„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ — ზღაპრული დასასრულით | Jolo.ge


„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ — ზღაპრული დასასრულით

„ძირგამძვრალი ფეხსაცმელი“ — ზღაპრული დასასრულით

ამ უცნაურ და საინტერესო ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები სულა სულაშვილი მისთვის დამახასიათებელი იუმორით აღწერს. ამბავი, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ და პოზიტიური განწყობაც მთელი დღისთვის გარანტირებულია.

სულა სულაშვილი: სამსახურიდან გამანთავისუფლეს (ნუ გიხარიათ 90-ინა წლების ამბავს ვყვები) ჰოდა, ჩემს ბედზე ამერიკის საელჩომ USAID-ის სახელმწიფო განვითარების პროექტებზე გამოაცხადა კონკურსი რეგიონალური დირექტორის თანამდებობაზე…

ვიფიქრე: ამათთან მაინც არ მოდის ჩაწყობა და მოდი კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, იქნებ გამიმართლოს-თქო.
ორი კვირის შემდეგ ტელეფონზე დამირეკეს და შემატყობინეს რომ კონკურსში გავიმარჯვე და სასწარაფოდ უნდა გამოვცხდებულიყავი ოფისში.
წამოვხტი გახარებული, ვეცი ტანსამოსს და ვხედავ ფეხსაცმელზე ძირია ამძვრალი.
– წებოოო!!! – ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რამდენიმე წუთში ჯულის “ბუტკიდან” წებოც მომირბენინეს.
ვაქივლე შეგნიდან გარედან წებო ფეხსაცმელში და ჩემს ტანჯულა 06-ს მოვაფრინდი.

კოლმეურნეობის მოედანზე იმდენხანს ვეწვალე საცობიდან თავის დაღწევას, რომ მარხცენა ფეხი “ცეპლენიაზე” მიმეწება და გადმოსვლის დროს ფეხსაცმლის ძირი ზედ შერჩა…

– ძმურად შეგიძლია ფეხსაცმელი მათხოვო 15 წუთით? შენ მანქანაში დამელოდე  და თუ გადაგადო არაკაცი ვიყო, ახლავე დავბრუნდები-თქო, ვვთხოვე შემთხვევით გამვლელ ახალგზრდა მამაკაცს. ტიპმა ცერა თითი მიიტანა საფერთქელთან, უნდოდა ხელის კომბინაციით ეჩვენებინა ხომ არ უფშვტენო, მაგრამ ჩემს გაჭირვებულ სიფათს, რომ შეხედა დამთანხმდა. მართალია 2 ზომით დიდი აღმოჩნდა, მაგრამ რას დავეძებდი. ისეთი ფაცხა-ფუცხით გავიარე კოლიდორი, დაცვის თანაშრომელმა ორჯერ დამაწია გამძვრალი ფეხსაცმელი.
შეხვედრამ ბრწყინავალედ ჩაიარა…

***

– მადლობა ძმა! დამნიშნეს! – ვეუბნები ჩემს მოლოდონში შეწუხებულ უცნობს და ფეხსაცმელს ვაწვდი.

-სად დაგნიშნეს?

-პროექტების რეგიოანალურ დირექტორად…

– შაყირობ?

– არა შენს თავს ვფიცავარ!

– ჩემს თავს? დამცინი?

– რატომ დაგცინი? ძმა ხარ ჩემი…

– იურისტი არ გჭირდება?

ჩემი გადამრჩენი, დავით ანდღულაძეც უმუშევარად დარჩენილი იურისტი აღმოჩნდა, რომელმაც თითქმის 3 წელი იმუშავა ჩემს პროექტზე თანაშემწედ და დღეს უკვე დანიაში ერთერთი უნივერისტეტის პროფესორია.

გაიხარე დავით… დღეს ახალმა ფეხსაცმელმა ცოტა მომიჭირა და ძველი ფეხსაცმელის ისტორია გამახსენდა.

ნანახია:(1639)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დავით დეფის კიდევ ერთი რომანი ბრაზილიაში

დავით დეფის რომანი რუსეთ-საქართველოს ომზე „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“ ბრაზილიაში გამოიცა. ეს უკვე დეფის მესამე ნაწარმოებია, რომელიც გამომცემლობა ლუმე ედიტორმა ბრაზილიელ


წელს ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება

წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა


ნახატები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს — ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა

„მინდა სიხარულით დავპატიჟო ყველა ის ადამიანი, ვისაც ექნება თავისუფალი დრო და გამოფენის ნახვის სურვილი“ — ამბობს ცნობილი მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<