმის ფრთებით მომსახურეობის შემდეგ, ჯერ კორპორაციულ ოფისში დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი მისი დირექტორი გახდა.

„თქვენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, რაც თავში მოგივათ.“

სერ მარტინ სორელი სარეკლამო ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად გაჟღერებული სახელია. მისი მშობლები რუსი ემიგრანტები იყვნენ, რომლებიც ლონდონში 1899 წელს  ჩავიდნენ, ისე რომ ინგლისურად არც საუბრობდნენ. როგორც დედისერთამ, სორელმა პასუხისმგებლობის ზეწოლა მალე იგემა.

„მამაჩემი მირჩევდა რომ, შემექმნა რეპუტაცია. არა საზოგადო არამედ, შინაგანი რეპუტაცია ბიზნესში და იმ ინდუსტრიაში, რომელიც სიამოვნებას მომანიჭებდა“.

კარლოს გოსნი, ცოცხალი ლეგენდაა , რომელმაც 2000 წლის დასაწყისში ნისანის მარკა აღადგინა.  ნისანის და რენოს აღმასრულებელ დირექტორს სჯერა რომ მრავალფეროვნება სასარგებლოა.  წარმოშობით ბრაზილიელს, ლიბანში გადაბარგებულს და ამჟამად პარიზში მცხოვრებს, გამოცდილება ალაპარაკებს.

„თქვენი ცხოვრება უფრო და უფრო მრავალფეროვანი გახდება, მოგიწევთ ცხოვრება გარემოში სადაც შეხვდებით განსხვავებული განათლების, კულტურის, რწმენისა და წარსულის ადამიანებს“.

როდესაც იცით, თუ რა არის თქვენი ვნება

ჯიმ კიმმა, საკუთარი კარიერა ექიმობით დაიწყო. შემდგომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში გადაინაცვლა, იყო დართმუზის კოლეჯის, ახლა კი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი.  მიუხედავად იმისა, რომ მისი კარიერა, სწორხაზოვნად არ განვითარდა, მან მოახერხა და ეს ყოველივე მის ძირითად ინტერესებს მოარგო.

„დედაჩემი მეუბნება, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მსურდა რაიმე ღირებულის გაკეთება, სიღარიბის დაძლევა, უსამართლობის აღმოფხვრა“.

პან გი მუნი აღიზარდა ომის დროს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაინახა თუ როგორ ეხმარებოდა ამერიკა მის ქვეყანას, სამხრეთ კორეას ხელახლად აშენებაში. სკოლაში სწავლისას იგი აირჩა კორეელ წარმომადგენლად, რომელიც ამერიკაში ვიზიტს, თეთრი სახლის მონახულებას და პრეზიდენტ კენედისთან შეხვედრას შეძლებდა. დღეს, როგორც გაეროს გენერალური მდივანი, იგი ხვდება მსოფლიო ლიდერებს.

იგი ხშირად უმეორებს საკუთარ თავს კითხვას: „სხვა კარიერული გზა რომ ამერჩია, ვიქნებოდი კი? და შევძლებდი, ასეთი წარმატების მიღწევას?

მთავარი რამ, რისი სწავლაც გავლენიანი ადამიანებისგან შეგვიძლია, არის ის, რომ არ არსებობს წარმატების მზა რეცეპტი. მაგრამ იმის გაცნობიერება თუ საიდან სად მივიდნენ ეს ადამიანები, ბევრ ჩვენგანს აუმაღლებს მოტივაციას.

წყარო:kaizenist.com

ნანახია:(93)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

5 საათის წესი, რომელსაც უორენ ბაფეტი, ბილ გეითსი და ოპრა უინფრი იყენებენ

კვლევებით დამტკიცებული ფაქტია, რომ საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის მიღწევისთვის საჭიროა 10 000 საათიანი მუშაობა და პრაქტიკა. თუმცა, ახალმა კვლევებმა ცხადყო, რომ საერთაშორისო


გარემო, რომელიც თქვენს გარშემოა დღეს, არის სარკე იმისა, რა იქნება თქვენს ცხოვრებაში ხვალ…

არაერთი ადამიანი მწერს, რომ უჭირს გამკლავება ნეგატიურ ადამიანებთან, რომლებთანაც იძულების წესით უწევს ურთიერთობა…. ჯადოსნური ჯოხის ეფექტის მქონე რეცეპტი, მართლაც არ


„ტოტალური ილუზია“ — შეცვალე შენი ცხოვრება

დღეს, ჩვენ, ვცხოვრობთ დაუსრულებელი რეკლამირებული ტყუილისა და ტოტალური ილუზიის სამყაროში. დილიდან საღამომდე თავს გვევლებიან და გვატყუებენ პოლიტიკოსები, საერთაშორისო კორპორაციები, რელიგიური


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*